ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში აპრილში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მუსიკალური შოუ X ფაქტორი აიღებს სტარტს. შესარჩევი კონკურსი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს დაიწყო.
კონკურსში მონაწილეობის სურვილი, როგორც გასულ წლებში ისე წელსაც, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა. როგორც ცნობილია, მონაწილეებს შორის იქნებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
წლევანდელი ჟიურის შემადგენლობაში 4 მენტორი იქნება.
სოფო ნიჟარაძის, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას ჟიურიში არსებობის შესახებ დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი. თუმცა შოუს შემქმნელები ამ დრომდე მეოთხე მენტორის ვინაობას არ ამხელდნენ. ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ ჟიურის მეოთხე წევრი მომღერალი ნინა სუბლატი იქნება.