სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნონას ზურგზე ჰქონია 29 ჭრილობა, ბავშვს - 17" - რას ყვება ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ნათესავი სასტიკ მკვლელობაზე
"ნონას ზურგზე ჰქონია 29 ჭრილობა, ბავშვს - 17" - რას ყვება ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ნათესავი სასტიკ მკვლელობაზე

ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში 22 თე­ბერ­ვალს მომ­ხდარ­მა სას­ტიკ­მა და­ნა­შა­ულ­მა სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. 44 წლის ნონა რო­მა­ნა­ძე 3 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან მა­რი­ამ­თან ერ­თად სა­კუ­თარ სახ­ლში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ტა­რა მა­რი­ა­მი ჯერ და­ნით მოკ­ლეს, მერე იმ ოთახს წა­უ­კი­დეს ცე­ცხლი, სა­დაც ბავ­შვი იყო. მაშ­ვე­ლებ­მა სა­ძი­ნებ­ლი­დან 3 წლის გო­გო­ნას დამ­წვა­რი ცხე­და­რი­ გა­მო­ას­ვე­ნეს და მას ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და ასე­ვე 44 წლის ნონა რო­მა­ნა­ძეს, რო­მელ­საც სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა ყელ­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცხედ­რე­ბი სო­ფელ ქა­ქუთ­ში, ბი­ძის ოჯახ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, იქ, სა­დაც ნონა გა­ი­ზარ­და.

"პრა­იმ­ტა­იმ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, ნონა რო­მა­ნა­ძის ქმრის ნა­თე­სა­ვი და ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ნატო ჯი­ქი­ძე მკვლე­ლო­ბის სას­ტიკ, აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებს ყვე­ბა: ოთა­რის­გან (ნონა რო­მა­ნა­ძის მე­უღ­ლე) ვიცი, პო­ლი­ცი­ა­ში უთხრეს, რომ ნო­ნას ზურ­გზე ჰქო­ნია 29 ჭრი­ლო­ბა, ბავ­შვს კი - 17... თუ მკვლელ­მა ამ­დე­ნი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ნო­ნას და ბავ­შვს, აუ­ცი­ლებ­ლად და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ეჭვი აქვთ, რომ მან სა­კუ­თა­რი ტან­საც­მე­ლი დაწ­ვა ად­გილ­ზე, სის­ხლი­ა­ნი რომ არ გა­მო­სუ­ლი­ყო გა­რეთ. ამი­ტო­მაც გა­ა­ჩი­ნა სახ­ლში ცე­ცხლი. ოთა­რი ეჭ­ვობს, რომ თუ ქა­ლია მკვლე­ლი, ნო­ნას ტან­საც­მლით გა­მო­ვი­დო­და, თუ კაცი - ჩემი ტან­საც­მლი­თო...

- ხომ შე­იძ­ლე­ბა მკვლელ­მა პირ­და­პირ ბავ­შვის ლო­გინს წა­უ­კი­და ცე­ცხლი კვა­ლის და­სა­ფა­რად, თა­ნაც კვამ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ძაღ­ლიც ვერ აი­ღებ­და სუნს...

- მერე შიშ­ვე­ლი ხომ არ გა­მო­ვი­დო­და? თუ სა­ერ­თოდ გა­მო­სუ­ლია იქი­დან... იმა­საც ვეჭ­ვობთ, რომ სხვენ­ში იმა­ლე­ბო­და და სხვე­ნის გავ­ლით იმ არე­უ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე სა­დარ­ბა­ზო­და­ნაც იყოს ჩა­მო­სუ­ლი.

- ორი ადა­მი­ა­ნი ისეა მოკ­ლუ­ლი, რომ ერ­თსაც არ წა­მო­უ­კივ­ლია?..

- ვა­ზაა იქ გა­ტე­ხი­ლი. ნო­ნას თავ­ზე აქვს და­ზი­ა­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, ჯერ ვაზა ჩა­არ­ტყა თავ­ში... ნონა სუს­ტი გოგო იყო. ბავ­შვი რომ წა­იქ­ცე­ო­და, მე მე­ძახ­და, ნატო, მი­დიო, თვი­თონ ვერ ეკა­რე­ბო­და... არ იყო მებ­რძო­ლი გოგო. იქ სახ­ლში სკა­მი გა­და­ტე­ხი­ლია. სა­ზურ­გი­ა­ნი... ოთა­რი ეჭ­ვობს, ალ­ბათ, იმ ვა­ზამ არ გა­თი­შა და მერე სკა­მი გა­და­ამ­ტვრი­ე­სო... ყვე­ლა ძვა­ლი დამ­ტვრე­უ­ლი ჰქო­ნია სა­წყალს.

მა­რი­ამ ნა­დი­რა­ძე

გა­ზე­თი "პრა­იმ ტა­ი­მი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ნონას ზურგზე ჰქონია 29 ჭრილობა, ბავშვს - 17" - რას ყვება ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ნათესავი სასტიკ მკვლელობაზე

"ნონას ზურგზე ჰქონია 29 ჭრილობა, ბავშვს - 17" - რას ყვება ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ნათესავი სასტიკ მკვლელობაზე

ზემო ფონიჭალაში 22 თებერვალს მომხდარმა სასტიკმა დანაშაულმა საქართველო შეძრა. 44 წლის ნონა რომანაძე 3 წლის ქალიშვილთან მარიამთან ერთად საკუთარ სახლში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, პატარა მარიამი ჯერ დანით მოკლეს, მერე იმ ოთახს წაუკიდეს ცეცხლი, სადაც ბავშვი იყო. მაშველებმა საძინებლიდან 3 წლის გოგონას დამწვარი ცხედარი­ გამოასვენეს და მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზა ჩაუტარდა ასევე 44 წლის ნონა რომანაძეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა ყელში ჰქონდა მიყენებული. მოგვიანებით ცხედრები სოფელ ქაქუთში, ბიძის ოჯახში გადაასვენეს, იქ, სადაც ნონა გაიზარდა.

"პრაიმტაიმთან" ინტერვიუში, ნონა რომანაძის ქმრის ნათესავი და ოჯახის ახლობელი ნატო ჯიქიძე მკვლელობის სასტიკ, აქამდე უცნობ დეტალებს ყვება: ოთარისგან (ნონა რომანაძის მეუღლე) ვიცი, პოლიციაში უთხრეს, რომ ნონას ზურგზე ჰქონია 29 ჭრილობა, ბავშვს კი - 17... თუ მკვლელმა ამდენი ჭრილობა მიაყენა ნონას და ბავშვს, აუცილებლად დასისხლიანებული იქნებოდა. ეჭვი აქვთ, რომ მან საკუთარი ტანსაცმელი დაწვა ადგილზე, სისხლიანი რომ არ გამოსულიყო გარეთ. ამიტომაც გააჩინა სახლში ცეცხლი. ოთარი ეჭვობს, რომ თუ ქალია მკვლელი, ნონას ტანსაცმლით გამოვიდოდა, თუ კაცი - ჩემი ტანსაცმლითო...

- ხომ შეიძლება მკვლელმა პირდაპირ ბავშვის ლოგინს წაუკიდა ცეცხლი კვალის დასაფარად, თანაც კვამლის შემთხვევაში, ძაღლიც ვერ აიღებდა სუნს...

- მერე შიშველი ხომ არ გამოვიდოდა? თუ საერთოდ გამოსულია იქიდან... იმასაც ვეჭვობთ, რომ სხვენში იმალებოდა და სხვენის გავლით იმ არეულობაში შეიძლება მეორე სადარბაზოდანაც იყოს ჩამოსული.

- ორი ადამიანი ისეა მოკლული, რომ ერთსაც არ წამოუკივლია?..

- ვაზაა იქ გატეხილი. ნონას თავზე აქვს დაზიანება. როგორც ჩანს, ჯერ ვაზა ჩაარტყა თავში... ნონა სუსტი გოგო იყო. ბავშვი რომ წაიქცეოდა, მე მეძახდა, ნატო, მიდიო, თვითონ ვერ ეკარებოდა... არ იყო მებრძოლი გოგო. იქ სახლში სკამი გადატეხილია. საზურგიანი... ოთარი ეჭვობს, ალბათ, იმ ვაზამ არ გათიშა და მერე სკამი გადაამტვრიესო... ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონია საწყალს.

მარიამ ნადირაძე

გაზეთი "პრაიმ ტაიმი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ