ამერიკელმა ტურისტმა მოზამბიკის სანაპიროებთან თვითმფრინავის ნამსხვრევი იპოვა, რომელიც შესაძლოა, ორი წლის წინ გაუჩინარებულ მალაიზიურ თვითმფრინავს MH370-ს ეკუთვნოდეს. ამის შესახებ "სიენენი" წერს.
როგორც ამერიკელი ბლეინ გიბსონი ამბობს, ის ნავით სანაპიროებზე სეირნობდა, როდესაც ნამსხვრევი იპოვა. "ჩემს თავს მსგავსი არაფერი არასდროს მომხდარა. ეს თითქოს სიზმარია. არ ვიცი, ეს იმ თვითმფრინავს ეკუთვნის, თუ სხვას", - აღნიშნა ამერიკელმა ტურისტმა. მან ნაპოვნი ნამსხვრევი მოზამბიკის მთავრობას ჩააბარა.