პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერ-მინისტრი - მიუღებელია თინა ხიდაშელის მხრიდან კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაში ჩართვა
პრემიერ-მინისტრი - მიუღებელია თინა ხიდაშელის მხრიდან კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაში ჩართვა

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ თინა ხი­და­შე­ლის ჩარ­თვას "მი­უ­ღე­ბელს" უწო­დებს.

რო­გორც პრე­მი­ე­რის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, თინა ხი­და­შე­ლი პირ­ველ რიგ­ში მთავ­რო­ბის წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრია და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ არის სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი.

"პო­ლი­ტი­კურ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ კო­ა­ლი­ცი­ა­ში სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მა მი­ი­ღო. არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს, ვინ და რის გამო და­ი­წყო და­პი­რის­პი­რე­ბა.

ეს არ უნდა ვა­კად­როთ, პირ­ველ რიგ­ში, იმ ხალ­ხს, ვინც 2012 წელს მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რა, ქვეყ­ნის მარ­თვა გვან­დო და რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­ად­გე­ნენ. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მი­უდ­გნენ სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­სა და გან­ცხა­დე­ბებს, იფიქ­რონ და და­სა­ხონ ხალ­ხის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ვა­კე­თე პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რე­ბის მხრი­დან თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მი­სა­მარ­თით ამ ტი­პის სა­ჯა­რო ბრალ­დე­ბე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია და დღე­საც ამ აზ­რზე ვრჩე­ბი. თუმ­ცა, ამა­ვე დროს, მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი პირ­ველ რიგ­ში მთავ­რო­ბის წევ­რია, იგი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრია და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ არის სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი. სწო­რედ მისი სტა­ტუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, მი­უ­ღე­ბე­ლია მისი მხრი­დან მსგავს და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩარ­თვა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ, იმი­სათ­ვის, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნას ჩვე­ნი ჯა­რის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყო ჯა­რის­კა­ცე­ბი და ოფიც­რე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში აღ­მოჩ­ნდნენ ჩარ­თუ­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია კო­ა­ლი­ცი­ა­ში არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ე­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

პრემიერ-მინისტრი - მიუღებელია თინა ხიდაშელის მხრიდან კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაში ჩართვა

პრემიერ-მინისტრი - მიუღებელია თინა ხიდაშელის მხრიდან კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაში ჩართვა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ჩართვას "მიუღებელს" უწოდებს.

როგორც პრემიერის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, თინა ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

"პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ და რის გამო დაიწყო დაპირისპირება.

ეს არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და რომლებიც საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს, იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები.

რამდენიმე დღის წინ გავაკეთე პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ კოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრის მისამართით ამ ტიპის საჯარო ბრალდებები მიუღებელია და დღესაც ამ აზრზე ვრჩები. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თინათინ ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული", - აღნიშნულია კოალიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პრემიერის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."