მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიული ხელშეკრულება "სოკართან", სოციალური გაზის შემცირებული ფასი და კალაძის მტკიცე პასუხი "გაზპრომს"
ისტორიული ხელშეკრულება "სოკართან", სოციალური გაზის შემცირებული ფასი და კალაძის მტკიცე პასუხი "გაზპრომს"

ვიცე-პრე­მი­ე­რის, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თულ­მა მხა­რემ "გა­ზპ­რომს" ძვე­ლი კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბებ­ში დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა.

რო­გორც კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, "გა­ზპ­რომ­თან" მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც არ არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

"ჩვენ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გა­და­ვუგ­ზავ­ნეთ ჩვე­ნი ბოლო შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ­ლის პი­რო­ბე­ბია ის, რომ დავ­რჩეთ ისევ ძვე­ლი კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბებ­ში ანუ 10% ბუ­ნებ­რი­ვი აირი ნედ­ლე­უ­ლის სა­ხით მი­ვი­ღოთ", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

მი­სი­ვე თქმით, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბი ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

"სა­ქარ­თვე­ლო მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით, რაც იქნა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­ნის­ტრის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა "გა­ზპ­რო­მის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მო­მა­ვა­ლი შეხ­ვედ­რა.

ამას­თან, დღეს ხელი მო­ე­წე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და კომ­პა­ნია "სო­კარს" შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­თა პა­კეტს, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო და­მა­ტე­ბით 500 მი­ლი­ონ კუ­ბურ მეტრ ბუ­ნებ­რივ აირს მი­ი­ღებს. ამას­თან, სო­კარ­მა გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დო­ლა­რით შე­ამ­ცი­როს გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის­თვის კო­მერ­ცი­უ­ლი გა­ზის ფასი.

ამას­თან, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­უმ­ცირ­და "სო­კა­რი­დან" შე­სას­ყი­დი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­ზის ფასი.

რო­გორც კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მზარ­დი მოხ­მა­რე­ბის გამო დღის წეს­რიგ­ში დად­გა და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბე­ბის მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხი.

"რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რის და პრო­დუქ­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ჩვენ­მა პარტნი­ორ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მთავ­რო­ბამ და კომ­პა­ნია "სო­კა­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უშუ­ა­ლოდ ე.წ. შაჰდე­ნი­ზი­დან მო­წო­დე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენს ქვე­ყა­ნას შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბით 500 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი გაზი მი­ი­ღოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რემ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ტექ­ნი­კუ­რი შე­ზღუდ­ვის გამო არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა აღ­მო­ე­ფხვრა და მათი მხრი­დან და­მა­ტე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, სამ­ხრეთ-კავ­კა­სი­უ­რი, იგი­ვე "შაჰდე­ნი­ზის" მილ­სა­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით. ჩვენ ვა­ფა­სებთ და სრუ­ლად ვა­ა­ნა­ლი­ზებთ იმ პარტნი­ო­რულ, კე­თილ­მე­ზობ­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის მხრი­დან, მათ მუ­შა­ო­ბას იმის­თვის, რომ მო­ე­ძებ­ნათ სა­შუ­ა­ლე­ბა კომ­პა­ნია "სო­კა­რის­თვის" გა­ეზ­რდათ შე­მო­სა­ტა­ნი გა­ზის მო­ცუ­ლო­ბა. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად შემ­ცირ­და "სო­კა­რი­დან" შე­სას­ყი­დი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­ზის ფასი. გარ­და ამი­სა, "სო­კა­რი" მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს 35-40 დო­ლა­რით შე­ამ­ცი­როს გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის­თვის მი­წო­დე­ბის ფასი. მიმ­დი­ნა­რე შე­თან­ხმე­ბე­ბი არის ნა­თე­ლი დე­მონ­სტრი­რე­ბა იმ მე­გობ­რო­ბის და კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და სა­ერ­თო სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის, რაც აკავ­ში­რებს ჩვენს ქვეყ­ნებს, რაც ურ­ყე­ვი და შე­უც­ვლე­ლია მო­მა­ვალ­ში", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე არა­ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნი­რე­ბი­სა, ყო­ფი­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის მხრი­დან მცდე­ლო­ბი­სა, რომ ქვეყ­ნებს შო­რის მე­გობ­რო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ბიზ­ნე­სურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­თა­ვი­სო დე­მა­გო­გი­ის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, არ გან­ხორ­ცი­ელ­და. "უშუ­ა­ლოდ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე დე­ლე­გა­ცი­ე­ბი იდ­გნენ მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად წარ­მარ­თეს ეს პრო­ცე­სი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

"მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გაზ­მო­მა­რა­გე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მხარ­და­ჭე­რის­თვის, ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ჩარ­თუ­ლი იყო ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ კომ­პა­ნი­ებს. მად­ლო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ არ აჰ­ყვა გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის დე­მა­გო­გი­ას. მად­ლო­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბებს", - გა­ნა­ცხა­და ვიცე-პრე­მი­ერ­მა.

მისი თქმით, "სო­კარ­თან" გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ირა­ნი­დან ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის შე­მო­ტა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ არ­სე­ბობს. მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თულ­მა მხა­რემ ირან­თან პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ლა­პა­რა­კე­ბა იმის გამო და­ი­წყო, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­უ­ბა­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მო­წო­დე­ბის ტექ­ნი­კურ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"გვქონ­და შეხ­ვედ­რა, ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, რამ­დე­ნად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი წა­მოგ­ვე­ღო ირა­ნუ­ლი გაზი. თე­ო­რი­უ­ლად ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის, თუმ­ცა დღეს ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს. ჩვენ ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ ქვე­ყა­ნას­თან, კომ­პა­ნი­ას­თან გვაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მო­წო­დე­ბას და ბაზ­რის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ისტორიული ხელშეკრულება "სოკართან", სოციალური გაზის შემცირებული ფასი და კალაძის მტკიცე პასუხი "გაზპრომს"

ისტორიული ხელშეკრულება "სოკართან", სოციალური გაზის შემცირებული ფასი და კალაძის მტკიცე პასუხი "გაზპრომს"

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ "გაზპრომს" ძველი კონტრაქტის პირობებში დარჩენა შესთავაზა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები არ არის დასრულებული, შესაბამისად, ხელშეკრულებაც არ არის გაფორმებული.

"ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გადავუგზავნეთ ჩვენი ბოლო შეთავაზება, რომლის პირობებია ის, რომ დავრჩეთ ისევ ძველი კონტრაქტის პირობებში ანუ 10% ბუნებრივი აირი ნედლეულის სახით მივიღოთ", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

მისივე თქმით, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს.

"საქართველო მომავალი წლების განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, რაც იქნა გაჟღერებული", - განაცხადა კალაძემ.

მინისტრის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება "გაზპრომის" წარმომადგენლებთან მომავალი შეხვედრა.

ამასთან, დღეს ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "სოკარს" შორის ხელშეკრულებათა პაკეტს, რომლის თანახმად, საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, სოკარმა გამოთქვა მზადყოფნა, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.

ამასთან, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შეუმცირდა "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი.

როგორც კალაძემ განაცხადა, საქართველოში ბუნებრივი აირის მზარდი მოხმარების გამო დღის წესრიგში დადგა დამატებითი მოცულობების მოძიების საკითხი.

"რამდენიმე შეხვედრის და პროდუქტიული მუშაობის შედეგად, ჩვენმა პარტნიორმა აზერბაიჯანის მთავრობამ და კომპანია "სოკარის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი მოცულობის საქართველოსთვის უშუალოდ ე.წ. შაჰდენიზიდან მოწოდების შესახებ. ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ექნება მომავალი წლების განმავლობაში დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს აზერბაიჯანიდან. მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტექნიკური შეზღუდვის გამო არსებული პრობლემა აღმოეფხვრა და მათი მხრიდან დამატება შესაძლებელი გახდა, სამხრეთ-კავკასიური, იგივე "შაჰდენიზის" მილსადენის საშუალებით. ჩვენ ვაფასებთ და სრულად ვაანალიზებთ იმ პარტნიორულ, კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას ჩვენი მეგობრების მხრიდან, მათ მუშაობას იმისთვის, რომ მოეძებნათ საშუალება კომპანია "სოკარისთვის" გაეზრდათ შემოსატანი გაზის მოცულობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად შემცირდა "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი. გარდა ამისა, "სოკარი" მზადყოფნას გამოთქვამს 35-40 დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის მიწოდების ფასი. მიმდინარე შეთანხმებები არის ნათელი დემონსტრირება იმ მეგობრობის და კეთილმეზობლური დამოკიდებულების და საერთო სტრატეგიული ინტერესების, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, რაც ურყევი და შეუცვლელია მომავალში", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღი პოლიტიკური ოპონირებისა, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან მცდელობისა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა და პოლიტიკური თუ ბიზნესურთიერთობები სათავისო დემაგოგიისთვის გამოეყენებინათ, არ განხორციელდა. "უშუალოდ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და პროფესიონალურად წარმართეს ეს პროცესი", - განაცხადა კალაძემ.

"მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის გაზმომარაგებით უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა, ძალიან დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის, ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში. მადლობა საქართველოში მოქმედ კომპანიებს. მადლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ არ აჰყვა გარკვეული პირების დემაგოგიას. მადლობა აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, "სოკართან" გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის საჭიროება აღარ არსებობს. მინისტრის განმარტებით, ქართულმა მხარემ ირანთან პარალელურად მოლაპარაკება იმის გამო დაიწყო, რომ მიმდინარეობდა საუბარი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით.

"გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად იყო შესაძლებელი წამოგვეღო ირანული გაზი. თეორიულად ამის შესაძლებლობა არის, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას და ბაზრის დაკმაყოფილებას", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."