პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის პირი, რომელიც შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა - სპეცოპერაციის დეტალები
ვინ არის პირი, რომელიც შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა - სპეცოპერაციის დეტალები

ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი, რო­მე­ლიც შსს-მ დღეს და­ა­კა­ვა ლე­ვან მექ­ვა­ბიშ­ვი­ლია. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რია" ავ­რცე­ლებს.

სა­მარ­თალ­ცამ­ცვე­ლებ­მა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი ბორ­ჯომ­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 06:00 სა­ათ­ზე და­ა­კა­ვეს. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, პირი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, ბორ­ჯომ­ში მა­მის მე­გო­ბარ­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

"დი­ლის 06:00 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, მო­ვი­და სპეც­რაზ­მი. არ ვიცი რა ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ მათ, სახ­ლს აკონ­ტრო­ლებ­დნენ. ამო­ვიდ­ნენ და გვკი­თხეს ერთი პი­როვ­ნე­ბის გვა­რი, რო­მე­ლიც აქ ქი­რით ცხოვ­რობს. რო­გორც შემ­დეგ გა­ვი­გე, ამ პი­როვ­ნე­ბას­თან იყო ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რად მე­გობ­რის შვი­ლი, რო­მელ­საც რა­ღაც და­ნა­შა­უ­ლი ჰქო­ნია ჩა­დე­ნი­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეს ადა­მი­ა­ნი წა­იყ­ვა­ნეს. მეტი არა­ფე­რი არ ვი­ცით", - ამ­ბობს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ლე­ვან მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი წარ­სულ­ში ორ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვია. 2011 წელს ის ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად ლომ­ბარ­დებ­სა და სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რებს ძარ­ცვავ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­კეთ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა, თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე წლის 26 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე, წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ასე­ვე იხი­ლეთ: ვინ და­ეს­ხა თავს ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილს - შსს და­კა­ვე­ბუ­ლის შე­სა­ხებ პირ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს

ეკა მიშ­ვე­ლა­ძის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ზე

ვინ არის პირი, რომელიც შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა - სპეცოპერაციის დეტალები

ვინ არის პირი, რომელიც შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა - სპეცოპერაციის დეტალები

ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებული პირი, რომელიც შსს-მ დღეს დააკავა ლევან მექვაბიშვილია. ინფორმაციას ტელეკომპანია "იბერია" ავრცელებს.

სამართალცამცველებმა მექვაბიშვილი ბორჯომში სპეცოპერაციის შედეგად გუშინ, დაახლოებით დილის 06:00 საათზე დააკავეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, პირი, რომელიც პოლიციამ დააკავა, ბორჯომში მამის მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა.

"დილის 06:00 საათი იქნებოდა, მოვიდა სპეცრაზმი. არ ვიცი რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ, სახლს აკონტროლებდნენ. ამოვიდნენ და გვკითხეს ერთი პიროვნების გვარი, რომელიც აქ ქირით ცხოვრობს. როგორც შემდეგ გავიგე, ამ პიროვნებასთან იყო ჩამოსული სტუმრად მეგობრის შვილი, რომელსაც რაღაც დანაშაული ჰქონია ჩადენილი. სამართალდამცველებმა ეს ადამიანი წაიყვანეს. მეტი არაფერი არ ვიცით", - ამბობს სპეცოპერაციის ერთ-ერთი თვითმხილველი მამაკაცი.

ცნობილი ხდება, რომ ლევან მექვაბიშვილი წარსულში ორჯერ ნასამართლევია. 2011 წელს ის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მექვაბიშვილი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ლომბარდებსა და სავალუტო ჯიხურებს ძარცვავდა.

იხილეთ ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა.

ასევე იხილეთ: ვინ დაესხა თავს ალექსი პეტრიაშვილს - შსს დაკავებულის შესახებ პირველ ინფორმაციას ავრცელებს

ეკა მიშველაძის პირველი კომენტარი შსს-ს განცხადებაზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ