მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტულ თამაშებსა და სიმთვრალესთან დაკავშირებით პოლიტიკა მკაცრდება
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტულ თამაშებსა და სიმთვრალესთან დაკავშირებით პოლიტიკა მკაცრდება

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში აზარ­ტულ თა­მა­შებ­სა და სიმ­თვრა­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კა მკაცრ­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სტა­ტის­ტი­კი­დან ირ­კვე­ვა, რომ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მიერ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გან­მსა­ზღვრე­ლი ყვე­ლა იმ უსი­ა­მოვ­ნო და სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტე­ბი­სა, რაც უკავ­შირ­დე­ბა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქი­კურ სი­ჯან­სა­ღეს და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან უფ­ლე­ბას - სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბას.

"თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის და მთლი­ა­ნად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი საქ­ცი­ე­ლი პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და მის მი­მართ სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცია იქ­ნე­ბა უმ­კაც­რე­სი.

ისე­თი ფაქ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის მიერ სამ­სა­ხურ­ში, აგ­რეთ­ვე სამ­ხედ­რო ფორ­მით ყოფ­ნი­სას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის მი­ღე­ბა ან ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნა, იქ­ნე­ბა მკაც­რად დას­ჯი­ლი.

შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლე­ბის ახა­ლი სა­დის­ციპ­ლი­ნო წეს­დე­ბის პრო­ექ­ტში უკვე აი­სა­ხა. პრო­ექ­ტი მთავ­რო­ბას და­სამ­ტკი­ცებ­ლად უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­დეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტულ თამაშებსა და სიმთვრალესთან დაკავშირებით პოლიტიკა მკაცრდება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტულ თამაშებსა და სიმთვრალესთან დაკავშირებით პოლიტიკა მკაცრდება

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტულ თამაშებსა და სიმთვრალესთან დაკავშირებით პოლიტიკა მკაცრდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სტატისტიკიდან ირკვევა, რომ სამხედრო მოსამსახურეების მიერ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანწილად განმსაზღვრელი ყველა იმ უსიამოვნო და სამწუხარო ფაქტებისა, რაც უკავშირდება სამხედრო მოსამსახურის ფსიქიკურ სიჯანსაღეს და ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - სიცოცხლის უფლებას.

"თავდაცვის სამინისტროსთვის და მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის ღირსების შემლახველი საქციელი პრინციპულად მიუღებელია და მის მიმართ სამინისტროს პოზიცია იქნება უმკაცრესი.

ისეთი ფაქტები, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, აგრეთვე სამხედრო ფორმით ყოფნისას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, იქნება მკაცრად დასჯილი.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს შეიარაღებულ ძალების ახალი სადისციპლინო წესდების პროექტში უკვე აისახა. პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება", - განაცხადეს სამინისტროში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს