მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ მხრებზე ბევრმა სიმძიმემ გადაიარა" - ცნობილი დედები და მამები...
"მათ მხრებზე ბევრმა სიმძიმემ გადაიარა" - ცნობილი დედები და მამები...

გა­ზა­ფხუ­ლი ხომ სი­ახ­ლეს­თან, სით­ბოს­თან, ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ველ თვეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბის თვეს უწო­დე­ბენ და ჭირ­ვე­უ­ლი ხა­სი­ა­თი­თაც ხომ მარტს გვა­და­რე­ბენ. უკვე 25 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­დის დღეს სწო­რედ ამ თვე­ში აღ­ვნიშ­ნავთ. დე­დაშ­ვი­ლო­ბა ის თე­მაა, რო­მელ­ზეც ლა­პა­რა­კი ერ­თდრო­უ­ლად, რთუ­ლიც არის და ად­ვი­ლიც. რთუ­ლია სრუ­ლად გად­მოს­ცე ის გან­ცდა, რა­საც სი­ტყვა "დე­დაშ­ვი­ლო­ბა" იტევს.

დე­დის დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­ზი­დენ­ტმა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ და­ა­წე­სა. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 1991 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს­მა საბ­ჭომ და­ამ­ტკი­ცა.

"პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან აღ­ვიქ­ვი, რა ზღა­პარ­შიც მოვ­ხვდი"

ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი:

- დე­დაშ­ვი­ლო­ბა­ში ყვე­ლა დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თა­რი­ღი კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბით მი­ზე­ზია იმის­თვის, რომ მშო­ბე­ლი ასი­ა­მოვ­ნო. როცა შენ თა­ვად ხდე­ბი დედა, მერე უფრო მე­ტად აა­ნა­ლი­ზებ, შვი­ლი რა სა­ოც­რე­ბაა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ალექ­სან­დრეს და­ბა­დე­ბის შემ­დეგ დე­და­ჩე­მი ას­მა­გად და­ვა­ფა­სე; სრუ­ლად აღ­ვიქ­ვი, დე­დაშ­ვი­ლო­ბა რა დო­ნის სიყ­ვა­რუ­ლია.

- რო­დე­საც ალექ­სან­დრე პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხე, შე­გიძ­ლია, იმ წუ­თის ემო­ცია გად­მოს­ცე?

- ძა­ლი­ან რთუ­ლია, არ ვიცი, მა­შინ­დე­ლი ემო­ცია რო­გორ აღვწე­რო. ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­გან მსმე­ნია: თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მი­ჭირ­და გა­აზ­რე­ბა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა იმის, რომ შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნეო. მე მსგავ­სი გან­ცდა არ მქო­ნია. პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან აღ­ვიქ­ვი, რა ზღა­პარ­შიც მოვ­ხვდი. იყო დედა, ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს. ბუ­ნებ­რი­ვია, სი­ტყვა "დე­დაშ­ვი­ლო­ბა" და გან­ცდა, რო­მელ­საც ეს სი­ტყვა იტევს, უბ­რა­ლო რამ არას­დროს მე­გო­ნა, მაგ­რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ვიდ­რე სა­კუ­თარ შვილს არ და­ი­ნა­ხავ, ამ სიღ­რმეს ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ იგებ.

- დე­დო­ბამ პი­როვ­ნუ­ლად შეგცვა­ლა?

- გარ­კვე­ულ­წი­ლად შემ­ცვა­ლა. შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი შე­გიძ­ლია გა­ა­კე­თო, როცა ეს შენი შვი­ლის­თვის არის სა­ჭი­რო. არ არ­სე­ბობს დაბ­რკო­ლე­ბა. ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ხარ!

- სა­კუ­თარ თავს, რო­გორც დე­დას, ერთი სი­ტყვით რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ?

- ჩემი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გიჟი დედა ვარ. სა­დაც უნდა ვიყო, რა­საც უნდა ვა­კე­თებ­დე, ჩემი ყო­ვე­ლი წუთი ალექ­სან­დრე­ზე ფიქ­რით არის მო­ცუ­ლი. ვჩ­ქა­რობ, შინ მალე დავ­ბრუნ­დე და ვნატ­რობ, რო­დის გა­იზ­რდე­ბა, რომ მერე სულ ჩემ­თან ერ­თად იყოს. მას­თან ყოფ­ნა კი მარ­თლა ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- დე­დას 3 მარტს რო­გორ მი­უ­ლო­ცავ?

- სა­ჩუ­ქა­რი უკვე შე­ვი­ძი­ნე. ვი­ცო­დი, რაც უნ­დო­და და ახლა ამ დღის დად­გო­მას ვე­ლო­დე­ბი, რომ გა­ვა­ხა­რო.

"მათ მხრებ­ზე ბევ­რმა სიმ­ძი­მემ გა­და­ი­ა­რა და ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უძ­ლეს..."

ზურა ხა­ჩი­ძე:

- ბავ­შვო­ბა­ში დე­დის დღეს ბე­ბი­ას ვუ­ლო­ცავ­დი, რად­გან დედა 14 წლის ასაკ­ში გა­ვი­ცა­ნი. სკო­ლა­ში დამ­რი­გე­ბე­ლი კონ­ვერ­ტებს გვამ­ზა­დე­ბი­ნებ­და, ბა­რა­თებს ვწერ­დით და ქალ­ბა­ტო­ნებს 8 მარტს ვუ­ლო­ცავ­დით.

- შენი და დე­დის გაც­ნო­ბა რო­გორ მოხ­და? წარ­მო­მიდ­გე­ნია, ეს რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბო­და.

- რა თქმა უნდა, ჩვე­ნი გაც­ნო­ბა ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ისე და­გეგ­მა, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. მი­თხრა, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ თბი­ლი­სი­დან და მინ­და, მათ­თან წა­გიყ­ვა­ნოო. ეს ამ­ბა­ვი ბორ­ჯომ­ში ხდე­ბო­და. რად­გან მთხო­ვა, გავ­ყე­ვი. დედა თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და ბორ­ჯომ­ში ზა­ფხუ­ლო­ბით და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მო­დი­ო­და. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქი - ეს დე­და­შე­ნი­აო, - მი­თხრა მე­გო­ბარ­მა. რომ და­ვი­ნა­ხე, ვი­ცა­ნი. ფო­ტო­ე­ბით მყავ­და ნა­ნა­ხი. მა­შინ­დე­ლი ემო­ცია, რო­გორ აღვწე­რო, არც კი ვიცი. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, გან­ვი­ცა­დე, თან

გა­მი­ხარ­და. მერე ჩვენ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა აღ­დგა.

- დე­დას ფო­ტო­ე­ბი­დან იც­ნობ­დი და მის ნახ­ვას არ ითხოვ­დი?

- არა. შე­საძ­ლოა, ეს ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტიც იყო. სამ­წუ­ხა­როდ, დედა 2005 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა არ დამ­ცალ­და.

- დე­დის დღეს მე­უღ­ლეს რო­გორ ულო­ცავ? ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მათ მხრებზე ბევრმა სიმძიმემ გადაიარა" - ცნობილი დედები და მამები...

"მათ მხრებზე ბევრმა სიმძიმემ გადაიარა" - ცნობილი დედები და მამები...

გაზაფხული ხომ სიახლესთან, სითბოსთან, ახალი სიცოცხლის დაბადებასთან ასოცირდება. შემთხვევითი არ არის, რომ გაზაფხულის პირველ თვეს ქალბატონების თვეს უწოდებენ და ჭირვეული ხასიათითაც ხომ მარტს გვადარებენ. უკვე 25 წელია, საქართველოში დედის დღეს სწორედ ამ თვეში აღვნიშნავთ. დედაშვილობა ის თემაა, რომელზეც ლაპარაკი ერთდროულად, რთულიც არის და ადვილიც. რთულია სრულად გადმოსცე ის განცდა, რასაც სიტყვა "დედაშვილობა" იტევს.

დედის დღე საქართველოში პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

"პირველივე წამიდან აღვიქვი, რა ზღაპარშიც მოვხვდი"

ლელა მებურიშვილი:

- დედაშვილობაში ყველა დღე მნიშვნელოვანია. თარიღი კიდევ ერთი დამატებით მიზეზია იმისთვის, რომ მშობელი ასიამოვნო. როცა შენ თავად ხდები დედა, მერე უფრო მეტად აანალიზებ, შვილი რა საოცრებაა, რამდენად მნიშვნელოვანია. ალექსანდრეს დაბადების შემდეგ დედაჩემი ასმაგად დავაფასე; სრულად აღვიქვი, დედაშვილობა რა დონის სიყვარულია.

- როდესაც ალექსანდრე პირველად დაინახე, შეგიძლია, იმ წუთის ემოცია გადმოსცე?

- ძალიან რთულია, არ ვიცი, მაშინდელი ემოცია როგორ აღვწერო. ბევრი ადამიანისგან მსმენია: თავდაპირველად გამიჭირდა გააზრება და გაცნობიერება იმის, რომ შვილი გავაჩინეო. მე მსგავსი განცდა არ მქონია. პირველივე წამიდან აღვიქვი, რა ზღაპარშიც მოვხვდი. იყო დედა, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ბუნებრივია, სიტყვა "დედაშვილობა" და განცდა, რომელსაც ეს სიტყვა იტევს, უბრალო რამ არასდროს მეგონა, მაგრამ აღმოვაჩინე, ვიდრე საკუთარ შვილს არ დაინახავ, ამ სიღრმეს ბოლომდე მაინც ვერ იგებ.

- დედობამ პიროვნულად შეგცვალა?

- გარკვეულწილად შემცვალა. შეუძლებელიც კი შეგიძლია გააკეთო, როცა ეს შენი შვილისთვის არის საჭირო. არ არსებობს დაბრკოლება. ყველაფრისთვის მზად ხარ!

- საკუთარ თავს, როგორც დედას, ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებ?

- ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ გიჟი დედა ვარ. სადაც უნდა ვიყო, რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი ყოველი წუთი ალექსანდრეზე ფიქრით არის მოცული. ვჩქარობ, შინ მალე დავბრუნდე და ვნატრობ, როდის გაიზრდება, რომ მერე სულ ჩემთან ერთად იყოს. მასთან ყოფნა კი მართლა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- დედას 3 მარტს როგორ მიულოცავ?

- საჩუქარი უკვე შევიძინე. ვიცოდი, რაც უნდოდა და ახლა ამ დღის დადგომას ველოდები, რომ გავახარო.

"მათ მხრებზე ბევრმა სიმძიმემ გადაიარა და ვაჟკაცურად გაუძლეს..."

ზურა ხაჩიძე:

- ბავშვობაში დედის დღეს ბებიას ვულოცავდი, რადგან დედა 14 წლის ასაკში გავიცანი. სკოლაში დამრიგებელი კონვერტებს გვამზადებინებდა, ბარათებს ვწერდით და ქალბატონებს 8 მარტს ვულოცავდით.

- შენი და დედის გაცნობა როგორ მოხდა? წარმომიდგენია, ეს რამდენად ემოციური შეხვედრა იქნებოდა.

- რა თქმა უნდა, ჩვენი გაცნობა ძალიან ემოციური იყო. ჩემმა მეგობარმა ისე დაგეგმა, არაფერი ვიცოდი. მითხრა, ჩემი ახლობლები ჩამოვიდნენ თბილისიდან და მინდა, მათთან წაგიყვანოო. ეს ამბავი ბორჯომში ხდებოდა. რადგან მთხოვა, გავყევი. დედა თბილისში ცხოვრობდა და ბორჯომში ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოდიოდა. სრულიად მოულოდნელად, ფაქტის წინაშე დავდექი - ეს დედაშენიაო, - მითხრა მეგობარმა. რომ დავინახე, ვიცანი. ფოტოებით მყავდა ნანახი. მაშინდელი ემოცია, როგორ აღვწერო, არც კი ვიცი. ძალიან ვინერვიულე, განვიცადე, თან

გამიხარდა. მერე ჩვენ შორის ურთიერთობა აღდგა.

- დედას ფოტოებიდან იცნობდი და მის ნახვას არ ითხოვდი?

- არა. შესაძლოა, ეს შინაგანი პროტესტიც იყო. სამწუხაროდ, დედა 2005 წელს გარდაიცვალა. მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა არ დამცალდა.

- დედის დღეს მეუღლეს როგორ ულოცავ? ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია