"თუ კარი გააღო, მაშინ ნაცნობი ყოფილა..." - რას ყვებიან ფონიჭალაში სადისტურად დახოცილი დედა-შვილის მეზობლები

"თუ კარი გააღო, მაშინ ნაცნობი ყოფილა..." - რას ყვებიან ფონიჭალაში სადისტურად დახოცილი დედა-შვილის მეზობლები

ზემო ფონიჭალაში მომხდარმა სასტიკმა დანაშაულმა საქართველო შეძრა. ასეთ დროს ძნელია სანუგეშო სიტყვა უთხრა ოჯახს, რომელმაც გარეწრის ხელით განგმირული დედა-შვილი მიწას მიაბარა. გავრცელებული ინფორმაციით, პატარა მარიამი ჯერ დანით მოკლეს, მერე იმ ოთახს წაუკიდეს ცეცხლი, სადაც ბავშვი იყო. მაშველებმა საძინებლიდან 3 წლის გოგონას დამწვარი ცხედარი­ გამოასვენეს და მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზა ჩაუტარდა ასევე 44 წლის ნონა რომანაძეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა ყელში ჰქონდა მიყენებული. მოგვიანებით ცხედრები სოფელ ქაქუთში, ბიძის ოჯახში გადაასვენეს, იქ, სადაც ნონა გაიზარდა.

უცნობია, ვინ და რატომ დახოცა ისინი სად­ისტურად. მეზობლების თქმით,­ კორპუსში განგაში­ 12 საათზე ატყდა, მას შემდეგ, რაც მამფორიების საძინებელში კვამლი შენიშნეს.

ნინო ყანდაშვილი, კარის მეზობელი:

"მეზობელი ყვირ­ოდა, ნონას სახლიდან­ კვამლი გამოდისო. ჩვენს ბინებს ერთი კე­დ­ელი ყოფს. არც ხმაური გამიგია და არც ბავშვის ტირილი.­ ტოლები იყვნენ ჩვენი შვილები და სულ ერთად თამაშობდნენ. ნონა პედაგოგი­ იყო. იდეალური ცო­ლ­ქმრობა ჰქონდათ. როგორც ჩანს, ამ საშინელების დროს ბავ­შვსაც ეღვიძა. დედას ფაფა მო­უმზადებია, კომპიუტერში მულტფილმი იყო ჩართული, ალბათ, მარიამი უყურებდა".

თავდაპირველად მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა განიხ­ილებოდა, ითქვა, რომ ბინაში 7.000 ამერიკული დოლარი და ოქროული ინახებოდა, მაგრამ სამართალდამცველთა მტკიცებით, სახლიდან არაფერია წაღებული. მკვლელობის კიდევ ერთ მოტივად შურისძიება განიხილება, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ მათ მტერი­ არ ჰყავდათ.

დადგენილია, რომ ტრაგედიის დროს სახ­ლში მხოლოდ დედა-შვილი იყო. სახლიდან პირველად ნონას მეუღლე, ოთარ მამფორია გავიდა, ხოლო შემდეგ ოთარის უფროსი ვაჟი, მერაბი წავიდა სკოლაში. როგორც ჩანს, მკვლელი ხელსაყრელ მომენტს ელოდა და ბინაში მაშინ შეიჭრა.

სამართალდამცავები მთელი დღე ჰკითხავდნენ მოკლული ქალის მეუღლეს ოთარ მამფორიას.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ