ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ფეისბუქზე" ახალგაზრდა ბიჭის ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს პიროვნება მისი სახელით თაღლითობს.
როგორც გრიგოლია წერს, ახალგაზრდას ფოტო მას "ინბოქსში" ჩაუგდეს.
"აი, ეს ტიპი თურმე ჩემი გადაცემის სახელით თაღლითობს და ხალხს ფულს სთხოვს,ვითომ გრიგოლიას გადაცემა აგროვებს ფულს ვიღაცის დასახმარებლად.......მსგავსი ვინმე თუ შეგხვდებათ,იცოდეთ,რომ მე ფულს არავის ვაგროვებინებ და არაფერ შუაში ვარ", - წერს გრიგოლია.