ონლაინ-სესხების გამცემი საკრედიტო ორგანიზაციები საზოგადოებისთვის დიდი ხანია "თავის ტკივილად" იქცა, როგორც ონლაინ სესხების გამცემი ვებ-გვერდები იუწყებიან, მათი გაცემული პირველი კრედიტი უპროცენტოა და ამ ფაქტის რეკლამირებას აქტიურად ახდენენ, თუმცა მეორედ და მესამედ აღებული სესხების საპოცენტო განაკვეთებზე არაფერს საუბრობენ.
ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებელზე მოკლევადიან მცირე სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველე გასცემენ, რომლის დამტკიცებასაც 15 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება. სესხის ასაღებად ერთადერთი მოთხოვნა კლიენტის ასაკია. საკრედიტო ორგანიზაციები კლიენტის მინიმალურ ასაკად 20-21 წელს ასახელებენ განაგრძეთ კითხვა