ინდონეზიის სანაპიროებთან 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, მთავრობამ ცუნამის საფრთხე გამოაცხადა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ინდონეზიის დასავლეთ სანაპიროზე დაფიქსირდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ.