"კარის მიღმა ადამიანი მელოდება, რომელიც მხოლოდ ჩემია" - თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი დედაზე

"კარის მიღმა ადამიანი მელოდება, რომელიც მხოლოდ ჩემია" - თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი დედაზე

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი დედის დღეს საკუთარ დედას "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან ულოცავს.

"დედის დღეს გილოცავ დე. გაძლება გქონოდეს ჩვენი

დღეს დედაჩემი ალბათ უფრო ჩემი შვილების ბებოა, მისი ყოველი დღე, ყოველი წუთი ამ ორი პატარა ბიჭით არის სავსე. მათთან, მათთვის, მათი ბედნიერებისთვის და მათი ბედნიერებით ცხოვრობს და ირჯება მუდმივად. მაგრამ არის რაღაც სრულიად განსხვავებული, განსაკუთრებული დედისთვის, როცა ზუსტად იცი როგორც არ უნდა უყვარდეს შენი შვილები, როგორც არ უნდა გეცილებოდეს მათ სიყვარულში, შენ მაინც ყველაზე მთავარი ხარ.

საკმარისია ნაკლებად გავიცინო, "ზომაზე მეტად", უხასიათოდ ვიყო, თავი ამტკივდეს, სახლში "დროზე ადრე" დავბრუნდე, უცებ 18 წლის გოგო ხდება რომ გამაცინოს, დამეხმაროს, ხასიათი გამომისწოროს, წამალი მომაწოდოს, საჭმელი გამითბოს, ცხოვრება გამიმარტივოს.

ასე არავის ექცევა, მისთვის ყველაზე ძვირფას, ჩემს ბიჭებსაც კი. მხოლოდ ჩემთან ხდება ახალგაზრდა, ჩემს დანახვაზე ავიწყდება საკუთარი ტკივილი და საწუხარი და მხოლოდ ჩემთვის არსებობს.

ალბათ მეც ასე ვარ ჩემს შვილებთან, მათი შვილების დედებიც ასე იქნებიან და ასე იქნება მუდამ.

ეს სრულიად სხვა ამბავია, არაფერთან შესადარი.

შვილებთან უბრალოდ დედები ვართ, სხვაგვარი მზერა გვიხდება, სხვანაირად ვამაყობთ, განსაკუთრებულად გვტკივა და განსაკუთრებულად გვიხარია.

არის ემოცია რომელიც ვერასოდეს დაგტოვებს. ვერასოდეს გაფერმკრთალდება, ვერაფერი ჩაანაცვლებს.

სანდრო პირველად რომ დავინახე ეს სწორედ ის წამი იყო.

წამი რომელიც მარადისობად იქცა.

ყოველდღე, როდესაც ამ ძალიან დაუნდობელი, ცინიკური სამყაროდან სახლის კართან მივდივარ, ვიცი რომ იმ კარის მიღმა ადამიანი მელოდება, რომელიც მხოლოდ ჩემია, არავისთან გამიყოფს მის სიყვარულს და ვერავინ შემეცილება.

ეს საკმარისია. დიდხანს მყავდი დე",- წერს თინა ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს