პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არა გაზპრომს" - როგორ ჩატარდა ცოცხალი ჯაჭვის აქცია თბილისში
"არა გაზპრომს" - როგორ ჩატარდა ცოცხალი ჯაჭვის აქცია თბილისში

"არა გა­ზპ­რომს" - ამ ლო­ზუნ­გით თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვის აქ­ცია გა­ი­მარ­თა. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ელ­ჩოს ყო­ფილ შე­ნო­ბას­თან აქ­ტი­ვის­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ე.წ. ცო­ცხალ ჯაჭვში მდგომ მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­ტა­ნი­ლი ჰქონ­დათ ბა­ნე­რე­ბი და ლურ­ჯი ბუშ­ტე­ბი, წარ­წე­რით "არა, გა­ზპ­რომს".

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი შე­აგ­რო­ვე­ბენ პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რებს, რის შემ­დე­გაც ხელ­მო­წე­რილ პე­ტი­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტა­ცი­ა­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ. პე­ტი­ცი­ის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა, ისე­ვე, რო­გორც დღე­ვან­დე­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის, არის "არა გა­ზპ­რომს".

ცო­ცხა­ლი ჭაჯ­ვის აქ­ცია გა­ი­მარ­თა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თა­ნაც. კან­ცე­ლა­რი­ას­თან შე­იკ­რიბ­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წევ­რე­ბი და ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვინც "გა­ზპ­რომ­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აპ­რო­ტეს­ტებს. მათ მი­ტა­ნი­ლი ჰქონ­დათ პლა­კა­ტე­ბი, წარ­წე­რით: "წადი "გა­ზპ­რომ", "არა "გა­ზპ­რომს", "წაГазпромდი!" და სხვ.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, დღე­ვან­დე­ლი აქ­ცი­ის მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და არც ერთი მთავ­რო­ბა არ შე­ე­ცა­დოს სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სულ გაზ­ზე გა­დარ­თვას. "მე ჩემს შვილ­თან ერ­თად მო­ვე­დი ამ აქ­ცი­ა­ზე. "არა გა­ზპ­რომს" იმი­ტომ, რომ "გა­ზპ­რო­მი" არის ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ია­რა­ღი სხვა ქვეყ­ნებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის­თვის. მთე­ლი ევ­რო­კავ­ში­რი და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო ცდი­ლობს და­შორ­დეს ამ კომ­პა­ნი­ას და სა­მარ­ცხვი­ნოა, რომ ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ­თან რა­ი­მე ტი­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს. პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მიღ­წე­უ­ლია, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­თან გაგ­რძე­ლე­ბუ­ლია შე­თან­ხმე­ბა, თუმ­ცა ვიკ­რი­ბე­ბით იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არც ერთ მთავ­რო­ბას არ მო­უნ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სულ გაზ­ზე გა­დარ­თვა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ცო­ცხალ ჯაჭვს შე­უ­ერ­თდნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბი: "ცუ­დია ამის ახ­სნა რომ გვი­წევს მას შემ­დეგ რაც გა­მო­ვი­ა­რეთ, თუნ­დაც მა­შინ რო­დე­საც გაზს გვი­თი­შავ­დნენ. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი, ეს არ არის მხო­ლოდ კომ­პა­ნია" - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აჩი­კო გუ­ლე­დან­მა.

გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლის თქმით: "მე ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ის პე­რი­ო­დი, ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი, სი­ცი­ვე­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი, ქუ­ჩა­ში ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბი. მე არ მინ­და ჩემ­მა შვილ­მაც ნა­ხოს იგი­ვე, რაც მე ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს".

"ყვე­ლა ხვდე­ბა იმას, რომ გა­ზპ­რო­მის შე­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნიშ­ნავს, რუ­სეთ­მა მარ­თოს პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოგ­ვა­შო­რონ და­სავ­ლურ ორ­ბი­ტას. ამი­ტომ ყვე­ლა ერ­თად უნდა შე­ვიკ­რათ და არა ვუ­თხრათ გა­ზპ­რომს" - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას ია ფა­რუ­ლა­ვამ.

"ხან გაზი გვაკ­ლია, ხან გვაქვს, ხან მო­ე­წე­რა ხელი რა­ღაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, ხან არ მო­ე­წე­რა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც არ შე­იძ­ლე­ბა ენდო გა­ზპ­რომს, ჩე­მის აზ­რით ამ ეტაპ­ზე ისე­ვე არ შე­იძ­ლე­ბა ენდო კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბებს" - გია ჭან­ტუ­რია.

"არა გაზპრომს" - როგორ ჩატარდა ცოცხალი ჯაჭვის აქცია თბილისში

"არა გაზპრომს" - როგორ ჩატარდა ცოცხალი ჯაჭვის აქცია თბილისში

"არა გაზპრომს" - ამ ლოზუნგით თბილისში რამდენიმე ადგილას ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა. რუსეთის ფედერაციის საელჩოს ყოფილ შენობასთან აქტივისტების ორგანიზებას თავად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ახორციელებდნენ. ე.წ. ცოცხალ ჯაჭვში მდგომ მოქალაქეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები და ლურჯი ბუშტები, წარწერით "არა, გაზპრომს".

აქციის მონაწილეებმა განცხადებით, ისინი შეაგროვებენ პეტიციაზე ხელმოწერებს, რის შემდეგაც ხელმოწერილ პეტიციას მთავრობის ადმინისტაციაში ჩააბარებენ. პეტიციის მთავარი მოთხოვნა, ისევე, როგორც დღევანდელი საპროტესტო აქციის, არის "არა გაზპრომს".

ცოცხალი ჭაჯვის აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთანაც. კანცელარიასთან შეიკრიბნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, "თავისუფალი ზონის" წევრები და ის მოქალაქეები, ვინც "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აპროტესტებს. მათ მიტანილი ჰქონდათ პლაკატები, წარწერით: "წადი "გაზპრომ", "არა "გაზპრომს", "წაГазпромდი!" და სხვ.

როგორც ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა, დღევანდელი აქციის მიზანია, საქართველოს არც ერთი ხელისუფლება და არც ერთი მთავრობა არ შეეცადოს საქართველოს რუსულ გაზზე გადართვას. "მე ჩემს შვილთან ერთად მოვედი ამ აქციაზე. "არა გაზპრომს" იმიტომ, რომ "გაზპრომი" არის ტოტალიტარული რუსეთის ყველაზე მძლავრი იარაღი სხვა ქვეყნებზე ზეგავლენის მოხდენისთვის. მთელი ევროკავშირი და ცივილიზებული სამყარო ცდილობს დაშორდეს ამ კომპანიას და სამარცხვინოა, რომ ქართული ხელისუფლება მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს აწარმოებს. პირველი გამარჯვება მიღწეულია, რომ აზერბაიჯანთან გაგრძელებულია შეთანხმება, თუმცა ვიკრიბებით იმიტომ, რომ საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ მთავრობას არ მოუნდეს საქართველოს რუსულ გაზზე გადართვა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცოცხალ ჯაჭვს შეუერთდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მომღერლები მსახიობები: "ცუდია ამის ახსნა რომ გვიწევს მას შემდეგ რაც გამოვიარეთ, თუნდაც მაშინ როდესაც გაზს გვითიშავდნენ. ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ეს არ არის მხოლოდ კომპანია" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აჩიკო გულედანმა.

გიორგი უშიკიშვილის თქმით: "მე ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი, ჩაბნელებული, სიცივეში მყოფი ადამიანები, ქუჩაში ცეცხლმოკიდებული საბურავები. მე არ მინდა ჩემმა შვილმაც ნახოს იგივე, რაც მე ძალიან კარგად მახსოვს".

"ყველა ხვდება იმას, რომ გაზპრომის შემოსვლა საქართველოში ნიშნავს, რუსეთმა მართოს პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და საბოლოოდ ჩამოგვაშორონ დასავლურ ორბიტას. ამიტომ ყველა ერთად უნდა შევიკრათ და არა ვუთხრათ გაზპრომს" - აღნიშნა საუბრისას ია ფარულავამ.

"ხან გაზი გვაკლია, ხან გვაქვს, ხან მოეწერა ხელი რაღაც ხელშეკრულებას, ხან არ მოეწერა. აქედან გამომდინარე, ნდობა არ შეიძლება. როგორც არ შეიძლება ენდო გაზპრომს, ჩემის აზრით ამ ეტაპზე ისევე არ შეიძლება ენდო კალაძის განცხადებებს" - გია ჭანტურია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია