პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პადნოშკებით" დავიღალე" - თემები, რომელზეც ნინი ბადურაშვილს აქამდე არ ულაპარაკია
"პადნოშკებით" დავიღალე" - თემები, რომელზეც ნინი ბადურაშვილს აქამდე არ ულაპარაკია

ინ­ტერ­ვი­უ­სას ასე­თი გულ­წრფე­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად არი­ან, რო­გო­რიც მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში იყო, რუბ­რი­კის­თვის: "ჩემი ცხოვ­რე­ბის პა­ლიტ­რა", რო­მელ­შიც რეს­პონ­დენ­ტი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ეტა­პებს ფე­რებს ადა­რებს.

ვი­ნა­ი­დან არც ისე მო­სა­ხელ­თე­ბე­ლი რეს­პონ­დენ­ტია და პრე­სის­თვის ინ­ტერ­ვი­უს, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ იძ­ლე­ვა, ამი­ტომ, ვიდ­რე მთა­ვარ სათ­ქმელ­ზე გა­და­ვი­დო­დით, შე­სა­ვალ­ში დრო მის ამ­ჟა­მინ­დელ საქ­მი­ა­ნო­ბას და­ვუთ­მეთ. ის სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სოლო კონ­ცერ­ტებს აქ­ტი­უ­რად მარ­თავს.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ქუ­თა­ი­სი­დან მი­ვი­ღე, - პრო­დი­უ­სერ­მა სო­ფომ მი­თხრა, შენი სოლო კონ­ცერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გავ­მარ­თო­თო. იდეა მო­მე­წო­ნა, რად­გა­ნაც არას­დროს მქო­ნია ასე­თი კონ­ცერ­ტე­ბი. უკვე ბევ­რი რე­გი­ო­ნი მო­ვი­ა­რე.

- ბი­ლე­თი იყი­დე­ბა?

- კი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­გი­ო­ნებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა, სა­რის­კო იყო გა­ი­ყი­დე­ბო­და ბი­ლე­თე­ბი, თუ - არა. სა­ოც­რე­ბა მოხ­და, - გა­ი­ყი­და, პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- კონ­ცერ­ტებს სად მარ­თავ?

- რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრებ­ში არ­სე­ბუ­ლი თე­ტა­რე­ბის შე­ნო­ბებ­სა და კულ­ტუ­რის სახ­ლებ­ში, რაც ძვე­ლი დრო­ი­დან შე­მორ­ჩა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, კონ­ცერ­ტზე რამ­დე­ნი ხალ­ხი და­დის. მარ­თა­ლია ცივა, არ არის კარ­გი გა­რე­მო (მხო­ლოდ ორ ად­გი­ლას იყო გათ­ბო­ბა), მაგ­რამ ყვე­ლა გამ­გე­ბე­ლი, ვი­საც შევ­ხვდით, დაგვპირ­და, რომ იმ შე­ნო­ბებს აღად­გე­ნენ.

- სცე­ნა­ზე მხო­ლოდ შენ მღე­რი?

- კი, შუ­ა­ლე­დებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ცეკ­ვის ან­სამ­ბლი თუ მომ­ღე­რა­ლი მე­ნაც­ვლე­ბა, რომ ცოტა და­ვის­ვე­ნეო. დიდი დატ­ვირ­თვაა, 13- 14 სიმ­ღე­რას ვას­რუ­ლებ, დღე­ში ორი კონ­ცერ­ტი მი­წევს. მარ­თა­ლია აქე­დან დიდი შე­მო­სა­ვა­ლი არ მაქვს, მაგ­რამ ამ სა­მუ­შა­ო­თი სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ, თან ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის.

ამ­ბო­ბენ, ამ სფე­რო­ში არა­ფე­რი ხდე­ბა თუ თა­ვად არ გა­ა­კე­თე რამე, ორ­გა­ნი­ზე­ბა არ გა­უ­წიე ამ ყვე­ლა­ფერს, რამე არ მო­ახ­დი­ნე, თუ სახ­ლში და­ჯე­ქი, მარ­თლა არა­ფე­რი მოხ­დე­ბა. ეს არის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ასე­თი პა­ტა­რა ბა­ზა­რი გვაქვს და ამ ბა­ზარ­ზე უნდა იმუ­შა­ვო.

- სურ­ვი­ლი არ გაგ­ჩე­ნია, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში აგე­წყო კა­რი­ე­რა?

- არა, ღმერ­თს დიდი მად­ლო­ბა, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­თვის მაქვს სა­მუ­შაო და არ მიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, აქე­დან წა­ვი­დე, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რომ იყოს, შე­იძ­ლე­ბა მე­ფიქ­რა, რად­გა­ნაც შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ არა, რომ ასე ავ­დგე და 30 წლი­სამ ბედი სხვა­გან ვე­ძიო, აქ ყოფ­ნა მირ­ჩევ­ნია, მათ­თან, ვინც მა­ფა­სებს. ჯო­ბია, ჩემს ხალ­ხს ვუმ­ღე­რო და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა აქ გან­ვა­ვი­თა­რო. ადრე, ვიდ­რე ელე­ნე მე­ყო­ლე­ბო­და, სხვა­ნა­ი­რად ვფიქ­რობ­დი. ახლა უცხო ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა კი არა, სახ­ლი­დან რომ გა­მოვ­დი­ვარ 2- 3 სა­ა­თით, ბავ­შვის წი­ნა­შე თით­ქოს და­ნა­შა­ულს ვგრძნობ, მი­უ­ხედ­ვად იმი­სა, რომ ელე­ნეს საკ­მა­ოდ დიდ დროს ვუთ­მობ.

- მოდი, ჩვე­ნი რუბ­რი­კის მთავრ თე­მა­ზეც გა­და­ვი­დეთ. გა­გი­მარ­თლა და ცნო­ბილ ოჯახ­ში და­ი­ბა­დე. რა ად­გი­ლი უკა­ვია ოჯახს შენს ცხოვ­რე­ბა­ში და რა ფერს მი­ა­ნი­ჭებ­დი მას?

- ბავ­შვო­ბა იმ­დე­ნად ნა­თე­ლი მახ­სოვს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ასე­თი­ვე ნა­თელ ფერს უნდა შე­ვა­და­რო, ალ­ბათ რა­ღაც ღია ვარ­დის­ფერს. იმ პე­რი­ო­დი­დან ცუდი არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა. მარ­თლაც ისე მოხ­და, რომ გავჩნდი ოჯახ­ში, სა­დაც გავჩნდი, - ეს ღმერ­თის სა­ჩუ­ქა­რია. გარ­და იმი­სა, რომ ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ჩვენ­თან ყო­ველ­თვის სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, უმ­რავ­ლე­სო­ბა სამ­წუ­ხა­როდ დღეს ცო­ცხა­ლი აღარ არის. ბა­ბუ­ა­ჩემ იმე­დას­თან მარ­თლა კარ­გი სტუმ­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ - თე­მი­კო ჩირ­გა­ძე, გუ­რამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე (ლორ­თქია), გუ­რამ ფირ­ცხა­ლა­ვა, ელ­დარ შენ­გე­ლა­ია ხომ ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლია და იყო სა­ო­ცა­რი სა­ღა­მო­ე­ბი... ასე­ვე კარ­გად მახ­სოვს დე­და­ჩე­მის მე­გობ­რე­ბი - "მზი­უ­რი­დან", - თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და მაია ჯა­ბუა სა­ერ­თოდ, ჩემი ნათ­ლი­ე­ბი არი­ან. რო­გორც დე­დას მე­გო­ბა­რი, პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მახ­სოვს დათო ევ­გე­ნი­ძეც, ეკას სა­მე­გობ­რო წრე­ში იყ­ვნენ მისი მსა­ხი­ო­ბი მე­გობ­რე­ბი: გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძე, ლე­ვან წუ­ლა­ძე (ჭოლა), ჩემს მშობ­ლებს ფარ­თო და სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავ­და. დე­დას თე­ატ­რში დავ­ყავ­დი, ცო­ცხა­ლი გე­ნი­ო­სი, მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი მახ­სოვს, მის რე­პე­ტი­ცი­ებს ვეს­წრე­ბო­დი. ღმერ­თის დიდი სა­ჩუ­ქა­რი იყო, რომ ამ გა­რე­მოც­ვა­ში გავჩნდი და გა­ვი­ზარ­დე.

ორ­წლი­ნა­ხევ­რის ვი­ყა­ვი, როცა პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე ავე­დი და რა­ღაც კონ­ცერ­ტში, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ვიმ­ღე­რე, მაგ­რამ რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, მი­ნერ­ვი­უ­ლია, თან, თურ­მე შემ­რცხვა კი­დეც. რა სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლე, არ მახ­სოვს. ასე­თი იყო ჩემი პირ­ვე­ლი სას­ცე­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა.

- შენს თი­ნე­ი­ჯე­რო­ბას რა ფერს შე­ა­და­რებ­დი?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პადნოშკებით" დავიღალე" - თემები, რომელზეც ნინი ბადურაშვილს აქამდე არ ულაპარაკია

"პადნოშკებით" დავიღალე" - თემები, რომელზეც ნინი ბადურაშვილს აქამდე არ ულაპარაკია

ინტერვიუსას ასეთი გულწრფელები იშვიათად არიან, როგორიც მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჩვენთან ინტერვიუში იყო, რუბრიკისთვის: "ჩემი ცხოვრების პალიტრა", რომელშიც რესპონდენტი თავისი ცხოვრების ეტაპებს ფერებს ადარებს.

ვინაიდან არც ისე მოსახელთებელი რესპონდენტია და პრესისთვის ინტერვიუს, პრაქტიკულად, არ იძლევა, ამიტომ, ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდით, შესავალში დრო მის ამჟამინდელ საქმიანობას დავუთმეთ. ის საქართველოს მასშტაბით სოლო კონცერტებს აქტიურად მართავს.

- შემოთავაზება ქუთაისიდან მივიღე, - პროდიუსერმა სოფომ მითხრა, შენი სოლო კონცერტები საქართველოს მასშტაბით გავმართოთო. იდეა მომეწონა, რადგანაც არასდროს მქონია ასეთი კონცერტები. უკვე ბევრი რეგიონი მოვიარე.

- ბილეთი იყიდება?

- კი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში სოციალური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, სარისკო იყო გაიყიდებოდა ბილეთები, თუ - არა. საოცრება მოხდა, - გაიყიდა, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.

- კონცერტებს სად მართავ?

- რაიონულ ცენტრებში არსებული თეტარების შენობებსა და კულტურის სახლებში, რაც ძველი დროიდან შემორჩა. ვერ წარმოიდგენთ, კონცერტზე რამდენი ხალხი დადის. მართალია ცივა, არ არის კარგი გარემო (მხოლოდ ორ ადგილას იყო გათბობა), მაგრამ ყველა გამგებელი, ვისაც შევხვდით, დაგვპირდა, რომ იმ შენობებს აღადგენენ.

- სცენაზე მხოლოდ შენ მღერი?

- კი, შუალედებში ადგილობრივი ცეკვის ანსამბლი თუ მომღერალი მენაცვლება, რომ ცოტა დავისვენეო. დიდი დატვირთვაა, 13- 14 სიმღერას ვასრულებ, დღეში ორი კონცერტი მიწევს. მართალია აქედან დიდი შემოსავალი არ მაქვს, მაგრამ ამ სამუშაოთი სიამოვნებას ვიღებ, თან ცხოვრება სხვანაირად არ გამოდის.

ამბობენ, ამ სფეროში არაფერი ხდება თუ თავად არ გააკეთე რამე, ორგანიზება არ გაუწიე ამ ყველაფერს, რამე არ მოახდინე, თუ სახლში დაჯექი, მართლა არაფერი მოხდება. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ასეთი პატარა ბაზარი გვაქვს და ამ ბაზარზე უნდა იმუშავო.

- სურვილი არ გაგჩენია, რომ უცხო ქვეყანაში აგეწყო კარიერა?

- არა, ღმერთს დიდი მადლობა, რომ ჩემს ქვეყანაში ყოველთვის მაქვს სამუშაო და არ მიჩნდება სურვილი, აქედან წავიდე, თუმცა სერიოზული შემოთავაზება რომ იყოს, შეიძლება მეფიქრა, რადგანაც შრომისმოყვარე ვარ. სხვა შემთხვევაში, ალბათ არა, რომ ასე ავდგე და 30 წლისამ ბედი სხვაგან ვეძიო, აქ ყოფნა მირჩევნია, მათთან, ვინც მაფასებს. ჯობია, ჩემს ხალხს ვუმღერო და ჩემი საქმიანობა აქ განვავითარო. ადრე, ვიდრე ელენე მეყოლებოდა, სხვანაირად ვფიქრობდი. ახლა უცხო ქვეყანაში წასვლა კი არა, სახლიდან რომ გამოვდივარ 2- 3 საათით, ბავშვის წინაშე თითქოს დანაშაულს ვგრძნობ, მიუხედვად იმისა, რომ ელენეს საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ.

- მოდი, ჩვენი რუბრიკის მთავრ თემაზეც გადავიდეთ. გაგიმართლა და ცნობილ ოჯახში დაიბადე. რა ადგილი უკავია ოჯახს შენს ცხოვრებაში და რა ფერს მიანიჭებდი მას?

- ბავშვობა იმდენად ნათელი მახსოვს, რომ აუცილებლად ასეთივე ნათელ ფერს უნდა შევადარო, ალბათ რაღაც ღია ვარდისფერს. იმ პერიოდიდან ცუდი არაფერი მახსენდება. მართლაც ისე მოხდა, რომ გავჩნდი ოჯახში, სადაც გავჩნდი, - ეს ღმერთის საჩუქარია. გარდა იმისა, რომ ჩემ გარშემო ყველა პოპულარული ადამიანი იყო, ჩვენთან ყოველთვის საოცარი ადამიანები იკრიბებოდნენ, უმრავლესობა სამწუხაროდ დღეს ცოცხალი აღარ არის. ბაბუაჩემ იმედასთან მართლა კარგი სტუმრები მოდიოდნენ - თემიკო ჩირგაძე, გურამ ლორთქიფანიძე (ლორთქია), გურამ ფირცხალავა, ელდარ შენგელაია ხომ ჩვენი ახლობელია და იყო საოცარი საღამოები... ასევე კარგად მახსოვს დედაჩემის მეგობრები - "მზიურიდან", - თამრიკო ჭოხონელიძე და მაია ჯაბუა საერთოდ, ჩემი ნათლიები არიან. როგორც დედას მეგობარი, პატარაობიდანვე მახსოვს დათო ევგენიძეც, ეკას სამეგობრო წრეში იყვნენ მისი მსახიობი მეგობრები: გია გაჩეჩილაძე, თემიკო ჭიჭინაძე, ლევან წულაძე (ჭოლა), ჩემს მშობლებს ფართო და საერთო სამეგობრო წრე ჰყავდა. დედას თეატრში დავყავდი, ცოცხალი გენიოსი, მიხეილ თუმანიშვილი მახსოვს, მის რეპეტიციებს ვესწრებოდი. ღმერთის დიდი საჩუქარი იყო, რომ ამ გარემოცვაში გავჩნდი და გავიზარდე.

ორწლინახევრის ვიყავი, როცა პირველად სცენაზე ავედი და რაღაც კონცერტში, თამრიკო ჭოხონელიძის ინიციატივით, ვიმღერე, მაგრამ როგორც მეუბნებიან, მინერვიულია, თან, თურმე შემრცხვა კიდეც. რა სიმღერა შევასრულე, არ მახსოვს. ასეთი იყო ჩემი პირველი სასცენო გამოცდილება.

- შენს თინეიჯერობას რა ფერს შეადარებდი?

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება