პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლინიკები ფასს ბერავენ, დაზღვევას ფული აკლდება
კლინიკები ფასს ბერავენ, დაზღვევას ფული აკლდება

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მას, შე­საძ­ლოა, ფული წელ­საც და­აკ­ლდეს. იან­ვარ-თე­ბერ­ვლის მო­ნა­ცე­მე­ბით, პროგ­რა­მა კვლავ დე­ფი­ცი­ტუ­რია და ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­ხარ­ჯვა 7 მლნ ლარ­ზე მე­ტია. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, თუ ასე გაგ­რძელ­და, მთავ­რო­ბას წლის ბო­ლოს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის­თვის სა­ვა­რა­უ­დოდ, ისევ 100 მი­ლი­ო­ნის და­მა­ტე­ბა მო­უ­წევს.

ხარ­ჯე­ბის ზრდის მთა­ვარ მი­ზე­ზად სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არას­რულ მო­ნი­ტო­რინგს და მიზ­ნობ­რი­ო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. ზოგ­ჯერ კლი­ნი­კა პა­ცი­ენტს ფორ­მა #100-ში სხვა ნო­ზო­ლო­გი­ას უწერს, რე­ა­ლუ­რად კი სხვა ოპე­რა­ცი­ას აკე­თებს, რო­მე­ლიც უფრო იაფი ღირს. ასე­ვე ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში სულ 2 დღე იმ­ყო­ფე­ბა, დო­კუ­მენ­ტუ­რად კი 5-6 დღე ფორმ­დე­ბა.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მიერ დარ­ღვე­ვებ­ზე სა­უბ­რო­ბენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც. და­ვით სერ­გე­ენ­კოს მო­ად­გი­ლე ზაზა სოფ­რო­მა­ძე "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსთან" ადას­ტუ­რებს, რომ სა­მი­ნის­ტრო აპი­რებს კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­რა­მის ფი­ნან­სურ მხა­რეს, ამ ეტაპ­ზე ხარ­ჯვა გეგ­მის მი­ხედ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა, მი­უ­ხე­და­ვად ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის დე­ვალ­ვა­ცი­ი­სა, 2016 წელს არ გაძ­ვი­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა პროგ­რა­მის ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­ხარ­ჯვა 7 მლნ ლარ­ზე მეტს შე­ად­გენს. ამის მი­ზე­ზი კი, შე­საძ­ლოა, არას­წო­რად შევ­სე­ბუ­ლი ფორ­მა #100 და კლი­ნი­კე­ბის მიერ "გა­ბე­რი­ლი" ფასი იყოს.

სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კე­ბის მხრი­დან დარ­ღვე­ვე­ბი რომ არ­სე­ბობს, ამას თა­ვად რი­გი­თი პა­ცი­ენ­ტე­ბიც ხვდე­ბი­ან, თუმ­ცა ღიად სა­უ­ბარს ყვე­ლა გა­ურ­ბის. ჩვე­ნი ორი რეს­პონ­დენ­ტი დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბარს მხო­ლოდ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის სრუ­ლი დაც­ვის მი­ცე­მის შემ­დეგ დაგ­ვთან­ხმდა.

40 წლის გი­ორ­გი გ. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იწვა. ის რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე მი­ერ­თე­ბუ­ლი. სპე­ცი­ა­ლურ­მა მილ­მა, რო­მე­ლიც ასეთ დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, გი­ორ­გის ყელი და­უ­ზი­ა­ნა, ამი­ტომ გო­ნე­ბა­ზე მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ ეს ოპე­რა­ცია არ იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ფორ­მა #100-ში კლი­ნი­კამ სხვა ნო­ზო­ლო­გია ჩა­უ­წე­რა, რო­მე­ლიც მის რე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას ნამ­დვი­ლად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

"ამ ოპე­რა­ცი­ას სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა 70%-ით აფი­ნან­სებ­და, მე უნდა და­მე­მა­ტე­ბი­ნა 30%, მაგ­რამ ერთი თეთ­რის გა­დახ­დაც არ დამ­ჭირ­ვე­ბია, რად­გან სა­ხელ­მწი­ფომ იმა­ზე მეტი გა­და­რი­ცხა კლი­ნი­კა­ში, ვიდ­რე ეს ოპე­რა­ცია ღირ­და. მე კარ­გად ვარ, მაგ­რამ ცუ­დია, რომ ასე­თი რამ ხდე­ბა ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში", - გვი­თხრა გი­ორ­გიმ.

38 წლის ლელა ბ-ს გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, თუმ­ცა ექი­მებ­მა ის ბო­ლომ­დე არ და­ას­რუ­ლეს.

კლინიკები ფასს ბერავენ, დაზღვევას ფული აკლდება

კლინიკები ფასს ბერავენ, დაზღვევას ფული აკლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, შესაძლოა, ფული წელსაც დააკლდეს. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, პროგრამა კვლავ დეფიციტურია და ყოველთვიური გადახარჯვა 7 მლნ ლარზე მეტია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თუ ასე გაგრძელდა, მთავრობას წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვისთვის სავარაუდოდ, ისევ 100 მილიონის დამატება მოუწევს.

ხარჯების ზრდის მთავარ მიზეზად სპეციალისტები არასრულ მონიტორინგს და მიზნობრიობას ასახელებენ. ზოგჯერ კლინიკა პაციენტს ფორმა #100-ში სხვა ნოზოლოგიას უწერს, რეალურად კი სხვა ოპერაციას აკეთებს, რომელიც უფრო იაფი ღირს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტი კლინიკაში სულ 2 დღე იმყოფება, დოკუმენტურად კი 5-6 დღე ფორმდება.

საავადმყოფოების მიერ დარღვევებზე საუბრობენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. დავით სერგეენკოს მოადგილე ზაზა სოფრომაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ადასტურებს, რომ სამინისტრო აპირებს კონტროლის გამკაცრებას. რაც შეეხება პროგრამის ფინანსურ მხარეს, ამ ეტაპზე ხარჯვა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

საყოველთაო ჯანდაცვა, მიუხედავად ეროვნული ვალუტის დევალვაციისა, 2016 წელს არ გაძვირებულა, თუმცა პროგრამის ყოველთვიური გადახარჯვა 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, არასწორად შევსებული ფორმა #100 და კლინიკების მიერ "გაბერილი" ფასი იყოს.

სამედიცინო კლინიკების მხრიდან დარღვევები რომ არსებობს, ამას თავად რიგითი პაციენტებიც ხვდებიან, თუმცა ღიად საუბარს ყველა გაურბის. ჩვენი ორი რესპონდენტი დეტალებზე საუბარს მხოლოდ კონფიდენციალურობის სრული დაცვის მიცემის შემდეგ დაგვთანხმდა.

40 წლის გიორგი გ. დაახლოებით ერთი წლის წინ ერთ-ერთ კლინიკაში იწვა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული. სპეციალურმა მილმა, რომელიც ასეთ დროს გამოიყენება, გიორგის ყელი დაუზიანა, ამიტომ გონებაზე მოსვლიდან რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა. გიორგი ამბობს, რომ ეს ოპერაცია არ იყო ძალიან რთული და ძვირადღირებული, თუმცა ფორმა #100-ში კლინიკამ სხვა ნოზოლოგია ჩაუწერა, რომელიც მის რეალურ მდგომარეობას ნამდვილად არ შეესაბამებოდა.

"ამ ოპერაციას საყოველთაო ჯანდაცვა 70%-ით აფინანსებდა, მე უნდა დამემატებინა 30%, მაგრამ ერთი თეთრის გადახდაც არ დამჭირვებია, რადგან სახელმწიფომ იმაზე მეტი გადარიცხა კლინიკაში, ვიდრე ეს ოპერაცია ღირდა. მე კარგად ვარ, მაგრამ ცუდია, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენს სამედიცინო სფეროში", - გვითხრა გიორგიმ.

38 წლის ლელა ბ-ს გინეკოლოგიური პრობლემები ჰქონდა. დაახლოებით ერთი თვის წინ ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ექიმებმა ის ბოლომდე არ დაასრულეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია