მეცნიერები მომდევნო 35 წლის განმავლობაში კლიმატური ცვლილებების გამო, საკვები პროდუქტების რაოდენობის შემცირებას პროგნოზირებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Lancet-ი წერს.
მკვლევარების ინფორმაციით, საკვები პროდუქტების დეფიციტი იმდენად საგრძნობი იქნება, რომ 2050 წლისათვის შიმშილისგან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპება.