ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსი სიმსივნისაგან განკურნების მეგაპროექტში - "რეკომენდაცია გია დვალმა გამიწია"

ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსი სიმსივნისაგან განკურნების მეგაპროექტში - "რეკომენდაცია გია დვალმა გამიწია"

ლადო ლაბაძემ საშუალო სკოლა ჭიათურის რაიონის სოფელ ნიგოზეთში დაამთავრა. ექიმობასა და ფიზიკოსობას შორის არჩევანი უკანასკნელზე შეაჩერა და ახლა უკვე ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. სწავლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით შერჩეული ხუთი სტუდენტიდან ერთ-ერთი იყო, ვინც შოტლანდიაში, ფიზიკის საერთაშორისო კონფერენციაში (ICPS) მონაწილეობდა. მოგვიანებით კი ერთ-ერთი აღმოჩნდა ოთხ სტუდენტს შორის, ვინც ფიზიკოს გია დვალის რეკომენდაციით, ადრონული თერაპიის ნახევარმილიარდიან პროექტში ჩაერთვება...

- ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის ნახევარმილიარდიანი მეგაპროექტის ფარგლებში იმ ოთხ სტუდენტს შორის აღმოჩნდი, ვინც მასში უშუალო მონაწილეობას მიიღებს... ეს გადაწყვეტილება ვინ მიიღო?

- გადაწყვეტილების შესახებ საბოლოო პასუხი რამდენიმე დღის წინ მივიღე. პროექტი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და სრული დაფინანსებით ხორციელდება. თანაავტორები კი, ფიზიკოსები - გია დვალი და თემურ ლომთაძე არიან. სიმსივნის ადრონული თერაპია მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდია, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად. სიმსივნური უჯრედების შესასუსტებლად დღეს გამოყენებული სხივები, სანამ სიმსივნის უჯრედებამდე მიაღწევს, "გზაში" სხვა უჯრედებს აზიანებს. ადრონული ნაწილაკები კი ძირითად

ენერგიას ტრაექტორიის ბოლო წერტილზე გამოყოფენ.

გაგრძელება

"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რაზე ისაუბრა სოფო შევარდნაძემ პუტინთან შეხვედრის დროს?

მთიან აჭარაში ცნობილი ქართველი  ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, ყველა ტირილით წაიყვანეს..." - ერთწლიანი განშორების შემდეგ ფუტკარაძეების 9 შვილი მშობლებს დაუბრუნეს