პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალები, რომლებსაც მათი გამორჩეული პროფესიული საქმიანობის გამო უნდა იცნობდეთ
ქართველი ქალები, რომლებსაც მათი გამორჩეული პროფესიული საქმიანობის გამო უნდა იცნობდეთ

"სუს­ტი სქე­სი", "არა­ქა­ლუ­რი საქ­მე", "ქალი ვიცი მე "კუხ­ნა­ში" - სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქა­ლი­სად­მი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ბევ­რი ქალი სა­პი­რის­პი­რო სქე­სის­თვის სა­კუ­თა­რი სიძ­ლი­ე­რის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობს და ახერ­ხებს კი­დეც. ჩვენს ირ­გვლივ დღი­თი­დღე მრავ­ლდე­ბი­ან ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბუ­ლად მოღ­ვა­წე­ო­ბენ პო­ლი­ტი­კა­ში, ბიზ­ნეს­ში, მეც­ნი­ე­რე­ბა­სა თუ სხვა "არა­ქა­ლურ" სფე­რო­ებ­ში. დღეს რამ­დე­ნი­მე ქალ­ბა­ტონს გა­გაც­ნობთ, რომ­ლე­ბიც მა­მა­კა­ცებ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით არ­თმე­ვენ თავს რთულ საქ­მე­ებს.

სო­ფიო კი­ლა­ძე პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის პრო­რექ­ტო­რია.

მე­ო­რე კლა­სი­დან იუ­რის­ტო­ბა უნ­დო­და, თუმ­ცა მა­ინ­ცდა­მა­ინც პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა­ზე არ უფიქ­რია. დიდი ხანი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და, "ჰა­ი­დელ­ბერ­გის" უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, მუ­შა­ობ­და "მაქსპლან­კის" ინ­სტი­ტუ­ტში, სა­სა­მარ­თლო­ში უნდა გა­და­სუ­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, თუმ­ცა 2011 წელს შვე­ბუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და დარ­ჩა. თვლის, რომ სა­პო­ლი­ციო სის­ტე­მა, ეს არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, რო­მე­ლიც მარ­თლწეს­რი­გის და უსაფრ­თხო­ე­ბის დამ­ცვე­ლია ქვე­ყა­ნა­ში. "სულ მინ­დო­და ჩემი გა­ნათ­ლე­ბა ჩემი ხალ­ხის­თვის გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში", - გვე­უბ­ნე­ბა სოფო.

"მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი კულ­ტუ­რა ქალს არ აკ­ნი­ნებს. პი­რი­ქით პა­ტივს სცემს. მა­გა­ლი­თის­თვის შეგ­ვიძ­ლია თა­მარ მეფე გა­ვიხ­სე­ნოთ. ის რომ ქალი იყო, ამას მე­ფო­ბის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია. სტე­რე­ო­ტი­პე­ბი პი­როვ­ნულ რწმე­ნა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს არ დავ­ჩაგ­რულ­ვარ იმის გამო, რომ ვარ ქალი. სა­ერ­თოდ არ მი­ჭირს ჩემს თა­ნამ­შრო­მელ მა­მა­კა­ცებ­თან მუ­შა­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა კაც­საც უჭირ­დეს და ქალ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. ეს პი­როვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ ხარ სა­მარ­თლი­ა­ნი, ობი­ექ­ტუ­რი და ცოტა მკაც­რი, ეს არ გა­გი­ჭირ­დე­ბა. ეს პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს, იყოს კარ­გი მე­ნე­ჯე­რი და საქ­მე გა­ა­კე­თოს"

- რა უნდა გა­ა­კე­თოს ქალ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად?

- ქა­ლებს ვურ­ჩევ მი­ი­ღონ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზეც და თა­ვად პი­როვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. პი­როვ­ნე­ბამ თა­ვის თავ­ზე უნდა იმუ­შა­ოს. ჩემს მა­გა­ლით­ზე ვი­ტყვი, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ყო­ველ­თვის ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი, ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი...გა­ნათ­ლე­ბა არის იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ შენ გა­მოხ­ვი­დე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე. სახ­ლში რომ იჯდე და შვი­ლე­ბი აღ­ზარ­დო, ამის­თვი­საც სა­ჭი­როა გა­ნათ­ლე­ბა. ქალს ბავ­შვო­ბი­დან უნდა ჰქონ­დეს მი­ზა­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნია გარ­შე­მო, ვი­საც ოჯა­ხი ურ­ჩევს პრო­ფე­სი­ას, უნდა იცო­დე რა გინ­და და ამის­თვის სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა და ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცეა სა­ჭი­რო. თუ გაქვს მტკი­ცე ხა­სი­ა­თი და ნე­ბის­მი­ე­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა შე­გიძ­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ სა­წა­დელს. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია შენი სურ­ვი­ლი არ აღე­მა­ტე­ბო­დეს შენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ნე­ბის­მი­ე­რი შრო­მა, რო­მე­ლიც არის წე­სი­ე­რი და პა­ტი­ო­სა­ნი, ქალს წარ­მა­ტე­ბულს ხდის. ასე­ვე, სწო­რად უნდა შე­ფას­დეს რაც გინ­და, გაქვს თუ არა მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ანა გო­დაბ­რე­ლი­ძე ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, სა­დე­გუს­ტა­ციო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე და მეღ­ვი­ნეა. გა­ნათ­ლე­ბა ევ­რო­პა­ში მი­ი­ღო, სა­დაც პრაქ­ტი­კე­ბის დროს, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და, მათ შო­რის, ვე­ნახ­შიც. "თა­ვი­დან­ვე ძლი­ე­რი პრო­ფე­სი­ე­ბის­კენ მი­მი­წევ­და გული, იუ­რის­ტო­ბა მინ­დო­და, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც მეღ­ვი­ნე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე" - ამ­ბობს ანა.

- თქვე­ნი საქ­მით, შეც­ვა­ლეთ თუ არა შე­ხე­დუ­ლე­ბა რომ "ღვი­ნო მა­მა­კა­ცე­ბის საქ­მეა"?

- თა­ვი­დან ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობ­დი ამა­ზე. სტა­ჟი­რე­ბა უცხო­ეთ­ში გა­ვი­ა­რე, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ­დი ხან ვე­ნახ­ში ხან კი­დევ ქარ­ხა­ნა­ში. ჩემ­თვის მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბაა, შენ ქმნი ღვი­ნოს, რო­მელ­საც სხვე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ.

- რას ურ­ჩევთ იმ ქალს, ვი­საც უნდა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე გა­მოს­ვლა, მაგ­რამ ამას ვერ ახერ­ხებს?

- მგო­ნი დღეს ნაკ­ლე­ბა­დაა ამ მხრივ პრობ­ლე­მე­ბი. ქალ­საც და კაცს ვურ­ჩევ, უყ­ვარ­დეს საქ­მე, რო­მელ­საც აკე­თებს, მე მიყ­ვარს ეს საქ­მე და ამა­ში ფულ­საც მიხ­დი­ან. ის სა­ხა­ლი­სოც არის და ინ­ტრი­გა­საც იწ­ვევს.

ნატა ჯა­ფა­რი­ძე ჯერ მხო­ლოდ 23 წლი­საა, თუმ­ცა საკ­მა­ოდ რთულ პრო­ფე­სი­ას შე­ე­ჭი­და. ის ერ­თა­დერ­თი სამ­თო-მაშ­ვე­ლი ქა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. "ტუ­რიზ­მის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი, სულ მი­ზი­დავ­და სამ­თო-მაშ­ვე­ლო­ბა. ჰაწ­ვალ­ზეც მინ­დო­და მე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ იქ უარი მი­თხრეს. შემ­დეგ თეთ­ნულ­დი გა­იხ­სნა, სა­დაც მაშ­ვე­ლებ­ზე კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და, პრაქ­ტი­კე­ბიც გა­ვი­ა­რე და სამ­თო-მაშ­ვე­ლი გავ­ხდი. ოფის­შიც ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ეს არ იყო ჩემი საქ­მე. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე, ვიყო იქ, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს ყოფ­ნა - მთა­ში და თან ხალ­ხს და­ვეხ­მა­რო" - აღ­ტა­ცე­ბით ყვე­ბა ნატა.

"ბა­ბუ­ა­ჩე­მი გივი ჯა­ფა­რი­ძე იყო ჩემი მწვრთნე­ლი და სულ მე­უბ­ნე­ბო­და, შენ რო­გორ ვერ აკე­თებ იმას, რაც ბიჭ­მა გა­ა­კე­თაო. შე­სა­ბა­მი­სად, სულ მქონ­და ის მო­მენ­ტი, გა­მე­კე­თე­ბი­ნა ის რა­საც ბიჭი აკე­თებ­და. დღემ­დე ეცი­ნე­ბათ, როცა გა­ი­გე­ბენ რომ მაშ­ვე­ლი ვარ, რად­გან კუნ­თე­ბი არ მაქვს. მე­უბ­ნე­ბი­ან, შენ რა უნდა მიშ­ვე­ლოო და არ სჯე­რათ. აქ სულ ბი­ჭე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ყვე­ლას­თან ვმე­გობ­რობ. კომ­ფურ­ტუ­ლია ჩემ­თვის მათ­თან მუ­შა­ო­ბა, რად­გან ბიჭი მე­გობ­რე­ბი უფრო მეტი მყავს, ვიდ­რე გოგო.

- რას ურ­ჩევთ ქა­ლებს, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა უნ­დათ?

- პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი თავი და­ა­ყე­ნონ წინ, სუსტ სქე­სად ნუ წარ­მო­იდ­გე­ნენ თავს. სწო­რედ აქ გჩაგ­რავს "ძლი­ე­რი სქე­სი". მთა­ვა­რია შენი ძალა ამო­იც­ნო და გჯე­რო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო| ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ქართველი ქალები, რომლებსაც მათი გამორჩეული პროფესიული საქმიანობის გამო უნდა იცნობდეთ

ქართველი ქალები, რომლებსაც მათი გამორჩეული პროფესიული საქმიანობის გამო უნდა იცნობდეთ

"სუსტი სქესი", "არაქალური საქმე", "ქალი ვიცი მე "კუხნაში" - სტერეოტიპული დამოკიდებულება ქალისადმი ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ბევრი ქალი საპირისპირო სქესისთვის საკუთარი სიძლიერის დამტკიცებას ცდილობს და ახერხებს კიდეც. ჩვენს ირგვლივ დღითიდღე მრავლდებიან ქალები, რომლებიც წარმატებულად მოღვაწეობენ პოლიტიკაში, ბიზნესში, მეცნიერებასა თუ სხვა "არაქალურ" სფეროებში. დღეს რამდენიმე ქალბატონს გაგაცნობთ, რომლებიც მამაკაცებზე არანაკლები წარმატებით ართმევენ თავს რთულ საქმეებს.

სოფიო კილაძე პოლიციის აკადემიის პრორექტორია.

მეორე კლასიდან იურისტობა უნდოდა, თუმცა მაინცდამაინც პოლიციაში მუშაობაზე არ უფიქრია. დიდი ხანი გერმანიაში ცხოვრობდა, "ჰაიდელბერგის" უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობდა "მაქსპლანკის" ინსტიტუტში, სასამართლოში უნდა გადასულიყო სამუშაოდ, თუმცა 2011 წელს შვებულებით საქართველოში დაბრუნდა და დარჩა. თვლის, რომ საპოლიციო სისტემა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სახელმწიფოსთვის, რომელიც მართლწესრიგის და უსაფრთხოების დამცველია ქვეყანაში. "სულ მინდოდა ჩემი განათლება ჩემი ხალხისთვის გამომეყენებინა და წვლილი შემეტანა ქვეყნის განვითარებაში", - გვეუბნება სოფო.

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი კულტურა ქალს არ აკნინებს. პირიქით პატივს სცემს. მაგალითისთვის შეგვიძლია თამარ მეფე გავიხსენოთ. ის რომ ქალი იყო, ამას მეფობისთვის ხელი არ შეუშლია. სტერეოტიპები პიროვნულ რწმენაზე არის დამოკიდებული. საქართველოში არასდროს არ დავჩაგრულვარ იმის გამო, რომ ვარ ქალი. საერთოდ არ მიჭირს ჩემს თანამშრომელ მამაკაცებთან მუშაობა. შეიძლება კაცსაც უჭირდეს და ქალსაც ხელმძღვანელობა. ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული. თუ ხარ სამართლიანი, ობიექტური და ცოტა მკაცრი, ეს არ გაგიჭირდება. ეს პიროვნული თვისებები ეხმარება ადამიანს, იყოს კარგი მენეჯერი და საქმე გააკეთოს"

- რა უნდა გააკეთოს ქალმა საქართველოში წარმატების მისაღწევად?

- ქალებს ვურჩევ მიიღონ კარგი განათლება. განათლების სისტემაზეც და თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული განათლების მიღება. პიროვნებამ თავის თავზე უნდა იმუშაოს. ჩემს მაგალითზე ვიტყვი, სწავლის პარალელურად ყოველთვის ბევრს ვკითხულობდი, ჭკვიან ადამიანებს ვესაუბრებოდი...განათლება არის იმის საფუძველი, რომ შენ გამოხვიდე საზოგადოებრივ ასპარეზზე. სახლში რომ იჯდე და შვილები აღზარდო, ამისთვისაც საჭიროა განათლება. ქალს ბავშვობიდან უნდა ჰქონდეს მიზანი, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანია გარშემო, ვისაც ოჯახი ურჩევს პროფესიას, უნდა იცოდე რა გინდა და ამისთვის საკუთარ თავზე მუშაობა და ხასიათის სიმტკიცეა საჭირო. თუ გაქვს მტკიცე ხასიათი და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეგიძლია, აუცილებლად მიაღწევ საწადელს. ასევე აუცილებელია შენი სურვილი არ აღემატებოდეს შენს შესაძლებლობებს, ნებისმიერი შრომა, რომელიც არის წესიერი და პატიოსანი, ქალს წარმატებულს ხდის. ასევე, სწორად უნდა შეფასდეს რაც გინდა, გაქვს თუ არა მისი შესაძლებლობა.

ანა გოდაბრელიძე ღვინის ეროვნული სააგენტოს, სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე და მეღვინეა. განათლება ევროპაში მიიღო, სადაც პრაქტიკების დროს, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა, მათ შორის, ვენახშიც. "თავიდანვე ძლიერი პროფესიებისკენ მიმიწევდა გული, იურისტობა მინდოდა, საბოლოოდ, მაინც მეღვინეობა გადავწყვიტე" - ამბობს ანა.

- თქვენი საქმით, შეცვალეთ თუ არა შეხედულება რომ "ღვინო მამაკაცების საქმეა"?

- თავიდან ნაკლებად ვფიქრობდი ამაზე. სტაჟირება უცხოეთში გავიარე, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი ხან ვენახში ხან კიდევ ქარხანაში. ჩემთვის მეღვინეობა ხელოვნებაა, შენ ქმნი ღვინოს, რომელსაც სხვები აკრიტიკებენ.

- რას ურჩევთ იმ ქალს, ვისაც უნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს?

- მგონი დღეს ნაკლებადაა ამ მხრივ პრობლემები. ქალსაც და კაცს ვურჩევ, უყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებს, მე მიყვარს ეს საქმე და ამაში ფულსაც მიხდიან. ის სახალისოც არის და ინტრიგასაც იწვევს.

ნატა ჯაფარიძე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა საკმაოდ რთულ პროფესიას შეეჭიდა. ის ერთადერთი სამთო-მაშველი ქალია საქართველოში. "ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სულ მიზიდავდა სამთო-მაშველობა. ჰაწვალზეც მინდოდა მემუშავა, მაგრამ იქ უარი მითხრეს. შემდეგ თეთნულდი გაიხსნა, სადაც მაშველებზე კონკურსი გამოცხადდა, პრაქტიკებიც გავიარე და სამთო-მაშველი გავხდი. ოფისშიც ვმუშაობდი, მაგრამ ეს არ იყო ჩემი საქმე. ამიტომაც გადავწყვიტე, ვიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად მიყვარს ყოფნა - მთაში და თან ხალხს დავეხმარო" - აღტაცებით ყვება ნატა.

"ბაბუაჩემი გივი ჯაფარიძე იყო ჩემი მწვრთნელი და სულ მეუბნებოდა, შენ როგორ ვერ აკეთებ იმას, რაც ბიჭმა გააკეთაო. შესაბამისად, სულ მქონდა ის მომენტი, გამეკეთებინა ის რასაც ბიჭი აკეთებდა. დღემდე ეცინებათ, როცა გაიგებენ რომ მაშველი ვარ, რადგან კუნთები არ მაქვს. მეუბნებიან, შენ რა უნდა მიშველოო და არ სჯერათ. აქ სულ ბიჭები მუშაობენ. ყველასთან ვმეგობრობ. კომფურტულია ჩემთვის მათთან მუშაობა, რადგან ბიჭი მეგობრები უფრო მეტი მყავს, ვიდრე გოგო.

- რას ურჩევთ ქალებს, რომლებსაც საკუთარი თავის პოვნა და წარმატების მიღწევა უნდათ?

- პირველ რიგში საკუთარი თავი დააყენონ წინ, სუსტ სქესად ნუ წარმოიდგენენ თავს. სწორედ აქ გჩაგრავს "ძლიერი სქესი". მთავარია შენი ძალა ამოიცნო და გჯეროდეს საკუთარი თავის.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო| ქართველი ქალები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია