ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი დღეს, 7 მარტს კალიფორნიაში, საკუთარ სახლში 94 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
მისი 52 წლიანი ქორწინება რონალდ რეიგანთან მიჩნეულია ამერიკის პრეზიდენტთა ისტორიაში ყველაზე დიდ სასიყვარულო ურთიერთობად. 1981-1989 წლებში ნენსი რეიგანი ამერიკის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი პირველი ლედი იყო. თავიდან მას აკრიტიკებდნენ თეთრი სახლის ძვირადღირებული განახლებისთვის, მაგრამ მოგვიანებით ის ყველასთვის საყვარელ ადამიანად იქცა.
ნენსი რეიგანს ქმრის გვერდით დაკრძალავენ კალიფორნიაში, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, ნენსი რეიგანმა პირველი ლედის მისია "თავიდან ჩამოაყალიბა".
მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით.