ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედამთილი დუმილს არღვევს და "ნანუკას შოუსთვის" მიცემულ ინტერვიუში დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როდესაც მისი შვილი და შვილიშვილი მოკლული იპოვეს.
მინდიკაური თქმით, იმ ღამეს მის რძალს, მაგდა პაპიძეს აღელვება არ ეტყობოდა და მშვიდად მოქმედებდა.
"მითხრა, რომ ომარმა ბავშვი ხაჭაპურის საჭმელად წაიყვანა. ძალიან რომ დააგვიანდათ, ვუთხარი რომ მოგვეკითხა. ომარის მეურნეობაში ჰყავდა ძმაკაცი. ვუთხარი მაგდას დაურეკე იქნებ იქ წაიყვანა ბავშითქო. მითხრა, ვერ დავურეკავ, რადგან მიბრაზდება როდესაც მას ან მის ძმაკაცს ვურეკავო. ამბობს, რომ ნუ მამოწმებო. შემდეგ მე გადავწყვიტე ომარისთან დამერეკა. ზარი გავუშვი, მაგრამ არ მიპასუხა. ღამის 2 საათი იყო, მაგდას დავურეკე, მოვიკითხე ომარი და ბავშვი. მითხრა, არ მოსულანო.. ასევე მითხრა, ეხლა მანქანით ვერ გავალ პატრულის მეშინიაო, პრავა არ ჰქონდა, ისე დადიოდა ქალაქში. ისე გავალ ფეხით, გავხედავო. კაი მეც გამოგყვებითქო, ვუთხარი. ამის თქმა იყო და ტელეფონი გამითიშა. როდესაც გასასვლელად მოვემზადე და გავედი, მაგდაც ამ დროს გამოვიდა. მითხრა, მესიჯი მომწერა და ეხლა მათ დასახვედრად გავდივარო...შედი და დაიძინე შენო. შევედი სახლში მეც. თუმცა ვერ დავიძინე", - იხსენებს მინდიკაური.
მისი თქმით, რამდენმე ხნის შემდეგ კარზე ბრახუნმა გააღვიძა. მას მაგდამ უთხრა, რომ ომარი და თორნიკე "გარეთ დასისხლიანებულები ეყარნენ".
"მაგდას ეჭირა სისხლიანი ხელები და ამბობდა, ორივე ყრიან დასისხლიანებულიო. გასასვლელთან ეგდო ომარი. რომ მივედი სულ მთლად გაყინული იყო. დავიწყე კივილი, ხალხს საშველად დავუძახე. ამ დროს მაგდა სად იყო და რას შვრებოდა, არ მახსოვს. რამდენიმე წუთში გამახსენდა ბავშვიც. ვიკითხე თოკო სად არისთქო და თოკო მანქანაშიაო, მითხრა მაგდამ. რომ მივედი ბავშვი სიდენიების შუაში იყო ჩაკეცილი. იქიდან რომ ამოვიყვანე, ბავშვი ჯერ კიდევ თბილი იყო. სასწრაფო რომ მოვიდა თქვა, რომ ორივე მკვდარიაო", - ამბობს მინდიკაური.
მკვლელობის მოტივზე იგი ვერაფერს ამბობს, თუმცა ერთ ჭორს იხსენებს, რომელიც რძალთან დაკავშირბეით გაიგო.
"ჭორი გამოვიდა, რომ მაგდა და თავისი საყვარელი რამდენიმე დღეში გაპარვას აპირებდნენო", - ამბობს მინდიკაური.
ის, რომ მაგდას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა ომარ ქაფიაშვილის მეგობარს, მარიამ მაზმიაშვილს ლანა პაპიძემ უთხრა.
მარიამ მაზმიაშვილი, ომარ ქაფიაშვილის მეგობარი:
"ლანასგან გავიგე, რომ მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. ახლი და გვარიც მისგან გავიგე. ისიც თქვა, რომ მაგდა ომარის მიმართ გაციებული იყო ძალიან".
თიკო პეტრიაშვილი, ოჯახის ახლობელი:
"როდესაც ეს მოხდა, როგორც მაგდა ამბობდა, მხოლოდ დედას ელაპარაკებოდა ტელეფონზე. სინამდვილეში გაირკვა, რომ ოთო ბერძენიშვილთან ჰქონდა ძალიან ბევრი დანარეკი. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ოთო ბერძენიშვილის გამო გააკეთა".
რამდენიმე კვირის წინ პროკურატურამ მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაასაჯაროვა. განცხადებასთან ერთად, პროკურატურა ფოტო-ვიდეომასალა და ჩვენებები გაავრცელა.
ასევე იხილეთ: პროკურატურა მაგდა პაპიძის საქმის ახალ დეტალებს ამჟღავნებს
მაგდა პაპიძეს არ სჯერა, რომ მისი შვილი გარდაცვლილია - ადვოკატი