საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ვიკვებები მაშინ, როცა საკვები მოაქვთ...“ - ლაგოდეხში 88 წლის მოხუცი იძულებით პატიმრობაში ჰყავთ
„ვიკვებები მაშინ, როცა საკვები მოაქვთ...“ - ლაგოდეხში 88 წლის მოხუცი იძულებით პატიმრობაში ჰყავთ

თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და სას­ტი­კი მო­პყრო­ბის ფაქ­ტი ლა­გო­დეხ­ში - "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 88 წლის ქალ­ბა­ტო­ნი 3 წე­ლია ერთ ოთახ­შია გა­მო­კე­ტი­ლი. სახ­ლი, სა­დაც მო­ხუ­ცია ჩა­კე­ტი­ლი, მის ნა­თე­სავს ეკუთ­ვნის. ოთა­ხის კარი მხო­ლოდ რამ­დენ­ჯერ­მე იღე­ბა, რო­დე­საც მო­ხუც­თან მი­სი­ვე პენ­სი­ით და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით ნა­ყი­დი საკ­ვე­ბი შე­აქვთ.

"ავად ვი­ყა­ვი და სა­ა­ვად­მყო­ფო­დან პირ­და­პირ აქ მო­მიყ­ვა­ნეს. ეს სხვი­სი სახ­ლია, სამი წე­ლია აქ ვარ ჩა­კე­ტი­ლი. ჩემი შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობს. მე ლიდა მივ­ლის. ის იღებს ჩემს პენ­სი­ას და ჩემს ყვე­ლა დო­კუ­მენტზე წვდო­მა აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა საკ­ვებს, ვიკ­ვე­ბე­ბი მა­შინ, რო­დე­საც ლიდა მო­დის და საკ­ვე­ბი მო­აქვს. ქუ­ჩა­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვი­დო­დი, მაგ­რამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მაქვს. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ და­ე­ცე­მი და ჩვენ მოგვ­თხო­ვენ პა­სუხ­სო", - ამ­ბობს ლიდა რეჟენ­კო­ვა.

სახ­ლი, სა­დაც მო­ხუ­ცი ცხოვ­რობს, ლა­გო­დე­ხის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს. რეჟენ­კო­ვა იქ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს, არ აქვს გათ­ბო­ბა და სვე­ლი წერ­ტი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

"მთელ დღეს ლო­გინ­ში ვა­ტა­რებ. როცა მცი­ვა ვწვე­ბი და ასე ვთბე­ბი. გა­რეთ გას­ვლა მინ­და. სა­პირ­ფა­რე­შო­ში მა­ინც გა­მიშ­ვან", - აცხა­დებს მო­ხუ­ცი.

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რეჟენ­კო­ვას უვ­ლის ამ­ბობს, რომ მო­ხუ­ცის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მი­ი­ღო. თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვთ ად­გი­ლობ­რი­ვებს.

ინ­ფორ­მა­ცია მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფისს და სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს უკვე მი­ე­წო­და.

„ვიკვებები მაშინ, როცა საკვები მოაქვთ...“ - ლაგოდეხში 88 წლის მოხუცი იძულებით პატიმრობაში ჰყავთ

„ვიკვებები მაშინ, როცა საკვები მოაქვთ...“ - ლაგოდეხში 88 წლის მოხუცი იძულებით პატიმრობაში ჰყავთ

თავისუფლების აღკვეთის და სასტიკი მოპყრობის ფაქტი ლაგოდეხში - "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 88 წლის ქალბატონი 3 წელია ერთ ოთახშია გამოკეტილი. სახლი, სადაც მოხუცია ჩაკეტილი, მის ნათესავს ეკუთვნის. ოთახის კარი მხოლოდ რამდენჯერმე იღება, როდესაც მოხუცთან მისივე პენსიით და სოციალური დახმარებით ნაყიდი საკვები შეაქვთ.

"ავად ვიყავი და საავადმყოფოდან პირდაპირ აქ მომიყვანეს. ეს სხვისი სახლია, სამი წელია აქ ვარ ჩაკეტილი. ჩემი შვილი საზღვარგარეთ მუშაობს. მე ლიდა მივლის. ის იღებს ჩემს პენსიას და ჩემს ყველა დოკუმენტზე წვდომა აქვს. რაც შეეხება საკვებს, ვიკვებები მაშინ, როდესაც ლიდა მოდის და საკვები მოაქვს. ქუჩაში სიამოვნებით გავიდოდი, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მაქვს. მეუბნებიან, რომ დაეცემი და ჩვენ მოგვთხოვენ პასუხსო", - ამბობს ლიდა რეჟენკოვა.

სახლი, სადაც მოხუცი ცხოვრობს, ლაგოდეხის ცენტრში მდებარეობს. რეჟენკოვა იქ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, არ აქვს გათბობა და სველი წერტილი.

იხილეთ ვიდეო

"მთელ დღეს ლოგინში ვატარებ. როცა მცივა ვწვები და ასე ვთბები. გარეთ გასვლა მინდა. საპირფარეშოში მაინც გამიშვან", - აცხადებს მოხუცი.

ადამიანი, რომელიც რეჟენკოვას უვლის ამბობს, რომ მოხუცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ ადგილობრივებს.

ინფორმაცია მოხუცი ქალბატონის შესახებ სახალხო დამცველის ოფისს და სოციალურ სამსახურს უკვე მიეწოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია