ვინ დაესხა თავს ალექსი პეტრიაშვილს - შსს დაკავებულის შესახებ პირველ ინფორმაციას ავრცელებს

ვინ დაესხა თავს ალექსი პეტრიაშვილს - შსს დაკავებულის შესახებ პირველ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღინიშნა, სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე 1975 წელს დაბადებული ლევან მ. ბორჯომში დააკავეს. როგორც შსს-ში აღნიშნეს, ლევან მ.-ს თანამზრახველის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურების და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეომა სტაბილურია. ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში დაკითხეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ