პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი უცხოელები, რომელთათვის საქართველო მეორე სამშობლოდ იქცა
ცნობილი უცხოელები, რომელთათვის საქართველო მეორე სამშობლოდ იქცა

სა­ქარ­თვე­ლო უცხო­ე­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ. თვალ­წარმ­ტა­ცი ბუ­ნე­ბა, გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, პო­ლი­ფო­ნი­უ­რი სიმ­ღე­რა და ტრა­დი­ცი­უ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა გულ­გრილს არა­ვის ტო­ვებს. თუ უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს გა­და­ვავ­ლებთ თვალს, აღ­მო­ვა­ჩენთ რომ ისი­ნი დიდ­ხანს რჩე­ბი­ან ქარ­თუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ქვეშ. უცხო ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქემ, მათ შო­რის წარ­მა­ტე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა აირ­ჩი­ეს და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მათ­თვის მე­ო­რე სამ­შობ­ლო გახ­და.

ჯონ ვურ­დე­მა­ნი

ჯონ ვურ­დე­მა­ნი 15 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. ჰყავს ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე, ქეთი მინ­დო­რაშ­ვი­ლი. მათი ოჯა­ხი ათ წელ­ზე მე­ტია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის და პო­ლი­ფო­ნი­უ­რი სიმ­ღე­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვა. ის პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია და სა­ქარ­თვე­ლო­ზე უზო­მოდ არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. 11 დე­კემ­ბერს ჯონ ვუ­დერ­მა­ნის სახ­ლი და რეს­ტო­რა­ნი სიღ­ნაღ­ში და­იწ­ვა. მის სახ­ლში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაგ­რო­ვე­ბი ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა იყო და­ცუ­ლი. ქველ­მოქ­მე­დე­ბის მიზ­ნით, ვუ­დერ­მა­ნის მე­გობ­რებ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მარ­თეს, სა­დაც მხო­ლოდ 20 000 ლარი შეგ­როვ­და.

ტონი ომე­ი­ლი

ტონი ომე­ი­ლი ტონი ომე­ილს სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ის ბრი­ტა­ნე­ლია და 2004 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­ვი­და. ის დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და. თუმ­ცა ამის პა­რა­ლე­ლუ­რად არც თა­ვის საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე - მომ­ღერ­ლო­ბა­ზე ამ­ბობ­და უარს. მღე­რო­და რეს­ტორ­ნებ­ში და სხვა­დას­ხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, თან სრუ­ლი­ად უფა­სოდ. მას სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავს და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე ძა­ლი­ან არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. 2009 წელ ტონი ომე­ი­ლიმ "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე სცა­და ბედი, ბრი­ტა­ნელ მომ­ღე­რალს, მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით სურ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, თუმ­ცა შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე ვერ გა­ი­მარ­ჯვა.

ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კი

კი­ე­ვის ყო­ფი­ლი მერი ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2013 წელს გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ის ქო­ბუ­ლეთ­ში ცხოვ­რობს. ჩე­რო­ვეც­კი ქო­ბუ­ლეთ­ში პირ­ვე­ლად 1977 წელს ჩა­მო­ვი­და, როცა მის პირ­ველ სიყ­ვა­რულს ხელი სთხო­ვა. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარს, რად­გა სა­ქარ­თვე­ლომ ბევ­რი გა­ა­კე­თა მის­თვის. ლე­ო­ნიდ ჩერ­ნო­ვეც­კი ქველ­მოქ­მე­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, სულ ცოტა ხნის წინ კი, მან პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და პარ­ტია "ბედ­ნი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" და­არ­სა.

სტივ ჯონ­სო­ნი

სტივ ჯონ­სო­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის წევ­რია. ის წარ­მო­შო­ბით ამე­რი­კე­ლია. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში 1992 წელს ჩა­მო­ვი­და, სა­კუ­თა­რი ძმის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ომის და არე­უ­ლო­ბის გამო ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო და ათი თვე თბი­ლის­ში დარ­ჩა. მხო­ლოდ ათი თვის შემ­დეგ შეძ­ლო სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში გამ­გზავ­რე­ბა, სა­ი­და­ნაც ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, სა­კონ­სუ­ლო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და ქარ­თველ გო­გო­ნა­ზე იქორ­წი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სას­ტუმ­რო "ბეტ­სი" გახ­სნა, რო­მე­ლიც ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს სტუმ­რებ­ზე იყო გათ­ვლი­ლი. შემ­დეგ კი "პროს­პე­როს წიგ­ნე­ბი" გახ­სნა. ამე­რი­კა­ში წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ჩა­დის, ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა. "მე სა­ქარ­თვე­ლოს შეყ­ვა­რე­ბა მა­შინ და­ვი­წყე, რო­დე­საც ამე­რი­კას­თან შე­და­რე­ბას მო­ვეშ­ვი", - გა­ნა­ცხა­და სტივ ჯონ­სონ­მა.

ზოე პე­რე­ტი

ზოე პე­რე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2006 წლი­დან ცხოვ­რობს. ის სორ­ბო­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­სი­კათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და და ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. თბი­ლის­ში შოთა ია­თაშ­ვი­ლის და მალ­ხაზ ხარ­ბე­დი­ას მეშ­ვე­ო­ბით მოხ­ვდა. მუ­შა­ობ­და წი­თელ ჯვარ­ში, შემ­დეგ ცი­ხე­ებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფ­ში, ფრან­გუ­ლის მას­წავ­ლებ­ლა­დაც მუ­შა­ობ­და. ამ­ბობს რომ კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ მისი მთა­ვა­რი სურ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის შეს­წავ­ლა იყო, რის გა­მოც გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თა­რი ბარი გა­ეხ­სნა და გახ­სნა კი­დეც. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, აპი­რებს ქარ­თულ ფოლკ­ლორ­ზე მო­მა­ვალ­ში ფილ­მიც გა­და­ი­ღოს. სჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვა.

ფადი ასლი

ლი­ბა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ფადი ასლი 18 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ია ფა­რუ­ლა­ვას­თან ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნო. ფადი ასლი ამ­ჯე­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რეა. ბოლო დროს ის ხში­რად ეხ­მა­უ­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს და მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებ­საც აკე­თებს.

სვენ ვოგე

ნორ­ვე­გი­ე­ლი სვენ ვოგე წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. კარ­გად იც­ნობს ქარ­თულ კულ­ტუ­რას და მის მიერ და­არ­სე­ბულ ფოლკ­ლო­რულ ტრი­ო­ში "გი­ორ­გი" ქარ­თულ სიმ­ღე­რებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ას­რუ­ლებს. ორი ნორ­ვე­გი­ე­ლი­სა და ქარ­თვე­ლის­გან შემ­დგა­რი ტრიო კონ­ცერ­ტებ­სა და ტურ­ნე­ებს ხში­რად მარ­თავს. ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ბა­ტონ­მა სვენ­მა თა­ვი­სი ნათ­ლი­ის­გან, გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლის­გან შე­ის­წავ­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად სწო­რედ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლის გამო დარ­ჩა. ის წარ­მო­შო­ბით ოს­ლო­დან არის. სვენ ვო­გემ ქარ­თულ-ნორ­ვე­გი­უ­ლი ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრიც და­არ­სა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ცნობილი უცხოელები, რომელთათვის საქართველო მეორე სამშობლოდ იქცა

ცნობილი უცხოელები, რომელთათვის საქართველო მეორე სამშობლოდ იქცა

საქართველო უცხოელებს ძალიან უყვართ. თვალწარმტაცი ბუნება, გემრიელი სამზარეულო, ქართული ღვინო, პოლიფონიური სიმღერა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობა გულგრილს არავის ტოვებს. თუ უცხოელი სტუმრების ჩანაწერებს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ რომ ისინი დიდხანს რჩებიან ქართული შთაბეჭდილებების ქვეშ. უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის წარმატებულმა ადამიანებმა, სწორედ საქართველოში ცხოვრება აირჩიეს და ჩვენი ქვეყანა მათთვის მეორე სამშობლო გახდა.

ჯონ ვურდემანი

ჯონ ვურდემანი 15 წელია საქართველოში ცხოვრობს. ჰყავს ქართველი მეუღლე, ქეთი მინდორაშვილი. მათი ოჯახი ათ წელზე მეტია ქართული ღვინის და პოლიფონიური სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა. ის პროფესიით მხატვარია და საქართველოზე უზომოდ არის შეყვარებული. 11 დეკემბერს ჯონ ვუდერმანის სახლი და რესტორანი სიღნაღში დაიწვა. მის სახლში წლების განმავლობაში ნაგროვები ეთნოგრაფიული მასალა იყო დაცული. ქველმოქმედების მიზნით, ვუდერმანის მეგობრებმა ღონისძიება გამართეს, სადაც მხოლოდ 20 000 ლარი შეგროვდა.

ტონი ომეილი

ტონი ომეილი ტონი ომეილს საქართველოში კარგად იცნობენ. ის ბრიტანელია და 2004 წელს, საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდა. ის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა. თუმცა ამის პარალელურად არც თავის საყვარელ საქმიანობაზე - მომღერლობაზე ამბობდა უარს. მღეროდა რესტორნებში და სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე, თან სრულიად უფასოდ. მას საქართველოში უამრავი მეგობარი ჰყავს და ჩვენს ქვეყანაზე ძალიან არის შეყვარებული. 2009 წელ ტონი ომეილიმ "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე სცადა ბედი, ბრიტანელ მომღერალს, მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოს სახელით სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა შესარჩევ კონკურსზე ვერ გაიმარჯვა.

ლეონიდ ჩერნოვეცკი

კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოში 2013 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად. ის ქობულეთში ცხოვრობს. ჩეროვეცკი ქობულეთში პირველად 1977 წელს ჩამოვიდა, როცა მის პირველ სიყვარულს ხელი სთხოვა. ამბობს, რომ საქართველო ძალიან უყვარს, რადგა საქართველომ ბევრი გააკეთა მისთვის. ლეონიდ ჩერნოვეცკი ქველმოქმედებით არის დაკავებული, სულ ცოტა ხნის წინ კი, მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება და პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" დაარსა.

სტივ ჯონსონი

სტივ ჯონსონი საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრია. ის წარმოშობით ამერიკელია. თავდაპირველად საქართველოში 1992 წელს ჩამოვიდა, საკუთარი ძმის მოსანახულებლად. თუმცა ქვეყანაში არსებული ომის და არეულობის გამო ამერიკაში დაბრუნება ვეღარ შეძლო და ათი თვე თბილისში დარჩა. მხოლოდ ათი თვის შემდეგ შეძლო საკუთარ ქვეყანაში გამგზავრება, საიდანაც ისევ საქართველოში დაბრუნდა, საკონსულოში დაიწყო მუშაობა და ქართველ გოგონაზე იქორწინა. მოგვიანებით კი სასტუმრო "ბეტსი" გახსნა, რომელიც ამერიკის საელჩოს სტუმრებზე იყო გათვლილი. შემდეგ კი "პროსპეროს წიგნები" გახსნა. ამერიკაში წელიწადში ორჯერ ჩადის, ისწავლა ქართული ენა. "მე საქართველოს შეყვარება მაშინ დავიწყე, როდესაც ამერიკასთან შედარებას მოვეშვი", - განაცხადა სტივ ჯონსონმა.

ზოე პერეტი

ზოე პერეტი საქართველოში 2006 წლიდან ცხოვრობს. ის სორბონას უნივერსიტეტში მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა და ქართული ფოლკლორითაც დაინტერესდა. თბილისში შოთა იათაშვილის და მალხაზ ხარბედიას მეშვეობით მოხვდა. მუშაობდა წითელ ჯვარში, შემდეგ ციხეებში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ჯგუფში, ფრანგულის მასწავლებლადაც მუშაობდა. ამბობს რომ კარგი ანაზღაურება ჰქონდა, მაგრამ მისი მთავარი სურვილი ქართული მუსიკის შესწავლა იყო, რის გამოც გადაწყვიტა საკუთარი ბარი გაეხსნა და გახსნა კიდეც. როგორც თავად ამბობს, აპირებს ქართულ ფოლკლორზე მომავალში ფილმიც გადაიღოს. სჯერა, რომ საქართველოში ყველაფერი გამოუვა.

ფადი ასლი

ლიბანელი ბიზნესმენი ფადი ასლი 18 წელია საქართველოში ცხოვრობს. წარმატებული ბიზნესმენი ქართულმა საზოგადოებამ ია ფარულავასთან ქორწინების შემდეგ გაიცნო. ფადი ასლი ამჯერად საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეა. ბოლო დროს ის ხშირად ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მწვავე განცხადებებსაც აკეთებს.

სვენ ვოგე

ნორვეგიელი სვენ ვოგე წლებია საქართველოში ცხოვრობს. კარგად იცნობს ქართულ კულტურას და მის მიერ დაარსებულ ფოლკლორულ ტრიოში "გიორგი“ ქართულ სიმღერებს პროფესიონალურად ასრულებს. ორი ნორვეგიელისა და ქართველისგან შემდგარი ტრიო კონცერტებსა და ტურნეებს ხშირად მართავს. ქართული სიმღერა ბატონმა სვენმა თავისი ნათლიისგან, გიორგი უშიკიშვილისგან შეისწავლა. საქართველოში საცხოვრებლად სწორედ ქართული სიმღერის სიყვარულის გამო დარჩა. ის წარმოშობით ოსლოდან არის. სვენ ვოგემ ქართულ-ნორვეგიული ფოლკლორის ცენტრიც დაარსა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია