ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დაკავების მომენტში ფეხმძიმედ იყო. ამის შესახებ ომარ ქაფიაშვილის დედამ ლილი მინდიკაურმა "ნანუკას შოუსთვის" მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა.
თუმცა როგორც პაპიძის დედამთილი ამბობს, არასწორია ლანა პაპიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაგდა სამი თვის ფეხმძიმე იყო.
"ლანამ თქვა, რომ სამი თვის ფეხმძიმე იყოო. ეს სრული სიცრუეა. დამტკიცებულია, რომ ორკვირანახევრის ფეხმძიმე იყო. როდესაც დაიჭირეს იქ გაიგო, რომ ორსულად იყო. არ მჯერა, რომ ჩემი შვილისგან იყო ფეხმძიმედ. თვითონმე თქვა, რომ ურთიერთობა არ ჰქონდა ომარისთან", - ამბობს მინდიკაური.