სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი უნდა იყოს ქრისტიანული საკურთხი და როდის აღინიშნება მიცვალებულთა დღეები
როგორი უნდა იყოს ქრისტიანული საკურთხი და როდის აღინიშნება მიცვალებულთა დღეები

არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, სა­დაც მიც­ვა­ლე­ბულ­თა ხსოვ­ნას არ აფა­სე­ბენ. ქარ­თვე­ლე­ბი საფ­ლა­ვებ­საც მო­წი­წე­ბით ვუვ­ლით და გარ­დაც­ვლილ­თა ხსე­ნე­ბის დღე­ე­ბიც წე­სე­ბის დაც­ვით გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ. თუმ­ცა ყვე­ლამ არ იცის, რო­გორ მი­ა­გოს პა­ტი­ვი გარ­დაც­ვლილს და რო­გორ აღ­ნიშ­ნოს მიც­ვა­ლე­ბულ­თა დღე, რო­დის მო­ამ­ზა­დოს კორ­კო­ტი და რო­გო­რი უნდა იყოს სა­კურ­თხი? გვე­სა­უბ­რე­ბა წმინ­და ამ­ბრო­სი აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის მა­გის­ტრი, წმინ­და ამ­ბრო­სი აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მღვდელ-მო­ნა­ზო­ნი ან­დრია (სა­რია):

- მიც­ვა­ლე­ბულ­თა მოხ­სე­ნი­ე­ბის­თვის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­წე­სე­ბუ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი. რო­მე­ლია ეს დღე­ე­ბი და რა­ტომ და­წეს­და?

- ყვე­ლა მიც­ვა­ლე­ბულს არ ჰყავს მომხსე­ნე­ბე­ლი. რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბის შემ­დგომ იშ­ლე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბი­დან წი­ნა­პარ­თა სა­ხე­ლე­ბი. ამი­ტომ ეკ­ლე­სი­ამ IV სა­უ­კუ­ნი­დან და­ა­წე­სა სა­გან­გე­ბო დღე­ე­ბი მოხ­სე­ნი­ე­ბი­სა. მო­ცი­ქულ­თა გარ­და­მო­ცე­მა მტკი­ცედ და­იც­ვეს მათ­მა მო­წა­ფე­ებ­მა, ხოლო წმინ­და საბა გან­წმენ­დილ­მა კი V სა­უ­კუ­ნე­ში სა­გან­გე­ბო მსა­ხუ­რე­ბა შექ­მნა მათ­და­მი მი­ძღვნი­ლი. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ხსე­ნე­ბის დღე­ე­ბი მოძ­რა­ვია და აღ­დგო­მის თა­რიღ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­და­რი გა­მო­ი­ყე­ნოთ, სა­დაც ყვე­ლა ეს დღე გა­სა­გე­ბად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი.

- მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლად ხორ­ბლის­გან ვამ­ზა­დებთ კორ­კოტს ან წან­დილს. ერთი მა­რი­ლი­ა­ნია, მე­ო­რე - ტკბი­ლი. აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­დის რო­მელს მო­ვამ­ზა­დებთ?

- არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. შე­გიძ­ლი­ათ სურ­ვი­ლი­სა­მებრ ორი­ვე მო­ამ­ზა­დოთ. კორ­კო­ტი ერ­თგვა­რი მსხვერ­პლია და ამას­თა­ნა­ვე ხორ­ბა­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ნა­ყოფს, რო­მე­ლიც მი­წა­ში ჩა­თეს­ვი­სას ლპე­ბა და ახალ თავ­თავს იღებს. ჩვენც გა­მოვ­ხა­ტავთ ნდო­ბას ღვთი­სად­მი, რომ ჩვენს სუ­ლებს მსგავ­სად აღად­გენს სა­სუ­ფევ­ლის­თვის.

- რა­ტომ ამ­ზა­დე­ბენ მიც­ვა­ლე­ბულ­თა მოხ­სე­ნი­ე­ბის დღე­ებ­ში სა­კურთხს და რის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს იგი?

- ქრის­ტი­ა­ნებს ადრე მიჰ­ქონ­დათ ეკ­ლე­სი­ა­ში ძღვე­ნი, მო­იხ­სე­ნი­ებ­და სა­სუ­ლი­ე­რო პირი და შემ­დგომ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს ური­გებ­დნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი. სა­კურ­თხში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­დი­ო­დეს მა­რი­ლი, ზეთი, ღვი­ნო, ხორ­ბა­ლი. ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ისაა, რაც გინ­დათ, რომ ძღვნად მი­არ­თვათ ქრის­ტი­ანს მო­წყა­ლე­ბის სა­ხით.

- სა­კურ­თხი ეკ­ლე­სი­ა­ში უნდა იკურ­თხოს. შემ­დეგ უნდა წა­მო­ვი­ღოთ თუ იქვე დავ­ტო­ვოთ გა­ჭირ­ვე­ბულ­თათ­ვის?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორი უნდა იყოს ქრისტიანული საკურთხი და როდის აღინიშნება მიცვალებულთა დღეები

როგორი უნდა იყოს ქრისტიანული საკურთხი და როდის აღინიშნება მიცვალებულთა დღეები

არ არსებობს ოჯახი, სადაც მიცვალებულთა ხსოვნას არ აფასებენ. ქართველები საფლავებსაც მოწიწებით ვუვლით და გარდაცვლილთა ხსენების დღეებიც წესების დაცვით გვინდა აღვნიშნოთ. თუმცა ყველამ არ იცის, როგორ მიაგოს პატივი გარდაცვლილს და როგორ აღნიშნოს მიცვალებულთა დღე, როდის მოამზადოს კორკოტი და როგორი უნდა იყოს საკურთხი? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- მიცვალებულთა მოხსენიებისთვის წლის განმავლობაში დაწესებულია განსაკუთრებული დღეები. რომელია ეს დღეები და რატომ დაწესდა?

- ყველა მიცვალებულს არ ჰყავს მომხსენებელი. რამდენიმე თაობის შემდგომ იშლება მეხსიერებიდან წინაპართა სახელები. ამიტომ ეკლესიამ IV საუკუნიდან დააწესა საგანგებო დღეები მოხსენიებისა. მოციქულთა გარდამოცემა მტკიცედ დაიცვეს მათმა მოწაფეებმა, ხოლო წმინდა საბა განწმენდილმა კი V საუკუნეში საგანგებო მსახურება შექმნა მათდამი მიძღვნილი. მიცვალებულის ხსენების დღეები მოძრავია და აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ უმჯობესია, საეკლესიო კალენდარი გამოიყენოთ, სადაც ყველა ეს დღე გასაგებად არის აღნიშნული.

- მიცვალებულთათვის ტრადიციულად ხორბლისგან ვამზადებთ კორკოტს ან წანდილს. ერთი მარილიანია, მეორე - ტკბილი. აქვს მნიშვნელობა, როდის რომელს მოვამზადებთ?

- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ სურვილისამებრ ორივე მოამზადოთ. კორკოტი ერთგვარი მსხვერპლია და ამასთანავე ხორბალი განასახიერებს ნაყოფს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ლპება და ახალ თავთავს იღებს. ჩვენც გამოვხატავთ ნდობას ღვთისადმი, რომ ჩვენს სულებს მსგავსად აღადგენს სასუფევლისთვის.

- რატომ ამზადებენ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში საკურთხს და რისგან უნდა შედგებოდეს იგი?

- ქრისტიანებს ადრე მიჰქონდათ ეკლესიაში ძღვენი, მოიხსენიებდა სასულიერო პირი და შემდგომ გაჭირვებულებს ურიგებდნენ ოჯახის წევრები. საკურთხში აუცილებლად უნდა შედიოდეს მარილი, ზეთი, ღვინო, ხორბალი. ხოლო დანარჩენი ისაა, რაც გინდათ, რომ ძღვნად მიართვათ ქრისტიანს მოწყალების სახით.

- საკურთხი ეკლესიაში უნდა იკურთხოს. შემდეგ უნდა წამოვიღოთ თუ იქვე დავტოვოთ გაჭირვებულთათვის?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია