მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ვოლსკი – პრემიერმა ზუსტად დაუსვა დიაგნოზი პოლიტიკურ პროცესს
გია ვოლსკი – პრემიერმა ზუსტად დაუსვა დიაგნოზი პოლიტიკურ პროცესს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა რე­ა­ლუ­რად მი­თი­თე­ბაა ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნი­სად­მი და მხო­ლოდ თინა ხი­და­შელს არ ეხე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გია ვოლ­სკიმ გა­ნუ­ცხა­და.

ამას­თან, ვოლ­სკის აზ­რით, "თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა არ უნდა ისა­უბ­როს, ვინ უნდა იყოს და ვინ – არა კო­ა­ლი­ცი­ა­ში თუ პარ­ლა­მენ­ტში".

მისი თქმით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა პო­ლი­ტი­კურ თე­მებს არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თავი, არა­მედ მთლი­ა­ნად თავ­დაც­ვის სის­ტე­მა უნდა მო­ა­რი­დოს.

"ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­მო­ნათ­ქვა­მი ჩემს ხედ­ვას­თან სრულ თან­ხვედ­რა­შია. თუკი ეს ხელს უშ­ლის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას, მი­ღე­ბუ­ლი უნდა იყოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც, მაგ­რამ, მე­ო­რეს მხრივ, არ დაგ­ვავ­წიყდეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­მო­ნათ­ქვა­მი იმის შე­სა­ხებ, რომ კო­ა­ლი­ცი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ძვე­ლი, არ­ქა­უ­ლი საბ­ჭო­თა სის­ტე­მი­დან წა­მო­სუ­ლი რა­ღაც სტა­ლი­ნის­ტუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი. სა­ხელ­მწი­ფოს იდე­ო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ლაგ­დე­ბა არა მხო­ლოდ შიდა გან­წყო­ბით, რაც კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რებს გა­აჩ­ნი­ათ, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ძი­რი­თა­დად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა და კი­თხვე­ბის გა­ჩე­ნა, პირ­ველ რიგ­ში, ქვეყ­ნის­თვის არის ცუდი ", - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის შე­ფა­სე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბა­ში საკ­მა­ოდ სხარ­ტად და სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ის შე­ხე­დუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კო­ა­ლი­ცი­ას გა­აჩ­ნია და ის პო­ზი­ცია, რომ­ლი­თაც კო­ა­ლი­ცია ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და.

"ვხე­დავ, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, მარ­თლაც, რო­გორც გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ვიწ­რო­პარ­ტი­ულ­მა, თუ კერ­ძო, პი­რად­მა ხედ­ვებ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვა იმ სტან­დარ­ტულ პო­ზო­ცი­ას­თან, რი­თაც კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხალ­ხის­თვის იყო მი­სა­ღე­ბი – თა­ვი­სი სტა­ბი­ლუ­რო­ბით, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით და ამა­ვე დროს, ერთი მთა­ვა­რი ხა­ზის მწყობ­რი რე­ა­ლი­ზა­ცი­ით. უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ეს მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში. ყვე­ლა სირ­თუ­ლე იქ­ნე­ბა გა­და­ლა­ხუ­ლი, თუკი ერ­თო­ბა იქ­ნე­ბა. პრე­მი­ერ­მა ზუს­ტად და­უს­ვა დი­აგ­ნო­ზი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს, რო­მელ­მაც ბოლო პე­რი­ოდ­ში მე­დი­ა­სივ­რცე და­ი­პყრო – გარ­კვე­ულ­მა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბელ­მა კა­მა­თებ­მა გინ­დაც ერთ-ერთი ფრაქ­ცი­ის, თუ პარ­ტი­ის ლი­დე­რის მხრი­დან და გინ­დაც მთავ­რო­ბის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მი­ნის­ტრის მხრი­დან. ვფიქ­რობ, ამ პი­რა­დულს ხაზი უნდა გა­და­ვუს­ვათ და და­ვუბ­რუნ­დეთ იმ მწყობრ სტრა­ტე­გი­ას, რო­მე­ლიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ყო­ველ­თვის გა­აჩ­ნდა", - ამ­ბობს ვოლ­სკი.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, "ყვე­ლა უნდა და­ფიქ­რდეს, თუ რას ემ­სა­ხუ­რე­ბა პირ­ველ რიგ­ში - არა პი­რად და პარ­ტი­ულ ინ­ტე­რესს, არა­მედ კო­ა­ლი­ცი­ურ ხედ­ვას იმ სტა­ტე­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნია".

პრე­მი­ერ­მა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე დღეს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და პარტნი­ო­რებს მო­უ­წო­და, სა­და­ვო სა­კი­თხე­ბი კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით გა­ნი­ხი­ლონ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ცვლი­ლე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია და­პი­რის­პი­რე­ბა­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ჩარ­თვა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

გია ვოლსკი – პრემიერმა ზუსტად დაუსვა დიაგნოზი პოლიტიკურ პროცესს

გია ვოლსკი – პრემიერმა ზუსტად დაუსვა დიაგნოზი პოლიტიკურ პროცესს

პრემიერ-მინისტრის განცხადება რეალურად მითითებაა ყველა ჩვენთაგანისადმი და მხოლოდ თინა ხიდაშელს არ ეხება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განუცხადა.

ამასთან, ვოლსკის აზრით, "თავდაცვის მინისტრმა არ უნდა ისაუბროს, ვინ უნდა იყოს და ვინ – არა კოალიციაში თუ პარლამენტში".

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკურ თემებს არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთლიანად თავდაცვის სისტემა უნდა მოარიდოს.

"ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრის გამონათქვამი ჩემს ხედვასთან სრულ თანხვედრაშია. თუკი ეს ხელს უშლის სისტემის განვითარებას, მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილებებიც, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ დაგვავწიყდეს პრემიერ-მინისტრის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ კოალიციისთვის მიუღებელია ძველი, არქაული საბჭოთა სისტემიდან წამოსული რაღაც სტალინისტური მოსაზრებები. სახელმწიფოს იდეოლოგიური მიმართულებები ლაგდება არა მხოლოდ შიდა განწყობით, რაც კოალიციის წევრებს გააჩნიათ, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ძირითადად მიმართულებებში დაპირისპირება და კითხვების გაჩენა, პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის ცუდი ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა საკუთარ განცხადებაში საკმაოდ სხარტად და სრულფასოვნად ჩამოაყალიბა ის შეხედულება, რომელიც კოალიციას გააჩნია და ის პოზიცია, რომლითაც კოალიცია ქვეყნის სათავეში მოვიდა.

"ვხედავ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მართლაც, როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, ვიწროპარტიულმა, თუ კერძო, პირადმა ხედვებმა უპირატესობა მოიპოვა იმ სტანდარტულ პოზოციასთან, რითაც კოალიცია "ქართული ოცნება" ხალხისთვის იყო მისაღები – თავისი სტაბილურობით, მრავალფეროვნებით და ამავე დროს, ერთი მთავარი ხაზის მწყობრი რეალიზაციით. უამრავი პრობლემის მიუხედავად, ეს მთავარი მიმართულება ხორციელდებოდა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში. ყველა სირთულე იქნება გადალახული, თუკი ერთობა იქნება. პრემიერმა ზუსტად დაუსვა დიაგნოზი პოლიტიკურ პროცესს, რომელმაც ბოლო პერიოდში მედიასივრცე დაიპყრო – გარკვეულმა, აბსოლუტურად მიუღებელმა კამათებმა გინდაც ერთ-ერთი ფრაქციის, თუ პარტიის ლიდერის მხრიდან და გინდაც მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი მინისტრის მხრიდან. ვფიქრობ, ამ პირადულს ხაზი უნდა გადავუსვათ და დავუბრუნდეთ იმ მწყობრ სტრატეგიას, რომელიც "ქართულ ოცნებას" ყოველთვის გააჩნდა", - ამბობს ვოლსკი.

დეპუტატის თქმით, "ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რას ემსახურება პირველ რიგში - არა პირად და პარტიულ ინტერესს, არამედ კოალიციურ ხედვას იმ სტატეგიასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას გააჩნია".

პრემიერმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებებს განახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მიუღებელია დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."