რუსულ ინტერნეტსივრცეში ნახვებს აგროვებს ვიდეო, რომელზეც საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი გამოსვლაა ასახული. ვიდეომ ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება იმ მიზეზით მიიპყრო, რომ მასზე მიხეილ სააკაშვილს საუბრისას ენა ებმის.
ოდესის გუბერნატორმა რამდენიმე წამის განმავლობაში ფრაზის межведомственная комиссия-ს წარმოთქმა ვერ შეძლო, რამაც მის გვერდით მჯდომ მარია გაიდარსაც კი მოჰგვარა ღიმილი.