სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - ვიზიარებ პრემიერის ერთ ფრაზას - ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს
ირაკლი ალასანია - ვიზიარებ პრემიერის ერთ ფრაზას - ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს

ვი­ზი­ა­რებ პრე­მი­ე­რის ერთ ფრა­ზას - ჯარი უნდა იყოს პო­ლი­ტი­კის­გან შორს, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გვი­რი­კაშ­ვი­ლის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას.

რო­გორც ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ბი ქვე­ყა­ნას ვერ გა­ა­ერ­თი­ა­ნე­ბენ.

"ფაქ­ტია რომ, კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბის ძი­რი­თა­დი საზ­რუ­ნა­ვი არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და მათი მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბა, არა­მედ ში­და­კო­ლა­ლი­ცი­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის­თვის ბრძო­ლაა. კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­წყდა ხალ­ხს და რე­ა­ლო­ბას, ხე­ლი­დან გა­ექ­ცა ყვე­ლა პრო­ცე­სი, მათ შო­რის, კო­ა­ლი­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბიც. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ვერც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და ვერც სო­ცი­ა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან გა­ის­ტუმ­რე­ბენ.

"ამი­ტომ ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რო­მელ მი­ნისტრს ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ, თუ რო­მელ პარ­ტი­ას და­ა­ტო­ვე­ბი­ნე­ბენ კო­ა­ლი­ცი­ას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოპო­ნენ­ტე­ბი ვართ, ჩვენ "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს " ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში გვინ­და სხვა ძა­ლებ­შიც და­ვი­ნა­ხოთ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის შე­სა­ხებ, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მხო­ლოდ ერთ ფრა­ზას იზი­ა­რებს, რომ ჯარი უნდა იყოს პო­ლი­ტი­კის­გან შორს, პო­ლი­ტი­კუ­რი რხე­ვე­ბი ჯარს არ უნდა ეხე­ბო­დეს.

პრე­მი­ერ­მა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე დღეს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და პარტნი­ო­რებს მო­უ­წო­და, სა­და­ვო სა­კი­თხე­ბი კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით გა­ნი­ხი­ლონ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ცვლი­ლე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია და­პი­რის­პი­რე­ბა­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ჩარ­თვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი ალასანია - ვიზიარებ პრემიერის ერთ ფრაზას - ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს

ირაკლი ალასანია - ვიზიარებ პრემიერის ერთ ფრაზას - ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს

ვიზიარებ პრემიერის ერთ ფრაზას - ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს, - ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრის გიორგი გვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებას.

როგორც ირაკლი ალასანიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარები ქვეყანას ვერ გააერთიანებენ.

"ფაქტია რომ, კოალიციაში შემავალი პარტიების ძირითადი საზრუნავი არა საქართველოს მოსახლეობის რეალური პრობლემები და მათი მოგვარების გზების ძიება, არამედ შიდაკოლალიციური გავლენებისთვის ბრძოლაა. კოალიცია "ქართული ოცნება" მოწყდა ხალხს და რეალობას, ხელიდან გაექცა ყველა პროცესი, მათ შორის, კოალიციაში მიმდინარე პროცესებიც. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ვერც საზოგადოებრივ და ვერც სოციალურ უსაფრთხოებას", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" 2016 წლის არჩევნებზე კოალიცია "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან გაისტუმრებენ.

"ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელ მინისტრს ჩაანაცვლებენ, თუ რომელ პარტიას დაატოვებინებენ კოალიციას. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები ვართ, ჩვენ "თავისუფალ დემოკრატებს " ქვეყნის განვითარების საქმეში გვინდა სხვა ძალებშიც დავინახოთ თანამოაზრეები", - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას თავდაცვის მინისტრის შესახებ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის მხოლოდ ერთ ფრაზას იზიარებს, რომ ჯარი უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს, პოლიტიკური რხევები ჯარს არ უნდა ეხებოდეს.

პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."