მოდელის კარიერაში ტანსაცმლის ვერ მორგება ყველაზე ნაკლებად სასურველია პოდიუმზე გამოსვლისას. გასულ ღამეს ინგლისელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი თავისი მოდელის საშველად ავიდა პოდიუმზე, როდესაც გოგონას ტანსაცმელს შესაკრავი გაეხსნა და მკერდი მოუშიშვლდა.
74 წლის მოდის გურუმ ვერ მოითმინა პარიზის მოდის კვირეულზე მოდელის მკერდის მოშიშვლების სცენის ხილვა და მის გადასარჩენად გაემართა. ბრიტანელმა დიზაინერმა მოდელს უჩვენა, როგორ გამოესწორებინა პრობლემა. ტანსაცმლის გასწორების პროცესში სიცილს ვერცერთი ვერ იკავებდა. მოგვიანებით, ჩვენების დასრულებისას ვივიენი კვლავ ავიდა პოდიუმზე თავის საქმიან პარტნიორთან და მეუღლესთან ანდრეას კრონთალერთან ერთად ოვაციების მისაღებად.
მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით