კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძეს სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვის საკითხში მხარდაჭერა გამოუცხადა
გიორგი კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძეს სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვის საკითხში მხარდაჭერა გამოუცხადა

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს თა­მარ სა­ნი­კი­ძეს სკო­ლებ­ში საგ­ნის "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის" და­ნერგვის სა­კი­თხში მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდომ­ზე გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში საგ­ნის "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის" შე­მო­ღე­ბის სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის სწავ­ლე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­დე­ბი­თის გარ­და არა­ფე­რია.

"მინ­და შე­ვე­ხო რამ­დე­ნი­მე სა­კითხს, მათ შო­რის, გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში დის­ციპ­ლი­ნის - "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის" შე­მო­ღე­ბას და გა­უ­თა­ვე­ბელ თავ­დას­ხმებ­სა და სკე­პუ­ლა­ცი­ებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მი­მართ. ჩვენ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მთავ­რო­ბა­ში ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა გვქონ­და. და­ის­ვა შე­კი­თხვე­ბი, მათ შო­რის სა­ჯა­რო სივ­რცი­დან წა­მო­სუ­ლი, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი შე­კი­თხვე­ბი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც ჩვენ დავ­სვით, არის პა­სუ­ხგა­ცე­მუ­ლი და ამო­წუ­რუ­ლი. მინ­და სა­ჯა­როდ გან­ვა­ცხა­დო, ის, რომ სა­წყი­სი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ჩვენ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა ვას­წავ­ლოთ და გა­ნუ­ვი­თა­როთ, მე მგო­ნი ამა­ში და­დე­ბი­თის გარ­და არა­ფე­რია", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, რის­კე­ბი ყვე­ლა­ფერ­ში არ­სე­ბობს, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რი მცდე­ლო­ბა უნდა იყოს იქეთ­კენ მი­ო­მარ­თუ­ლი, რომ მათი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მოხ­დეს.

"რის­კე­ბი ყვე­ლა­ფერ­ში არ­სე­ბობს და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ასე­თი რის­კე­ბი იქ­ნას თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი. პე­და­გო­გე­ბის მომ­ზა­დე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა, მაგ­რამ ის, რომ ასე­თი რის­კე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს არამც და არამც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ასე­თი დის­ციპ­ლი­ნა არ არის სა­ჭი­რო. მე ვფიქ­რობ, რომ ამა­ზე ჩვენ ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით და იმ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც მე ვახ­სე­ნე, ჩვენ ასეთ შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ. ამი­ტომ მე მინ­და, რომ მთე­ლი მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით მხა­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დო გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს. ასე­ვე მინ­და მას მო­ვუ­წო­დო, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნას გახ­სნი­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს კარი ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი დი­ა­ლო­გის­თვის, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ის ბრალ­დე­ბე­ბი და ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი ფსევ­დოტ­რა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ჩვენ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია, არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ამ სა­გან­სა და ამ სპე­კუ­ლა­ცი­ებს შო­რის არ არ­სე­ბობს. ჩვენ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ, თუკი რა­ი­მე ასე­თი რის­კი შე­იძ­ლე­ბა იყოს ამ გან­ხილ­ვე­ბის პრო­ცეს­ში", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მსგავ­სი სა­კი­თხი მო­მა­ვალ­ში უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მთავ­რო­ბა­ში უნდა იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი და მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გუნ­დუ­რად უნდა გა­მო­ით­ქვას.

"ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ­ში წა­მო­იჭ­რას, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გან­ხი­ლუ­ლი უნდა იქ­ნას მთავ­რო­ბა­ში და შემ­დეგ უკვე გუნ­დუ­რად გა­მო­ით­ქვას მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი იმი­ტომ, რომ ჩვენ არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს, ვა­კე­თოთ ის, რაც სწო­რია და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ის პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ვთვლით, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიორგი კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძეს სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვის საკითხში მხარდაჭერა გამოუცხადა

გიორგი კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძეს სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვის საკითხში მხარდაჭერა გამოუცხადა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს სკოლებში საგნის "მე და საზოგადოების" დანერგვის საკითხში მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომზე განათლების პროგრამაში საგნის "მე და საზოგადოების" შემოღების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანამოქალაქეებისთვის ადრეული ასაკიდან პასუხისმგებლობის გრძნობის სწავლებასა და განვითარებაში დადებითის გარდა არაფერია.

"მინდა შევეხო რამდენიმე საკითხს, მათ შორის, განათლების პროგრამაში დისციპლინის - "მე და საზოგადოების" შემოღებას და გაუთავებელ თავდასხმებსა და სკეპულაციებს განათლების მინისტრის მიმართ. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მთავრობაში ამ საკითხის განხილვა გვქონდა. დაისვა შეკითხვები, მათ შორის საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვები. აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, არის პასუხგაცემული და ამოწურული. მინდა საჯაროდ განვაცხადო, ის, რომ საწყისი ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა პასუხისმგებლობის გრძნობა ვასწავლოთ და განუვითაროთ, მე მგონი ამაში დადებითის გარდა არაფერია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რისკები ყველაფერში არსებობს, მაგრამ მაქსიმალური მცდელობა უნდა იყოს იქეთკენ მიომართული, რომ მათი თავიდან აცილება მოხდეს.

"რისკები ყველაფერში არსებობს და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული. პედაგოგების მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ის, რომ ასეთი რისკები შეიძლება არსებობდეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა არ არის საჭირო. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და იმ შეხვედრაზე, რომელიც მე ვახსენე, ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ. ამიტომ მე მინდა, რომ მთელი მთავრობის სახელით მხადაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრს. ასევე მინდა მას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად იქნას გახსნილი განათლების სამინისტროს კარი ნებისმიერი ასეთი დიალოგისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ბრალდებები და ინსინუაციები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, არანაირი კავშირი ამ საგანსა და ამ სპეკულაციებს შორის არ არსებობს. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ, თუკი რაიმე ასეთი რისკი შეიძლება იყოს ამ განხილვების პროცესში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსგავსი საკითხი მომავალში უპირველეს ყოვლისა, მთავრობაში უნდა იქნას განხილული და მხარდამჭერი განცხადებები გუნდურად უნდა გამოითქვას.

"ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შესაძლოა მომავალში წამოიჭრას, უპირველეს ყოვლისა, განხილული უნდა იქნას მთავრობაში და შემდეგ უკვე გუნდურად გამოითქვას მხარდამჭერი განცხადებები იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ ის პროგრამები, რომლებიც ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."