კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეტრფოდნენ საყვარელ ქალებს საქართველოში - დიდი ქართველების "მთლად გადარეული" სიყვარულის ამბები
როგორ ეტრფოდნენ საყვარელ ქალებს საქართველოში - დიდი ქართველების "მთლად გადარეული" სიყვარულის ამბები

რო­გორ უყ­ვარ­დათ და რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ქარ­თველ კლა­სი­კო­სებს სა­კუ­თარ სატ­რფო­ებ­თან - ამა­ზე ყვე­ლა­ზე კარ­გად მათი სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლე­ბი გვი­ამ­ბო­ბენ...

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ოლღა გუ­რა­მიშ­ვილს

ილი­ას ჭავ­ჭა­ვა­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი - ივა­ნე პოლ­ტო­რაც­კი შეყ­ვა­რე­ბულ მწე­რალ­ზე წერ­და: "უკი­დუ­რე­სად გა­და­რე­უ­ლი იყო ჩვე­ნი ილია ოლ­ღას მშვე­ნე­ბით, მაგ­რამ მა­შინ ძლი­ერ ხელ­მოკ­ლე თა­ვა­დი, მას­თან მწე­რა­ლი და ლი­ბე­რა­ლი სა­სურ­ველ სა­სი­ძოდ ვერ ჩა­ით­ვლე­ბო­და. თა­ვის ტრფი­ალს მა­ლავ­და. ამის გამო ახალ­გაზ­რდა მიჯ­ნუ­რებს შო­რის სა­ი­დუმ­ლო მი­წერ-მო­წე­რა იყო. ილია მთლად გა­და­რე­უ­ლი იყო თვა­ლჭ­რე­ლა ოლ­ღა­სათ­ვის. მთე­ლი დღე და ღამე იმის გზას და კვალს ეძებ­და. თაყ­ვა­ნე­ბა და ერ­თგუ­ლე­ბა თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლი­სად­მი ოლ­ღას სიკ­ვდი­ლამ­დე არ შე­უც­ვლია".

ოლღა თა­დე­ოზ გუ­რა­მიშ­ვი­ლის, სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი დე­დოფ­ლის, მა­რი­ამ ცი­ციშ­ვი­ლის დე­დის ძმის­შვი­ლი და ერთ-ერთი მდი­და­რი ფე­ო­და­ლი გახ­ლდათ. თბი­ლი­სის ერთ არის­ტოკ­რა­ტულ ოჯახ­ში ხში­რად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ქა­ლა­ქის ლი­ტე­რა­ტუ­რის და ხე­ლოვ­ნე­ბის მიმ­დევ­რე­ბი. სწო­რედ იქ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი ოლ­ღამ და ილი­ამ. ოლ­ღას ნინო ორ­ბე­ლი­ა­ნის ხე­ლით ილი­ას­თვის წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნია, რა­საც პო­ეტ­მა ასე უპა­სუ­ხა: "მი­თხა­რით, - სად შეგ­ხვდეთ. დრო­ის გამო ნუ შე­წუხ­დე­ბით, დროს ყო­ველ­თვის მოვ­ნა­ხავ, ოღონდ, ერთი დღით ადრე მაც­ნო­ბეთ, ი.ჭ." (1863 წლის 16 იან­ვა­რი)

მო­რი­გი წე­რი­ლით ოლ­ღამ თა­ვის სახ­ლში და­ი­ბა­რა ილია, რა­ზეც ასე­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო: "მე მგო­ნია, ხი­ფათ­ში იგ­დებთ თავს, როცა პა­ე­მანს მი­ნიშ­ნავთ თქვენს სახ­ლში, სა­დაც ასი თვა­ლი გვით­ვალ­თვა­ლებს. მე ბევ­რი რა­მის, ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გამო მინ­და, გე­სა­უბ­როთ… ყვე­ლა­ფერს აჯო­ბებს შევ­ხვდეთ სად­მე სხვა­გან, თქვე­ნი სახ­ლი­სა­გან მო­შო­რე­ბით, მა­გა­ლი­თად ტა­ძარ­ში. მაგ­რამ რა საკ­ვირ­ვე­ლია, ნება თქვე­ნია. მიბ­რძა­ნეთ, რა­საც ინე­ბებთ, მე ყვე­ლა­ფერს შე­ვას­რუ­ლებ, ოღონდ, გთხოვ, ეს და­ი­მახ­სოვ­რეთ: არა­ვის არ უთხრათ არა­ფე­რი, არა­ვის ენ­დოთ, ადა­მი­ან­ნი ყო­ველ­თვის ბო­როტ­ნი არი­ან, ძნე­ლად თუ ვინ­მემ და­ფა­როს სა­ი­დუმ­ლო, მით უმე­ტეს, ისე­თი ში­ნა­არ­სი­სა, რო­გო­რიც თქვე­ნია. თქვე­ნი ილია".

ილი­ას წე­რი­ლი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ:

"გუ­შინ­დე­ლი დღე დი­დე­ბუ­ლი რამ იყო, მაგ­რამ უც­ნა­უ­რი ის არის, რა ბევ­რის თქმა გვინ­დო­და და რა ცოტა ვი­ლა­პა­რა­კეთ. რა იქ­ნე­ბა ერთხე­ლაც შევ­ხვდეთ? გინ­დაც შევ­ხვდეთ, ერ­თმა­ნეთს ალ­ბათ ისევ ვე­რა­ფერს ვე­ტყვით… მო­მი­ტე­ვე, თუ შე­გიძ­ლია. ჩემს მა­გივ­რად აკო­ცე შენ თავს".

"შენი ჭი­რი­მე ოლი­კო­ჯან, შე­მა­ტყო­ბი­ნე, რა გა­წუ­ხებს? სა­ტი­რა­ლი და სა­წუ­ხა­რი რა გვაქვს მე და შენ? შენ გე­თაყ­ვა­ნე, ყვე­ლა­ფე­რი მომ­წე­რე ამა­ღამ­ვე"...

"დიახ, ჩემო მე­გო­ბა­რო, მე და შენ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვართ ერთი სე­ნით - სიყ­ვა­რუ­ლით".

ცნო­ბი­ლია, რომ ილი­ას პი­რად ნივ­თებს შო­რის, წე­რი­ლებ­თან ერ­თად, ყუთ­ში ფერ­და­კარ­გუ­ლი ხმე­ლი ყვა­ვი­ლე­ბი ინა­ხე­ბო­და, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც ჭა­ბუკ ილი­ას სატ­რფოს­თვის უჩუ­ქე­ბია. მარ­თა­ლია ყვე­ლამ იცო­და მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, მაგ­რამ 1862 წლის 10 აპ­რილს წმინ­და სა­მე­ბის ტა­ძარ­ში მა­ინც ფა­რუ­ლად იქორ­წი­ნეს. "...ოლი­კო! თუმ­ცა დაგ­პირ­დი, რომ ხვალ წე­რილს არ მოგ­წერ-მეთ­ქი, მაგ­რამ ვერ მო­მით­მე­ნია, შე გიჟო! რა­ზედ გა­მა­გი­ჟე პა­ტი­ო­სა­ნი, დარ­ბა­ი­სე­ლი რექ­ტო­რი. მე ვინა და შუ­ა­ღა­მი­სას ქალ­თან წიგ­ნე­ბის წერა: ამა­ზედ არი ნათ­ქვა­მი გლე­ხუ­რი ან­და­ზა: "ნუ შეხ­ვალ, ნუ იბა­ნე­ბო, ნუ გა­მოხ­ვალ და ნუ თრთიო"...

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია რე­ბე­კა ვა­შა­ძი­სად­მი

"ასე ხდე­ბა ყველ­გან, საცა სიყ­ვა­რუ­ლი ად­ნობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის უკა­რებ ყი­ნულს, განა მე გე­უბ­ნე­ბი, გინ­და თუ არა ჩემი სამ­შობ­ლო შე­ნად გა­ი­ხა­დე-მეთ­ქი?! არა, ეგ უს­ტყვოდ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. შენ უნდა და­ამ­სხვრიო ყვე­ლა კერ­პე­ბი, თუკი ასე­თე­ბი შენ გყავს და ჩემ ღმერ­თზე უნდა ილო­ცო - სა­მა­გი­ე­როდ, მი­ი­ღე ჩემ­გან უს­პე­ტა­კე­სი სიყ­ვა­რუ­ლი, სა­მა­გი­ე­როდ, მი­ი­ღე ჩემ­გან ყვე­ლა­ფე­რი. მე ხომ შენი ერთი გა­ცი­ნე­ბა მირ­ჩევ­ნია ყვე­ლა მათ. მაგ­რამ და­მი­ჯე­რე, თუ ჩვენ ერთ ტა­ძარ­ში არ ვი­ლო­ცეთ, გული და­ი­ფერ­ფლე­ბა. ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი სუ­ლი­ე­რი მარ­ტო­ო­ბით იქ­ნე­ბა მო­ცუ­ლი. და უკე­თუ ეს ასე არ მომ­ხდა­რა, ეს იმის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია, რომ მე შენს თვალ­ში ფრი­ად მცი­რე ღირ­სე­ბა­თა მა­ტა­რე­ბე­ლი ვყო­ფილ­ვარ.

ღმერ­თო, რა ვქნა, ისე დავ­წე­რე, რომ ეგო­ნე­ბა ადა­მი­ანს, ეგ თავ­ნე­ბა ქმა­რი უკ­ვე­თავს ცოლს "თა­ვის მო­და­ზე" ია­როს. ოჰ, რევა, თუ მე გიყ­ვარ­დე, უსი­ტყვოდ გა­ი­გე ჩემი ტკი­ვი­ლი, ჩემო სულო, გლა­ხად არ მი­ი­ღო. გა­ფი­ცებ ჩვენ უან­გა­რო წმინ­და სიყ­ვა­რულს, გა­ი­გე ის, რაც ჩემს გულს აწუ­ხებს. აკი შენ ჩემი გეს­მო­და, ჩემო. რო­გორ და­ვი­ჯე­რო, გოგო, რომ ჩემი წყლუ­ლით შენ არ იყო და­კო­დი­ლი, რომ ჩემი ცოდ­ვე­ბი შენც არ გწ­ვავ­დეს მაგ გამ­ხდარ ლო­ყებს?" (ბერ­ლი­ნი)

გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე ოლია ოკუ­ჯა­ვას

"...შენი წე­რი­ლი მი­ვი­ღე და ძა­ლი­ან ვხა­რობ, ჩემო ოლოლ, რა სა­ჭი­როა დარ­დი და წუ­ხი­ლი? რა სა­ჭი­როა, რომ ყო­ველ წუთ­ში შავი ფიქ­რე­ბი გიტ­რი­ა­ლებ­დეს თავ­ში? უნდა ეცა­დო, რომ მწა­რე წუ­თე­ბი ტკბილ წუ­თე­ბად წარ­მო­იდ­გი­ნო, უნდა ჩაჰკლა მწუ­ხა­რე­ბა გულ­ში. ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე ისე ხან­მოკ­ლე და უდღე­უ­რია, რომ არა­ვი­თა­რი ფასი არ ექ­ნე­ბა მას, თუ ისე არ გა­ვა­ტა­რეთ, რო­გორც ჩვენ გსურს. ოლია, ნუ სწუ­ხარ და­კარ­გულ იმე­დებს და აუს­რუ­ლე­ბელ მიზ­ნებს - და­ი­ვი­წყე!..

* * *

...რო­გო­რი კი­ლო­თი მწერ უკა­ნაკ­სნელ წე­რილს? რამ გა­მო­იწ­ვია შენი აღელ­ვე­ბა? გრწამ­დეს, მიყ­ვარ­ხარ შენ ერთი და მხო­ლოდ შენ! ჭო­რებს ყურს ნუ უგ­დებ, ვი­საც რა უნდა, ისა სთქვას, …ამ წე­რილს საჩ­ქა­როდ ვწერ, ასე რომ, მინ­და, უკა­ნას­კნელ ფოს­ტას მო­უს­წროს. იყა­ვი კარ­გად, მე შენს მეტი არა­ვინ, არა­ვინ არ მიყ­ვარს"…

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ანას­ტა­სია ჯამ­ბა­კურ-ორ­ბე­ლი­ანს

"ჩემო მშვე­ნი­ე­რო, ჩემო კე­თი­ლო, ჩემო ლა­მა­ზო ან­გე­ლო­ზო, სტა­ზი­ა­ჯან! დღეს მე­სა­მე წე­რი­ლი მი­ვი­ღე შენ­გან. ჩემო იმე­დო, და­გი­კოც­ნი ხე­ლებს, რომ შენი წე­რი­ლე­ბით და­მამ­შვი­დე და ნა­თე­ლა­სი და შენი ამ­ბა­ვი შე­მა­ტყო­ბი­ნე. ჩემო გვრი­ტო, იმე­დი მაქვს, რომ შემ­დე­გაც გა­ა­ნე­ბივ­რებ შენს ვა­ნოს და ყო­ველ­თვის, როცა დრო გექ­ნე­ბა, თქვე­ნი აზ­რით გა­მა­ხა­რებ. თი­თო­ე­უ­ლი შენი წე­რი­ლი არ შე­მიძ­ლი­ან, რომ რამ­დენ­ჯერ­მე არ გა­და­ვი­კი­თხო ხოლ­მე. მინ­და, რომ შე­უ­წყვეტ­ლივ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს იგი და შენი ალერ­სი­ა­ნი ხმა ჩემს ყურს ატ­კბობ­დეს. სულ თქვენს სა­გო­ნე­ბელ­ში ვარ, სულ თქვენ­ზე ვფიქ­რობ და ვოც­ნე­ბობ იმ ნე­ტარ დღე­ზე, როცა თქვენ, ჩემო სი­ხა­რუ­ლო, აქ, ჩემ­თან მე­ყო­ლე­ბით" (1909 წელი)

* * *

"მე ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სკრი­პ­კას უკ­რავ. იცი, ჩემი მერ­ცხა­ლო, ნუ და­ა­ნე­ბებ მუ­სი­კას თავს ნურც რო­დის, თუ ისე და­ა­ნე­ბე, მა­შინ შენც სხვებს და­ემ­სგავ­სე­ბი, რო­მელ­ნიც უკ­რა­ვენ, უკ­რა­ვენ და ბო­ლოს მი­ა­ტო­ვე­ბენ ხოლ­მე. მე ხომ არ გე­უბ­ნე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი გა­მარ­თე-მეთ­ქი, არა, მე მინ­და, მხო­ლოდ, რომ ამ მშვე­ნი­ერ ხე­ლოვ­ნე­ბას თავი არ და­ა­ნე­ბო,… მე ვერ შევ­ძე­ლი მუ­სი­კის დამ­თავ­რე­ბა. მე ბედ­ნე­რი ვარ, რომ შენ ჩემი თვა­ლის ჩინი, ჩემი საყ­ვა­რე­ლი სტა­ზია ამ ზე­ცი­ურ ხე­ლოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. თით­ქოს მე ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დე, იმი­ტომ რომ მე და შენ გა­ნუყ­რელ­ნი ვართ, ერთს არ­სე­ბას წარ­მო­ვად­გენთ, ძლი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი და გუ­ლი­თა­დი მე­გობ­რო­ბა გვა­ერ­თებს ჩვენ, მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, როცა შენ უკ­რავ ხოლ­მე იმი­ტომ, რომ რა­საც არ უნდა უკ­რავ­დე შენ, მე ვიცი, რომ სიყ­ვა­რუ­ლი, ჩვე­ნი მხურ­ვა­ლე სიყ­ვა­რუ­ლი მო­იმ­კის ხოლ­მე".

"ერთი კვი­რა წე­რი­ლის მო­უს­ვლე­ლო­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ფე­რია, სხვე­ბი, რო­გორც ვხე­დავ, ახალ­ჯვარ­და­წე­რი­ლი ცოლ-ქმარ­ნიც კი ერ­თი­ერ­თმა­ნეთს ორ კვი­რა­ში ერთხელ უგ­ზავ­ნი­ან წე­რი­ლებს! მაგ­რამ, რა ვქნა, ჩემო გუ­ლის სატ­რფოვ, რომ ჩვენ ასე გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვართ და ათი წლის სიყ­ვა­რუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ტრფო­ბის ალით არის მო­ცუ­ლი წი­ნან­დე­ბუ­რად ჩვე­ნი არ­სე­ბა. სტა­ზი­ა­ჯან, იმე­დი მაქვს, რომ შენი მშვე­ნი­ე­რი ვი­ო­ლი­ნო ტფი­ლის­ში ჩა­მო­ი­ტა­ნე და თან­და­თან მის დაკ­ვრას გა­ნა­ახ­ლებ ჩემ გუ­ლის­თვის მა­ინც. შენ ხომ კარ­გად იცი, რა ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, რომ ეს ჩემი ნატ­ვრა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო".

აკა­კი წე­რე­თე­ლი ტასო მა­ჩა­ბელს

აკა­კი წე­რეთ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა მე­უღ­ლეს­თან, ნა­ტა­ლია ბა­ზი­ლევ­სკა­ი­ას­თან პო­ე­ტის­თვის ტრა­გე­დია გახ­ლდათ. პე­ტერ­ბურ­გში აღ­ზრდილ­მა ქალ­მა, სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა ვერ შეძ­ლო, აკა­კი სხვი­ტორ­ში მი­ა­ტო­ვა და ერ­თა­დერთ ვაჟ­თან, ალექ­სის­თან ერ­თად, პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და. მარ­ტოდ­მარ­ტო მცხოვ­რე­ბი მწერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ივა­ნე მა­ჩაბ­ლის ოჯახ­მა და­ი­კა­ვა. ასე რომ, ცნო­ბი­ლია მა­ჩაბ­ლის მე­უღ­ლე - ტა­სოს­თან აკა­კის მე­გობ­რო­ბა და მის­და­მი მი­ძღვნი­ლი სატ­რფი­ა­ლო წე­რი­ლე­ბი და ლექ­სე­ბი...

"20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე შენ მიყ­ვარ­დი ისე­თის აღ­ტა­ცე­ბი­თა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით, რო­გო­რიც შე­საძ­ლოა მხო­ლოდ რჩე­უ­ლი­სათ­ვის. გეტ­რფო­დი სრუ­ლის არ­სე­ბით. უშე­ნოდ ქვე­ყა­ნა ვე­ღარ წარ­მო­მედ­გი­ნა. დიდ­ხანს ვი­ნა­ხავ­დი სა­ი­დუმ­ლოდ, რო­გორც წმინ­და ლოც­ვას. ეს წე­რი­ლიც ჩემი სუ­ლის და ხორ­ცის გაყ­რაა. თურ­მე, ჩემი არამ­კი­თხე მის­წრა­ფე­ბით სა­სა­ცი­ლო ვყო­ფილ­ვარ და თა­ნაგ­რძნო­ბის ნაც­ვლად, თქვე­ნი მხრი­დან გულ­გრი­ლო­ბა გა­მო­მიწ­ვე­ვია. მა­პა­ტი­ვეთ... ნათ­ქვა­მია, ვი­საც ბევ­რად უყ­ვარს, ბევ­რიც ეპა­ტი­ე­ბაო. მა­პა­ტი­ვეთ დღე­ი­დან მკვდარს და თვით მკვდა­რად მი­გუ­ლეთ, რომ ჩემ­მა სახ­სე­ნე­ბელ­მაც კი ჩრდი­ლი არ მი­ა­ყე­ნოს თქვენს ნა­თელ­მო­სილ ნე­ტა­რე­ბას. მშვი­დო­ბით, სა­მა­რად­ჟა­მოდ".

ტასო გაბ­რაზ­და და მას­თან კავ­ში­რი გა­წყვი­ტა, თუმ­ცა დრო­ე­ბით... მერე მიხ­ვდა, რომ ისეთ დიდ ადა­მი­ანს, რო­გო­რიც აკა­კი წე­რე­თე­ლია, ბევ­რი რამ ეპა­ტი­ე­ბა და ისევ შე­მოტ­რი­ალ­და... სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე აკა­კის რძლის, მა­რი­ამ ცი­ციშ­ვი­ლის მო­გო­ნე­ბა: "ჩემი აზ­რით, აკა­კის სამი რამე უყ­ვარ­და ქვე­ყა­ნა­ზე. ეს იყო მისი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ანი­ჩკა ნი­კო­ლა­ძე, ნიცა წე­რე­თე­ლი და ტასო მა­ჩა­ბე­ლი, მაგ­რამ მისი უპირ­ვე­ლე­სი სატ­რფო სამ­შობ­ლო იყო".

ტასო მე­უღ­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ აღარ გა­თხო­ვი­ლა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და, ხოლო აკა­კის­თან მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბო­ლომ­დე წმინ­და მე­გობ­რუ­ლი გახ­ლდათ.

AMBEBI.GE-სთვის მომზა­და ლალი ფა­ცი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

როგორ ეტრფოდნენ საყვარელ ქალებს საქართველოში - დიდი ქართველების "მთლად გადარეული" სიყვარულის ამბები

როგორ ეტრფოდნენ საყვარელ ქალებს საქართველოში - დიდი ქართველების "მთლად გადარეული" სიყვარულის ამბები

როგორ უყვარდათ და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ კლასიკოსებს საკუთარ სატრფოებთან - ამაზე ყველაზე კარგად მათი სასიყვარულო წერილები გვიამბობენ...

ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს

ილიას ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი - ივანე პოლტორაცკი შეყვარებულ მწერალზე წერდა: "უკიდურესად გადარეული იყო ჩვენი ილია ოლღას მშვენებით, მაგრამ მაშინ ძლიერ ხელმოკლე თავადი, მასთან მწერალი და ლიბერალი სასურველ სასიძოდ ვერ ჩაითვლებოდა. თავის ტრფიალს მალავდა. ამის გამო ახალგაზრდა მიჯნურებს შორის საიდუმლო მიწერ-მოწერა იყო. ილია მთლად გადარეული იყო თვალჭრელა ოლღასათვის. მთელი დღე და ღამე იმის გზას და კვალს ეძებდა. თაყვანება და ერთგულება თავისი საყვარელი მეუღლისადმი ოლღას სიკვდილამდე არ შეუცვლია".

ოლღა თადეოზ გურამიშვილის, საქართველოს უკანასკნელი დედოფლის, მარიამ ციციშვილის დედის ძმისშვილი და ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალი გახლდათ. თბილისის ერთ არისტოკრატულ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ქალაქის ლიტერატურის და ხელოვნების მიმდევრები. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი ოლღამ და ილიამ. ოლღას ნინო ორბელიანის ხელით ილიასთვის წერილი გაუგზავნია, რასაც პოეტმა ასე უპასუხა: "მითხარით, - სად შეგხვდეთ. დროის გამო ნუ შეწუხდებით, დროს ყოველთვის მოვნახავ, ოღონდ, ერთი დღით ადრე მაცნობეთ, ი.ჭ." (1863 წლის 16 იანვარი)

მორიგი წერილით ოლღამ თავის სახლში დაიბარა ილია, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: "მე მგონია, ხიფათში იგდებთ თავს, როცა პაემანს მინიშნავთ თქვენს სახლში, სადაც ასი თვალი გვითვალთვალებს. მე ბევრი რამის, ძალიან ბევრი რამის გამო მინდა, გესაუბროთ… ყველაფერს აჯობებს შევხვდეთ სადმე სხვაგან, თქვენი სახლისაგან მოშორებით, მაგალითად ტაძარში. მაგრამ რა საკვირველია, ნება თქვენია. მიბრძანეთ, რასაც ინებებთ, მე ყველაფერს შევასრულებ, ოღონდ, გთხოვ, ეს დაიმახსოვრეთ: არავის არ უთხრათ არაფერი, არავის ენდოთ, ადამიანნი ყოველთვის ბოროტნი არიან, ძნელად თუ ვინმემ დაფაროს საიდუმლო, მით უმეტეს, ისეთი შინაარსისა, როგორიც თქვენია. თქვენი ილია".

ილიას წერილი შეხვედრის შესახებ:

"გუშინდელი დღე დიდებული რამ იყო, მაგრამ უცნაური ის არის, რა ბევრის თქმა გვინდოდა და რა ცოტა ვილაპარაკეთ. რა იქნება ერთხელაც შევხვდეთ? გინდაც შევხვდეთ, ერთმანეთს ალბათ ისევ ვერაფერს ვეტყვით… მომიტევე, თუ შეგიძლია. ჩემს მაგივრად აკოცე შენ თავს".

"შენი ჭირიმე ოლიკოჯან, შემატყობინე, რა გაწუხებს? სატირალი და საწუხარი რა გვაქვს მე და შენ? შენ გეთაყვანე, ყველაფერი მომწერე ამაღამვე"...

"დიახ, ჩემო მეგობარო, მე და შენ დაავადებული ვართ ერთი სენით - სიყვარულით".

ცნობილია, რომ ილიას პირად ნივთებს შორის, წერილებთან ერთად, ყუთში ფერდაკარგული ხმელი ყვავილები ინახებოდა, რომლებიც ოდესღაც ჭაბუკ ილიას სატრფოსთვის უჩუქებია. მართალია ყველამ იცოდა მათი სიყვარულის ამბავი, მაგრამ 1862 წლის 10 აპრილს წმინდა სამების ტაძარში მაინც ფარულად იქორწინეს. "...ოლიკო! თუმცა დაგპირდი, რომ ხვალ წერილს არ მოგწერ-მეთქი, მაგრამ ვერ მომითმენია, შე გიჟო! რაზედ გამაგიჟე პატიოსანი, დარბაისელი რექტორი. მე ვინა და შუაღამისას ქალთან წიგნების წერა: ამაზედ არი ნათქვამი გლეხური ანდაზა: "ნუ შეხვალ, ნუ იბანებო, ნუ გამოხვალ და ნუ თრთიო"...

კონსტანტინე გამსახურდია რებეკა ვაშაძისადმი

"ასე ხდება ყველგან, საცა სიყვარული ადნობს ინდივიდუალობის უკარებ ყინულს, განა მე გეუბნები, გინდა თუ არა ჩემი სამშობლო შენად გაიხადე-მეთქი?! არა, ეგ უსტყვოდ უნდა მომხდარიყო. შენ უნდა დაამსხვრიო ყველა კერპები, თუკი ასეთები შენ გყავს და ჩემ ღმერთზე უნდა ილოცო - სამაგიეროდ, მიიღე ჩემგან უსპეტაკესი სიყვარული, სამაგიეროდ, მიიღე ჩემგან ყველაფერი. მე ხომ შენი ერთი გაცინება მირჩევნია ყველა მათ. მაგრამ დამიჯერე, თუ ჩვენ ერთ ტაძარში არ ვილოცეთ, გული დაიფერფლება. ყოველი ჩვენგანი სულიერი მარტოობით იქნება მოცული. და უკეთუ ეს ასე არ მომხდარა, ეს იმის მომასწავებელია, რომ მე შენს თვალში ფრიად მცირე ღირსებათა მატარებელი ვყოფილვარ.

ღმერთო, რა ვქნა, ისე დავწერე, რომ ეგონება ადამიანს, ეგ თავნება ქმარი უკვეთავს ცოლს "თავის მოდაზე" იაროს. ოჰ, რევა, თუ მე გიყვარდე, უსიტყვოდ გაიგე ჩემი ტკივილი, ჩემო სულო, გლახად არ მიიღო. გაფიცებ ჩვენ უანგარო წმინდა სიყვარულს, გაიგე ის, რაც ჩემს გულს აწუხებს. აკი შენ ჩემი გესმოდა, ჩემო. როგორ დავიჯერო, გოგო, რომ ჩემი წყლულით შენ არ იყო დაკოდილი, რომ ჩემი ცოდვები შენც არ გწვავდეს მაგ გამხდარ ლოყებს?" (ბერლინი)

გალაკტიონ ტაბიძე ოლია ოკუჯავას

"...შენი წერილი მივიღე და ძალიან ვხარობ, ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი? რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში? უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებად წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გსურს. ოლია, ნუ სწუხარ დაკარგულ იმედებს და აუსრულებელ მიზნებს - დაივიწყე!..

* * *

...როგორი კილოთი მწერ უკანაკსნელ წერილს? რამ გამოიწვია შენი აღელვება? გრწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ! ჭორებს ყურს ნუ უგდებ, ვისაც რა უნდა, ისა სთქვას, …ამ წერილს საჩქაროდ ვწერ, ასე რომ, მინდა, უკანასკნელ ფოსტას მოუსწროს. იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ, არავინ არ მიყვარს"…

ივანე ჯავახიშვილი ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანს

"ჩემო მშვენიერო, ჩემო კეთილო, ჩემო ლამაზო ანგელოზო, სტაზიაჯან! დღეს მესამე წერილი მივიღე შენგან. ჩემო იმედო, დაგიკოცნი ხელებს, რომ შენი წერილებით დამამშვიდე და ნათელასი და შენი ამბავი შემატყობინე. ჩემო გვრიტო, იმედი მაქვს, რომ შემდეგაც გაანებივრებ შენს ვანოს და ყოველთვის, როცა დრო გექნება, თქვენი აზრით გამახარებ. თითოეული შენი წერილი არ შემიძლიან, რომ რამდენჯერმე არ გადავიკითხო ხოლმე. მინდა, რომ შეუწყვეტლივ მიმდინარეობდეს იგი და შენი ალერსიანი ხმა ჩემს ყურს ატკბობდეს. სულ თქვენს საგონებელში ვარ, სულ თქვენზე ვფიქრობ და ვოცნებობ იმ ნეტარ დღეზე, როცა თქვენ, ჩემო სიხარულო, აქ, ჩემთან მეყოლებით" (1909 წელი)

* * *

"მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სკრიპკას უკრავ. იცი, ჩემი მერცხალო, ნუ დაანებებ მუსიკას თავს ნურც როდის, თუ ისე დაანებე, მაშინ შენც სხვებს დაემსგავსები, რომელნიც უკრავენ, უკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმე. მე ხომ არ გეუბნები, კონცერტები გამართე-მეთქი, არა, მე მინდა, მხოლოდ, რომ ამ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო,… მე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრება. მე ბედნერი ვარ, რომ შენ ჩემი თვალის ჩინი, ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურება. თითქოს მე ვემსახურებოდე, იმიტომ რომ მე და შენ განუყრელნი ვართ, ერთს არსებას წარმოვადგენთ, ძლიერი სიყვარული და გულითადი მეგობრობა გვაერთებს ჩვენ, მე ბედნიერი ვარ, როცა შენ უკრავ ხოლმე იმიტომ, რომ რასაც არ უნდა უკრავდე შენ, მე ვიცი, რომ სიყვარული, ჩვენი მხურვალე სიყვარული მოიმკის ხოლმე".

"ერთი კვირა წერილის მოუსვლელობა, რასაკვირველია, არაფერია, სხვები, როგორც ვხედავ, ახალჯვარდაწერილი ცოლ-ქმარნიც კი ერთიერთმანეთს ორ კვირაში ერთხელ უგზავნიან წერილებს! მაგრამ, რა ვქნა, ჩემო გულის სატრფოვ, რომ ჩვენ ასე განებივრებული ვართ და ათი წლის სიყვარულის მიუხედავად, ტრფობის ალით არის მოცული წინანდებურად ჩვენი არსება. სტაზიაჯან, იმედი მაქვს, რომ შენი მშვენიერი ვიოლინო ტფილისში ჩამოიტანე და თანდათან მის დაკვრას განაახლებ ჩემ გულისთვის მაინც. შენ ხომ კარგად იცი, რა ბედნიერი ვიქნები, რომ ეს ჩემი ნატვრა განახორციელო".

აკაკი წერეთელი ტასო მაჩაბელს

აკაკი წერეთლის ურთიერთობა მეუღლესთან, ნატალია ბაზილევსკაიასთან პოეტისთვის ტრაგედია გახლდათ. პეტერბურგში აღზრდილმა ქალმა, სოფელში ცხოვრება ვერ შეძლო, აკაკი სხვიტორში მიატოვა და ერთადერთ ვაჟთან, ალექსისთან ერთად, პეტერბურგში დაბრუნდა. მარტოდმარტო მცხოვრები მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ივანე მაჩაბლის ოჯახმა დაიკავა. ასე რომ, ცნობილია მაჩაბლის მეუღლე - ტასოსთან აკაკის მეგობრობა და მისდამი მიძღვნილი სატრფიალო წერილები და ლექსები...

"20 წლის განმავლობაში მე შენ მიყვარდი ისეთის აღტაცებითა და აღფრთოვანებით, როგორიც შესაძლოა მხოლოდ რჩეულისათვის. გეტრფოდი სრულის არსებით. უშენოდ ქვეყანა ვეღარ წარმომედგინა. დიდხანს ვინახავდი საიდუმლოდ, როგორც წმინდა ლოცვას. ეს წერილიც ჩემი სულის და ხორცის გაყრაა. თურმე, ჩემი არამკითხე მისწრაფებით სასაცილო ვყოფილვარ და თანაგრძნობის ნაცვლად, თქვენი მხრიდან გულგრილობა გამომიწვევია. მაპატივეთ... ნათქვამია, ვისაც ბევრად უყვარს, ბევრიც ეპატიებაო. მაპატივეთ დღეიდან მკვდარს და თვით მკვდარად მიგულეთ, რომ ჩემმა სახსენებელმაც კი ჩრდილი არ მიაყენოს თქვენს ნათელმოსილ ნეტარებას. მშვიდობით, სამარადჟამოდ".

ტასო გაბრაზდა და მასთან კავშირი გაწყვიტა, თუმცა დროებით... მერე მიხვდა, რომ ისეთ დიდ ადამიანს, როგორიც აკაკი წერეთელია, ბევრი რამ ეპატიება და ისევ შემოტრიალდა... საინტერესოა ასევე აკაკის რძლის, მარიამ ციციშვილის მოგონება: "ჩემი აზრით, აკაკის სამი რამე უყვარდა ქვეყანაზე. ეს იყო მისი პირველი სიყვარული ანიჩკა ნიკოლაძე, ნიცა წერეთელი და ტასო მაჩაბელი, მაგრამ მისი უპირველესი სატრფო სამშობლო იყო".

ტასო მეუღლის დაკარგვის შემდეგ აღარ გათხოვილა, საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, ხოლო აკაკისთან მისი დამოკიდებულება, როგორც ამბობენ, ბოლომდე წმინდა მეგობრული გახლდათ.

AMBEBI.GE-სთვის მომზადა ლალი ფაციამ

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს