მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის შემუშავება იგეგმება - რაზე შეთანხმდნენ თურქული და ქართული მხარეები
ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის შემუშავება იგეგმება - რაზე შეთანხმდნენ თურქული და ქართული მხარეები

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლე­ვან ხა­რა­ტიშ­ვი­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ ან­თი­ძე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის კულ­ტუ­რი­სა და ტუ­რიზ­მის მი­ნისტრს მა­ჰირ უნალს შეხ­ვდა. მხა­რე­ებ­მა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კულ­ტუ­რი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტულ მოკ­ლე და გრძელ­ვა­დი­ან სა­მოქ­მე­დო გეგ­მებ­ზე შე­თან­ხმდე­ნენ.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახა­ლი ფორ­მა კულ­ტუ­რის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მჭიდ­რო კავ­შირ­თან ერ­თად, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­კი­თხებ­ში ქარ­თვე­ლი და თურ­ქი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ერ­თობ­ლივ მუ­შა­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უწყე­ბებს შო­რის გა­ფორმ­დე­ბა კულ­ტუ­რის სფე­რო­ში აქამ­დე არარ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.

შეხ­ვედ­რას თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი ირაკ­ლი კოპ­ლა­ტა­ძე ეს­წრე­ბო­და.

მა­ჰირ უნა­ლი თურ­ქე­თის კულ­ტუ­რი­სა და ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრის პოსტზე 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა.

"ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან დრო­უ­ლი და ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი შეხ­ვედ­რა იყო. ჩვენ შევ­თან­ხმდით უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ფარ­თო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე კულ­ტუ­რის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ. გარ­და ამი­სა, შევ­თან­ხმდით კონ­კრე­ტუ­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის შექ­მნა­ზე, რომ­ლე­ბიც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­კი­თხებ­ზე იმუ­შა­ვე­ბენ. ეს არ იქ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მა­ლუ­რი დეკ­ლა­რი­რე­ბა, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი კონ­კრე­ტულ ობი­ექ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რა­ზეც უკვე დღეს შევ­თან­ხმდით, გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის, ოშ­კის სა­კონ­სერ­ვა­ციო გა­მაგ­რე­ბი­თი პრო­ექ­ტის ერ­თობ­ლი­ვი შე­მუ­შა­ვე­ბა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამ პრო­ექტს, სწო­რედ რომ ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მომ­ზა­დე­ბულს, სა­ტენ­დეროდ გა­ი­ტანს თურ­ქუ­ლი მხა­რე, რათა გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ი­წყოს. მე ვფიქ­რობ, რომ ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით და­წყე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ჩვენ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­ურ კონ­კრე­ტულ შე­დე­გებს მოგ­ვი­ტანს, რო­გორც იმ ძეგ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, ასე­ვე იმ არ­სე­ბულ ძეგ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს თურ­ქუ­ლი მხა­რის ინ­ტე­რესს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის კულ­ტუ­რი­სა და ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრმა შეხ­ვედ­რა ნა­ყო­ფი­ე­რად შე­ა­ფა­სა.

"კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დღეს შედ­გა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა მი­ნის­ტრთან და მის დე­ლე­გა­ცი­ას­თან. ვფიქ­რობ, რომ შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი იყო. ვი­სა­უბ­რეთ მოკ­ლე­ვა­დი­ან და გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მებ­ზე. შევ­თან­ხმდით ჯგუ­ფე­ბის შექ­მნა­ზე, რომ­ლე­ბიც იმ­სჯე­ლე­ბენ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე. მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჩვენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა და ურ­თი­ერ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დეს. უახ­ლო­ეს გეგ­მებ­ში შე­დის დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის შე­დე­გე­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბა და უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს და­სა­ხულ კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებ­ზე მსჯე­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა მა­ჰირ უნალ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის შემუშავება იგეგმება - რაზე შეთანხმდნენ თურქული და ქართული მხარეები

ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის შემუშავება იგეგმება - რაზე შეთანხმდნენ თურქული და ქართული მხარეები

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს მაჰირ უნალს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტულ მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე შეთანხმდენენ.

თანამშრომლობის ახალი ფორმა კულტურის სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო კავშირთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში ქართველი და თურქი სპეციალისტების ერთობლივ მუშაობას გულისხმობს. უახლოეს მომავალში უწყებებს შორის გაფორმდება კულტურის სფეროში აქამდე არარსებული თანამშრომლობის ხელშეკრულება.

შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე ესწრებოდა.

მაჰირ უნალი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის პოსტზე 2015 წლის ნოემბერში დაინიშნა.

"ვფიქრობ, რომ ძალიან დროული და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ჩვენ შევთანხმდით უახლოეს მომავალში ფართო ხელშეკრულების გაფორმებაზე კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, შევთანხმდით კონკრეტული სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე იმუშავებენ. ეს არ იქნება ურთიერთთანამშრომლობის ფორმალური დეკლარირება, არამედ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტულ ობიექტებთან მიმართებაში. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაზეც უკვე დღეს შევთანხმდით, გახლავთ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის ერთობლივი შემუშავება. უახლოეს მომავალში ამ პროექტს, სწორედ რომ ქართველი სპეციალისტების ჩართულობით მომზადებულს, სატენდეროდ გაიტანს თურქული მხარე, რათა გამაგრებითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე დაიწყოს. მე ვფიქრობ, რომ ამ სულისკვეთებით დაწყებული თანამშრომლობა, ჩვენ უახლოეს მომავალში, ძალიან პოზიტიურ კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს, როგორც იმ ძეგლებთან მიმართებაში, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა, ასევე იმ არსებულ ძეგლებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს თურქული მხარის ინტერესს საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ ქვეყანაში, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს შედგა ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მინისტრთან და მის დელეგაციასთან. ვფიქრობ, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ვისაუბრეთ მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე. შევთანხმდით ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც იმსჯელებენ კონკრეტულ საკითხებზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს შორის არსებული მეგობრობა და ურთიერთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. უახლოეს გეგმებში შედის დღევანდელი შეხვედრის შედეგების კიდევ უფრო გაღრმავება და უკვე საქართველოში დღეს დასახულ კონკრეტულ ნაბიჯებზე მსჯელობა", - აღნიშნა მაჰირ უნალმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია