მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დადგა დრო აიკრძალოს უზნეო ფილმი "სიყვარული ვენახში" - გასპარ ნოეს ფილმთან დაკავშირებით შსს-ს გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ
"დადგა დრო აიკრძალოს უზნეო ფილმი "სიყვარული ვენახში" - გასპარ ნოეს ფილმთან დაკავშირებით შსს-ს გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გას­პარ ნოეს ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს. უწყე­ბამ ჩათ­ვა­ლა, რომ ფრან­გი კი­ნო­რე­ჟი­სო­რის გას­პარ ნოეს ფილ­მი LOVE (სიყ­ვა­რუ­ლი) პორ­ნოგ­რა­ფი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ფილ­მის გავ­რცე­ლე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის უწყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "სიბ­რიყ­ვეს" უწო­დე­ბენ და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მო­უ­წო­დე­ბენ შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დონ.

ნიკა გვა­რა­მია, "რუს­თა­ვი 2"-ის გენ­დი­რექ­ტო­რი: აი ფსკე­რიც გა­მოჩ­ნდა ამა­სო­ბა­ში. ცენ­ზუ­რას და­ვუბ­რუნ­დით და მალე აკ­რძა­ლუ­ლი წიგ­ნე­ბის ინ­დექ­სიც გვექ­ნებ. ტაში, ამ­ხა­ნა­გე­ბო!

ნიკა რუ­რუა, კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი: ჩემს არ­ყოფ­ნა­ში აქ გას­პარ ნოეს ფილ­მი მი­უ­ცენ­ზუ­რე­ბი­ათ. რა სიბ­რიყ­ვეა.

თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნა­ში თუ ნა­წარ­მო­ებს ოდ­ნა­ვი მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მა­ინც გა­აჩ­ნია, ის უხამ­სო­ბად არ მი­იჩ­ნე­ვა და არ/ვერ იკ­რძა­ლე­ბა. სხვაა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­წარ­მო­ე­ბის­თვის რე­ი­ტინ­გის მი­ნი­ჭე­ბა (მაგ. ღ - ღესტრი­ცტედ) რომ ის გარ­კვე­უ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის - ბავ­შვე­ბის­თვის- შე­ზღუ­დუ­ლი იყოს. აკ­რძალ­ვა კი შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ იმი­სი, რაც აშ­კა­რად არ­ღვევს კა­ნონს.

რა­ხან ჩვენ­ში პორ­ნოგ­რა­ფია აკ­რძა­ლუ­ლია კა­ნო­ნით, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი ფილ­მი პორ­ნოგ­რა­ფი­აა. და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ აკ­რძა­ლოს იგი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ტვირ­თი მას­ზეა, და არა კი­ნო­თე­ატრზე, ტე­ლე­არხზე, გამ­ქი­რა­ვე­ბელ­ზე, ავ­ტორ­ზე და ა.შ.

ის არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, ვინც სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ, ამა­ზე უკე­თეს შემ­თხვე­ვას ვერ იპო­ვი­ან, რო­დე­საც სი­ტყვას და­ი­ცა­ვენ და აკ­რძალ­ვას გა­ა­უქ­მე­ბე­ბი­ნე­ბენ ამ ძა­ლათ-მო­რა­ლისტ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, "ტა­ბუ­ლას" დი­რექ­ტო­რი: თან ვი­ცი­ნი, თან ვტი­რი!

ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, საია-ს თავ­მჯდო­მა­რე: რა­ფა­ე­ლო - როცა სი­ტყვე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი

გოგი გვა­ხა­რია: პორ­ნოგ­რა­ფია ხართ თქვენ! თქვე­ნი პარ­ლა­მენ­ტი და თქვე­ნი ინ­ტე­ლი­გენ­ცია პირ­ველ რიგ­ში

რო­მან გო­ცი­რი­ძე: კა­ნის და ბა­თუ­მის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი გას­პარ ნოეს ფილ­მი "სიყ­ვა­რუ­ლი" აუკ­რძა­ლავს ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და ითხო­ვენ მის ამო­ღე­ბას ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტე­ბი­დან.

მო­ვი­თხოვ, რომ დად­გა დრო, აიკ­რძა­ლოს გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას უზ­ნეო ფილ­მი "სიყ­ვა­რუ­ლი ვე­ნახ­ში" ია ფა­რუ­ლა­ვას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. იგი აკ­ნი­ნებს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის დარ­გის მუ­შა­კებს, ვნებს ქარ­თუ­ლი "წა­ბილ­წუ­ლი" ღვი­ნის იმიჯს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­ურ­ცხყო­ფას აყე­ნებს ყვე­ლა ჭეშ­მა­რი­ტად მორ­წმუ­ნე მარ­თმა­დი­დებ­ლის რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს, რამე თუ( პ.ს. აქ ასე უხ­დე­ბა) ვა­ზის ჯვა­რი არის წმინ­და ნი­ნოს სიმ­ბო­ლო და ვა­ზის გვერ­დით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ამო­რა­ლუ­რი აქტი შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს რო­გორც რე­ლი­გი­უ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბა.

ვი­თხოვ შე­იქ­მნას ფილ­მის ობი­ექ­ტუ­რად შემ­ფა­სე­ბე­ლი კო­მი­სია გოგი გვა­ხა­რი­ას, ნი­ნია კა­კა­ბა­ძის და ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძის შე­მად­გენ­ლო­ბით, რათა დრო­ზე და­ი­დოს სა­ჭი­რო დას­კვნა აღ­ნიშ­ნუ­ლი "ფილ­მის" აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ:)

იხი­ლეთ: "ფილ­მი მი­ე­კუთ­ვნე­ბა პორ­ნოგ­რა­ფი­ას" - შსს-მ გას­პარ ნოეს ფილმ Love-ის გავ­რცე­ლე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"დადგა დრო აიკრძალოს უზნეო ფილმი "სიყვარული ვენახში" - გასპარ ნოეს ფილმთან დაკავშირებით შსს-ს გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ

"დადგა დრო აიკრძალოს უზნეო ფილმი "სიყვარული ვენახში" - გასპარ ნოეს ფილმთან დაკავშირებით შსს-ს გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გასპარ ნოეს ფილმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო საზოგადოების ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს. უწყებამ ჩათვალა, რომ ფრანგი კინორეჟისორის გასპარ ნოეს ფილმი LOVE (სიყვარული) პორნოგრაფიას მიეკუთვნება. შესაბამისად, ფილმის გავრცელებაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. გიორგი მღებრიშვილის უწყების გადაწყვეტილებას "სიბრიყვეს" უწოდებენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ შესაბამისად იმოქმედონ.

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენდირექტორი: აი ფსკერიც გამოჩნდა ამასობაში. ცენზურას დავუბრუნდით და მალე აკრძალული წიგნების ინდექსიც გვექნებ. ტაში, ამხანაგებო!

ნიკა რურუა, კულტურის ყოფილი მინისტრი: ჩემს არყოფნაში აქ გასპარ ნოეს ფილმი მიუცენზურებიათ. რა სიბრიყვეა.

თავისუფალ ქვეყანაში თუ ნაწარმოებს ოდნავი მხატვრული ღირებულება მაინც გააჩნია, ის უხამსობად არ მიიჩნევა და არ/ვერ იკრძალება. სხვაა, რომ შესაძლებელია ნაწარმოებისთვის რეიტინგის მინიჭება (მაგ. ღ - ღესტრიცტედ) რომ ის გარკვეული აუდიტორიისთვის - ბავშვებისთვის- შეზღუდული იყოს. აკრძალვა კი შეიძლება მხოლოდ იმისი, რაც აშკარად არღვევს კანონს.

რახან ჩვენში პორნოგრაფია აკრძალულია კანონით, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს კონკრეტული ფილმი პორნოგრაფიაა. და მხოლოდ ამის შემდეგ აკრძალოს იგი. მტკიცებულების ტვირთი მასზეა, და არა კინოთეატრზე, ტელეარხზე, გამქირავებელზე, ავტორზე და ა.შ.

ის არასამთავრობოები, ვინც სიტყვის თავისუფლებაზე მუშაობენ, ამაზე უკეთეს შემთხვევას ვერ იპოვიან, როდესაც სიტყვას დაიცავენ და აკრძალვას გააუქმებებინებენ ამ ძალათ-მორალისტ ხელისუფლებას.

თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დირექტორი: თან ვიცინი, თან ვტირი!

ანა ნაცვლიშვილი, საია-ს თავმჯდომარე: რაფაელო - როცა სიტყვები არ არის საკმარისი

გოგი გვახარია: პორნოგრაფია ხართ თქვენ! თქვენი პარლამენტი და თქვენი ინტელიგენცია პირველ რიგში

რომან გოცირიძე: კანის და ბათუმის კინოფესტივალებზე ნაჩვენები გასპარ ნოეს ფილმი "სიყვარული" აუკრძალავს ჩვენს სამართალდამცავებს და ითხოვენ მის ამოღებას ინტერნეტსაიტებიდან.

მოვითხოვ, რომ დადგა დრო, აიკრძალოს გიორგი შენგელაიას უზნეო ფილმი "სიყვარული ვენახში" ია ფარულავას მონაწილეობით. იგი აკნინებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მუშაკებს, ვნებს ქართული "წაბილწული" ღვინის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეურცხყოფას აყენებს ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე მართმადიდებლის რელიგიურ გრძნობებს, რამე თუ( პ.ს. აქ ასე უხდება) ვაზის ჯვარი არის წმინდა ნინოს სიმბოლო და ვაზის გვერდით განხორციელებული ნებისმიერი ამორალური აქტი შეიძლება შეფასდეს როგორც რელიგიურად მოტივირებული ხულიგნობა.

ვითხოვ შეიქმნას ფილმის ობიექტურად შემფასებელი კომისია გოგი გვახარიას, ნინია კაკაბაძის და ზურაბ ტყემალაძის შემადგენლობით, რათა დროზე დაიდოს საჭირო დასკვნა აღნიშნული "ფილმის" აკრძალვის შესახებ:)

იხილეთ: "ფილმი მიეკუთვნება პორნოგრაფიას" - შსს-მ გასპარ ნოეს ფილმ Love-ის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს