კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

"ქალებო! გოგოებო! ლამაზებო და მშვენიერებო! ყოველდღე გვიყვარხართ!" - ბუკა პეტრიაშვილის სარვამარტო მილოცვა

"ქალებო! გოგოებო! ლამაზებო და მშვენიერებო! ყოველდღე გვიყვარხართ!" - ბუკა პეტრიაშვილის სარვამარტო მილოცვა

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ბუკა პეტრიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ქალებს 8 მარტს ულოცავს.

"ქალებო! გოგოებო! ლამაზებო და მშვენიერებო! ყოველდღე გვიყვარხართ! ყოველ დღეს გილოცავთ! ფეხზე დამდგარი თუ მუხლმოდრეკილი, მთელი გულით და გონებით გლოცავთ!", - წერს ბუკა პეტრიაშვილი.

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, ალექსი პეტრიაშვილი დილით ექიმებთან საბოლოო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც საავადმყოფოს დატოვებს.

ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს