სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიო იწვის ომის ცეცხლში. მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს"- ლელა კაკულია
"მსოფლიო იწვის ომის ცეცხლში. მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს"- ლელა კაკულია

ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის, ლელა კა­კუ­ლი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე რუ­სეთ-ირა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა წლე­ბის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი­დან ამო­ნა­რი­დე­ბი ქვეყ­ნდე­ბა:

"ჩვენ ჯერ კი­დევ 2007 წელს გა­ვა­მახ­ვი­ლეთ ყუ­რა­დღე­ბა თე­მა­ზე, რო­მე­ლიც ახლა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. სწო­რედ მა­შინ, 9 წლის წინ მო­ა­წე­რა ხელი რუ­სეთ­მა ირან­თან 800 მლნ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კონ­ტრაქტს С-300ПМУ-1 სის­ტე­მის სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტე­ბის ხუთი დი­ვი­ზი­ო­ნის მი­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე. ამ გა­რი­გე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას 2010 წელს ირან­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ე­როს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბულ­მა რე­ზო­ლუ­ცი­ამ შე­უ­შა­ლა ხელი. გა­ე­რომ ამ რე­ზო­ლუ­ცი­ით ვეტო და­ა­დო ირა­ნის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღის გა­და­ცე­მას და რუ­სეთ­სა და ირანს შო­რის სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კურ სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­ჩერ­და. სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად რუ­სულ-ირა­ნუ­ლი კონ­ტრაქ­ტი С-300-ის მი­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე გა­ბა­თილ­და.

სულ ახ­ლა­ხან კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რუ­სეთ­მა და ირან­მა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აღად­გი­ნეს. უფრო მე­ტიც, თე­ი­რან­მა უკვე გა­და­უგ­ზავ­ნა მოს­კოვს იმ ია­რა­ღის ნუს­ხა, რომ­ლის შე­ძე­ნაც სურს. სა­უ­ბა­რია 8 მლრდ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მძლავრ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა­ზე.

ირა­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჰო­სე­ინ დე­ჰა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სუ­ლი С-300-ების პირ­ველ პარ­ტი­ას ირა­ნი 2016 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში მი­ი­ღებს.

რო­გორც ხე­დავთ, 1993 წელს წარ­მოთ­ქმუ­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთ მო­მენ­ტში შე­ყოვ­ნდა, ახლა უკვე ას­რუ­ლე­ბის ფა­ზა­შია. რა მოჰ­ყვე­ბა ამ გა­რი­გე­ბას და რას უქა­დის ეს კონ­კრე­ტუ­ლად რუ­სეთს, ამის შე­სა­ხებ ქარ­თველ­მა წი­ნას­წარ­მე­ტყველ­მა სა­კუ­თა­რი ჩა­ნა­წე­რე­ბით რამ­დენ­ჯერ­მე გვამ­ცნო. ქვე­მოთ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ია­რა­ღის მი­ყიდ­ვის თე­მას უკავ­შირ­დე­ბა.

1993 წელი, 20 აპ­რი­ლი, სამ­შა­ბა­თი.

რუ­სე­თი თა­ვის ტექ­ნი­კას მუს­ლი­მებ­ზე ყი­დის ოქ­რო­ზე; არა ბუ­ტა­ფო­რი­ას, არა­მედ ნამ­დვილ ია­რაღს…

ირა­ნი მყარ კონ­ტაქ­ტებს და­ამ­ყა­რებს "ესენ­გეს" მუს­ლი­მებ­თან. იქ შექ­მნის სამ­ხედ­რო ბა­ზებს, სა­ი­და­ნაც და­არ­ტყამს რუ­სეთს.

მსოფ­ლიო იწ­ვის ომის ცე­ცხლში. მუს­ლი­მე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს.

1993 წელი, 5 აგ­ვის­ტო, დღის 12 სა­ა­თი, კო­ჯო­რი.

რუ­სე­ბი სა­ერ­თოდ სან­დო­ნი არ არი­ან და სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე (რა­ზეც ამე­რი­კა თვალს ხუ­ჭავს), ვხე­დავ, პა­სუხს აგე­ბენ. მაგ­რამ, რო­გორც 1992 წელს ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე, რუ­სე­თი­სა და მუს­ლი­მუ­რი ქვეყ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამო (რუ­სე­თი რომ ხელს უწყობს მუს­ლი­მებს), ღმერ­თი დას­ჯის რუ­სებს და დიდ დარ­ტყმას ისი­ნი ზუს­ტად მუს­ლი­მე­ბის­გან მი­ი­ღე­ბენ.

2002 წელი, 31 იან­ვა­რი.

ვხე­დავ, მუს­ლი­მე­ბი, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვინც კი არი­ან, ერ­თი­ან­დე­ბი­ან. ძლი­ე­რი ცე­ცხლი ინ­თე­ბა და­ღეს­ტან­ში და მთე­ლი კავ­კა­სია აღ­სდგე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ…

მუს­ლი­მე­ბის სა­ი­დუმ­ლო შეკ­რე­ბებს ვხე­დავ. ძა­ლი­ან ავ­ფო­რი­აქ­დი. ათი წლის წინ და­ვი­ნა­ხე და ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე ეს და ას­რულ­დე­ბა ყო­ვე­ლი­ვე...

მუს­ლი­მე­ბი რუ­სეთ­ში შეჭ­რის გეგ­მას ად­გე­ნენ - კავ­კა­სი­ის მუს­ლი­მე­ბი, შუა აზი­ის მუს­ლი­მე­ბი.

2008 წელი, 1 ნო­ემ­ბე­რი, თბი­ლი­სი.

რუ­სე­ბის აგ­რე­სია პიკს აღ­წევს. ამ აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას არც ირა­ნი და არც თურ­ქე­თი არ აპა­ტი­ებს და სა­ერ­თოდ, რუ­სებს ბრალს დას­დე­ბენ მუს­ლი­მე­ბის გე­ნო­ციდ­ში. დიახ, ირა­ნი პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­დებს ამას. რუ­სე­თი ძა­ლი­ან რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ანუ ჩიხ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. აზი­ა­ში რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა, ვხე­დავ, სა­ბო­ლო­ოდ და­სა­მარ­დე­ბა.

2013 წელი, 24 მარ­ტი, თბი­ლი­სი.

თუ რუ­სეთ­მა სწო­რი პო­ლი­ტი­კა არ გა­ა­ტა­რა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­თან და გან­სა­კუთ­რე­ბით, ირან­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სე­თი ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­დე­ბა…

2013 წელი, 29 სექ­ტემ­ბე­რი, ურე­კი.

ირა­ნის სა­კი­თხი ძა­ლი­ან წა­მო­ი­წევს. რუ­სე­თი აქაც ერე­ვა და მისი მო­კავ­ში­რე ჩი­ნე­თიც ჩაბ­მუ­ლია. რა თქმა უნდა, რუ­სე­თი ჩი­ნეთს იყე­ნებს, მაგ­რამ ამ ალი­ან­სის­გან, ვხე­დავ, მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­ვა. თვი­თონ მუს­ლი­მუ­რი სამ­ყა­რო არ ენ­დო­ბა რუ­სეთს.

2014 წელი, 20 იან­ვა­რი.

და­ძა­ბუ­ლო­ბა მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში უკვე კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევს. იწყე­ბა დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით ამე­რი­კა იაქ­ტი­უ­რებს, ვი­ნა­ი­დან რუ­სუ­ლი ავან­ტუ­რის­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კა მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს აყე­ნებს რო­გორც ევ­რო­პას, ისე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს. რა თქმა უნდა, რუ­სე­თი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას ცდი­ლობს, მაგ­რამ ამ­ხე­ლა იმ­პე­რია ვერც ხვდე­ბა, რომ იმ ტოტს იჭ­რის, რო­მელ­ზეც ზის. რუ­სე­თი ალი­ან­სშია ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან, რი­თაც ხელს უწყობს არე­უ­ლო­ბებს და ცე­ცხლი­თა და მახ­ვი­ლით უმ­ყა­რებს პო­ზი­ცი­ას იმ რა­დი­კალ მუს­ლი­მებს, რომ­ლე­ბიც მო­მარ­თუ­ლი არი­ან ომის­თვის. მა­გა­ლი­თად, ირა­ნის ბირ­თვულ ამ­ბი­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა ძა­ლი­ან სა­ში­შია არა მხო­ლოდ და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის, არა­მედ, უპირ­ვე­ლე­სად, სწო­რედ რუ­სე­თის­თვის".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"მსოფლიო იწვის ომის ცეცხლში. მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს"- ლელა კაკულია

"მსოფლიო იწვის ომის ცეცხლში. მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს"- ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე რუსეთ-ირანის ურთიერთობის შესახებ სხვადასხვა წლების წინასწარმეტყველებებიდან ამონარიდები ქვეყნდება:

"ჩვენ ჯერ კიდევ 2007 წელს გავამახვილეთ ყურადღება თემაზე, რომელიც ახლა კვლავ აქტუალური გახდა. სწორედ მაშინ, 9 წლის წინ მოაწერა ხელი რუსეთმა ირანთან 800 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტს С-300ПМУ-1 სისტემის საზენიტო რაკეტების ხუთი დივიზიონის მიყიდვის თაობაზე. ამ გარიგების განხორციელებას 2010 წელს ირანთან დაკავშირებით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებულმა რეზოლუციამ შეუშალა ხელი. გაერომ ამ რეზოლუციით ვეტო დაადო ირანისთვის თანამედროვე იარაღის გადაცემას და რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა შეჩერდა. სანქციების შედეგად რუსულ-ირანული კონტრაქტი С-300-ის მიყიდვის თაობაზე გაბათილდა.

სულ ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა და ირანმა სამხედრო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვაზე მოლაპარაკებები აღადგინეს. უფრო მეტიც, თეირანმა უკვე გადაუგზავნა მოსკოვს იმ იარაღის ნუსხა, რომლის შეძენაც სურს. საუბარია 8 მლრდ დოლარის ღირებულების მძლავრ სამხედრო ტექნიკაზე.

ირანის თავდაცვის მინისტრის, ჰოსეინ დეჰანის განცხადებით, მოლაპარაკების თანახმად, რუსული С-300-ების პირველ პარტიას ირანი 2016 წლის პირველ კვარტალში მიიღებს.

როგორც ხედავთ, 1993 წელს წარმოთქმული წინასწარმეტყველება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მომენტში შეყოვნდა, ახლა უკვე ასრულების ფაზაშია. რა მოჰყვება ამ გარიგებას და რას უქადის ეს კონკრეტულად რუსეთს, ამის შესახებ ქართველმა წინასწარმეტყველმა საკუთარი ჩანაწერებით რამდენჯერმე გვამცნო. ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე წინასწარმეტყველებას შემოგთავაზებთ, რომლებიც უშუალოდ იარაღის მიყიდვის თემას უკავშირდება.

1993 წელი, 20 აპრილი, სამშაბათი.

რუსეთი თავის ტექნიკას მუსლიმებზე ყიდის ოქროზე; არა ბუტაფორიას, არამედ ნამდვილ იარაღს…

ირანი მყარ კონტაქტებს დაამყარებს "ესენგეს" მუსლიმებთან. იქ შექმნის სამხედრო ბაზებს, საიდანაც დაარტყამს რუსეთს.

მსოფლიო იწვის ომის ცეცხლში. მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი.

რუსები საერთოდ სანდონი არ არიან და საკუთარ ქმედებებზე (რაზეც ამერიკა თვალს ხუჭავს), ვხედავ, პასუხს აგებენ. მაგრამ, როგორც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რუსეთისა და მუსლიმური ქვეყნების ურთიერთობების გამო (რუსეთი რომ ხელს უწყობს მუსლიმებს), ღმერთი დასჯის რუსებს და დიდ დარტყმას ისინი ზუსტად მუსლიმებისგან მიიღებენ.

2002 წელი, 31 იანვარი.

ვხედავ, მუსლიმები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვინც კი არიან, ერთიანდებიან. ძლიერი ცეცხლი ინთება დაღესტანში და მთელი კავკასია აღსდგება რუსეთის წინააღმდეგ…

მუსლიმების საიდუმლო შეკრებებს ვხედავ. ძალიან ავფორიაქდი. ათი წლის წინ დავინახე და ვიწინასწარმეტყველე ეს და ასრულდება ყოველივე...

მუსლიმები რუსეთში შეჭრის გეგმას ადგენენ - კავკასიის მუსლიმები, შუა აზიის მუსლიმები.

2008 წელი, 1 ნოემბერი, თბილისი.

რუსების აგრესია პიკს აღწევს. ამ აგრესიული პოლიტიკის გატარებას არც ირანი და არც თურქეთი არ აპატიებს და საერთოდ, რუსებს ბრალს დასდებენ მუსლიმების გენოციდში. დიახ, ირანი პირდაპირ განაცხადებს ამას. რუსეთი ძალიან რთულ სიტუაციაში, ანუ ჩიხში აღმოჩნდება. აზიაში რუსული პოლიტიკა, ვხედავ, საბოლოოდ დასამარდება.

2013 წელი, 24 მარტი, თბილისი.

თუ რუსეთმა სწორი პოლიტიკა არ გაატარა ახლო აღმოსავლეთთან და განსაკუთრებით, ირანთან დაკავშირებით, რუსეთი ყველაზე მეტად დაზარალდება…

2013 წელი, 29 სექტემბერი, ურეკი.

ირანის საკითხი ძალიან წამოიწევს. რუსეთი აქაც ერევა და მისი მოკავშირე ჩინეთიც ჩაბმულია. რა თქმა უნდა, რუსეთი ჩინეთს იყენებს, მაგრამ ამ ალიანსისგან, ვხედავ, მაინც არაფერი გამოვა. თვითონ მუსლიმური სამყარო არ ენდობა რუსეთს.

2014 წელი, 20 იანვარი.

დაძაბულობა მსოფლიო პოლიტიკაში უკვე კულმინაციას აღწევს. იწყება დიდი პოლიტიკური დებატები. განსაკუთრებით ამერიკა იაქტიურებს, ვინაიდან რუსული ავანტურისტული პოლიტიკა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც ევროპას, ისე შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, რუსეთი თავისი პოლიტიკის გატარებას ცდილობს, მაგრამ ამხელა იმპერია ვერც ხვდება, რომ იმ ტოტს იჭრის, რომელზეც ზის. რუსეთი ალიანსშია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რითაც ხელს უწყობს არეულობებს და ცეცხლითა და მახვილით უმყარებს პოზიციას იმ რადიკალ მუსლიმებს, რომლებიც მომართული არიან ომისთვის. მაგალითად, ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა ძალიან საშიშია არა მხოლოდ დანარჩენი მსოფლიოსთვის, არამედ, უპირველესად, სწორედ რუსეთისთვის".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს