პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის რომელ კორპუსებს ემუქრებათ ჩამონგრევა - "სამშენებლო მასალების შემოწმება ლაბორატორიებში აღარ ხდება"
თბილისის რომელ კორპუსებს ემუქრებათ ჩამონგრევა - "სამშენებლო მასალების შემოწმება ლაბორატორიებში აღარ ხდება"

მოწ­მდე­ბა თუ არა თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და არის თუ არა არ­სე­ბუ­ლი კორ­პუ­სე­ბის ჩა­მონ­გრე­ვის საფრ­თხე?!

ორ­გა­ნი­ზა­ცია "მშე­ნებ­ლო­ბა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­რე­შე" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში ათი წლის წინ აშე­ნე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი არამ­ყა­რია და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათი დან­გრე­ვის საფრ­თხეც არ­სე­ბობს. არ­გუ­მენ­ტად კი 2004 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­მოწ­მე­ბა მოჰ­ყავს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თა­ვა­დაც იღებ­და.

სა­კან­დე­ლი­ძის თქმით, იმი­სათ­ვის, რომ ბე­ტო­ნის მწარ­მო­ე­ბელ ქარ­ხნებს მო­გე­ბა ენა­ხათ, ბე­ტო­ნის სიმ­ტკი­ცე და­საშ­ვებ ნორ­მა­ზე გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი იყო, ამის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი კი "არც იმ დროს და არც დღეს, არა­ვი­ნაა".

"მე და საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე თბი­ლის­ში ფი­ლა­ბე­ტო­ნის ქარ­ხნე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი ვი­ყა­ვით. 90-იან წლებ­ში არე­უ­ლო­ბის დროს და­ი­წყო ბე­ტო­ნის სა­ში­ნე­ლი ფალ­სი­ფი­კა­ცია. რო­დე­საც ჩვენ ვუშ­ვებ­დით ბე­ტონს, მისი თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა ანუ გა­სა­ყი­დი ფასი 1 კუ­ბუ­რი მეტ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 100 ლარი იყო. მაგ­რამ სხვებ­მა და­ი­წყეს თაღ­ლი­თო­ბე­ბი და ბე­ტო­ნის ფასი 60-50 ლა­რამ­დე და­წი­ეს, ამით კონ­კუ­რენ­ცია გაგ­ვი­წი­ეს, გა­ა­ი­ა­ფეს და ხალ­ხიც მათ­თან მი­დი­ო­და, მაგ­რამ ბე­ტო­ნი იყო ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ასე ხდე­ბო­და ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, 2004 წელს მოგ­ვე­ცა ამის შე­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. რო­დე­საც მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი, მშე­ნებ­ლო­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე გახ­და, შე­ვარ­ჩი­ეთ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, და­ვი­ყა­ვით ჯგუ­ფე­ბად და შე­ვე­სი­ეთ ამ ობი­ექ­ტებს, ძი­რი­თა­დაც ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში. ვა­მოწ­მებ­დით პირ­ველ-მე­ო­რე სარ­თუ­ლებს, რო­მელ­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია შე­ნო­ბე­ბის მდგრა­დო­ბა, სიძ­ლი­ე­რე და გამ­ძლე­ო­ბა. ერთ დღე­ში 40-მდე ობი­ექ­ტი შე­მოწ­მდა, ეს პრო­ცე­სი მომ­დევ­ნო დღე­ებ­შიც უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ატყდა ერთი ამ­ბა­ვი და აღარ შეგ­ვიშ­ვეს. სამ­წუ­ხა­როდ, შე­დე­გე­ბი ზუს­ტად ისე იყო, რა­საც ვფიქ­რობ­დი, 40-ივე ობი­ექ­ტზე ბე­ტო­ნის სიმ­ტკი­ცე 300-ის ნაც­ვლად გა­მო­ვი­და 150 მარ­კა და უფრო ქვე­ვით", - ამ­ბობს ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძე.

მისი თქმით, შე­მოწ­მე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის დან­გრე­ვა სა­ჭი­რო იყო მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. ამ­ბობს, რომ ეს სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს, მაგ­რამ, "რა­ღაც გზე­ბით" არც შე­ნო­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბა გაგ­რძელ­და, არც მათი დან­გრე­ვა და ყუ­რა­დღე­ბაც არა­ვის მი­უქ­ცე­ვია.

"შე­ნო­ბა უც­ბად კი არ ინ­გრე­ვა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ბზა­რე­ბი უჩ­ნდე­ბა, ნელ-ნელა იწყებს დან­გრე­ვას და დაშ­ლას, ღმერ­თმა და­ი­ფა­როს, მი­წისვძრა რომ მოხ­დეს, წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, რა შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს. პირ­ვე­ლი შე­მოწ­მე­ბის მერე 10-12 წელი გა­ვი­და და ახლა მა­ინც შე­ა­მოწ­მონ ეს შე­ნო­ბე­ბი, კა­ციშ­ვი­ლი ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს, არა­და მათი შე­მოწ­მე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. დღე­საც იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა, უპატ­რო­ნო­დაა მიგ­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი და სა­ნამ პატ­რო­ნი არ გა­მოჩ­ნდე­ბა, არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. ამ­ხე­ლა შე­ნო­ბე­ბის ასა­შე­ნებ­ლად ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მშე­ნებ­ლე­ბი მიჰ­ყავთ და ბევ­რი მათ­გა­ნი სა­ერ­თოდ არ არის მშე­ნებ­ლო­ბის გა­გე­ბა­ში", - ამ­ბობს ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძე.

არ­ქი­ტექ­ტორ ნი­კო­ლოზ აბა­ში­ძის თქმით, წლე­ბის წინ მშე­ნებ­ლო­ბის და­სა­წყე­ბად სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლებ­ზე ორ­მხრი­ვი კონ­ტრო­ლი იყო, რაც უზუს­ტო­ბას და საფრ­თხეს გა­მო­რი­ცხავ­და, დღეს კი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი არ კონ­ტროლ­დე­ბა და არ­ქი­ტექ­ტო­რი ბე­ტო­ნის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის და ამ მა­სა­ლე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის დან­გრე­ვის საფრ­თხეს არ გა­მო­რი­ცხავს.

"რეგ­ლა­მენ­ტით ადრე იყო ასე, რომ რო­დე­საც ბე­ტო­ნი მო­დი­ო­და ბე­ტო­ნის გა­დამ­ზი­დი მან­ქა­ნით სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტზე, მშე­ნე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იყო ბე­ტო­ნი მი­ე­ტა­ნა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და გა­მო­ე­ცა­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ რო­გორ მი­დი­ო­და მარ­კი­რე­ბის პრო­ცე­სი, ანუ იყო თუ არა ის მარ­კა, რაც და­უკ­ვე­თა. დღეს სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­დან­ზე ასე­თი მო­თხოვ­ნა აღარ არის, კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი ორ­მხრი­ვი არაა.

მსოფ­ლი­ო­შიც ასე­თი პრაქ­ტი­კაა, ორ­მა­გი კონ­ტრო­ლი ხდე­ბა ხა­რის­ხის: ერთი - გა­მომ­შვებ ქარ­ხა­ნა­ში, მე­ო­რე კი სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­დან­ზე. ახლა სამ­შე­ნებ­ლო ად­გილ­ზე აღარ მოწ­მდე­ბა ქარ­ხნი­დან მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა, არა­და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი ამას მუდ­მი­ვად უნდა ამოწ­მებ­დეს", - ამ­ბობს ნი­კო­ლოზ აბა­ში­ძე.

რო­გორც მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გვი­თხრეს, თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი ახორ­ცი­ე­ლებს მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტროლს. პრო­ცე­სის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს გან­სა­ზღვრავს "მშე­ნებ­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ" ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი, ხოლო სა­ჯა­რი­მო სან­ქცია დად­გე­ნი­ლია "პრო­დუქ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოქ­ცე­ვის კო­დექ­სის" 49-ე მუხ­ლით. რაც შე­ე­ხე­ბა მშე­ნებ­ლო­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის კონ­ტროლს, მე­რი­ის არ­ცერთ სამ­სა­ხურს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ეს არ ევა­ლე­ბა.

"სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის შე­მოწ­მე­ბა, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით, შე­სა­ბა­მის სა­ექ­სპერ­ტო ორ­გა­ნო­სათ­ვის მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლია თვი­თონ მშე­ნე­ბელს/დამ­კვეთს (კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის მი­ხედ­ვით) და ასე­ვე მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც შე­ძე­ნი­ლი აქვს ფარ­თი. რა­ი­მე სა­ხის სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­მოწ­მე­ბას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს."

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი| მე­წყერ­სა­ში­ში უბ­ნე­ბი თბი­ლის­ში: ზო­ნე­ბი, სა­დაც საგნ­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა

იხი­ლეთ ასე­ვე: "სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა­ში დიდი ფული კეთ­დე­ბა" - ვის ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თბი­ლის­ში შექ­მნილ ურ­ბა­ნულ კრი­ზის­ზე

თბილისის რომელ კორპუსებს ემუქრებათ ჩამონგრევა - "სამშენებლო მასალების შემოწმება ლაბორატორიებში აღარ ხდება"

თბილისის რომელ კორპუსებს ემუქრებათ ჩამონგრევა - "სამშენებლო მასალების შემოწმება ლაბორატორიებში აღარ ხდება"

მოწმდება თუ არა თბილისში მიმდინარე მშენებლობები და არის თუ არა არსებული კორპუსების ჩამონგრევის საფრთხე?!

ორგანიზაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელმძღვანელის, ანზორ საკანდელიძის განცხადებით, თბილისში ათი წლის წინ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები არამყარია და დროთა განმავლობაში მათი დანგრევის საფრთხეც არსებობს. არგუმენტად კი 2004 წელს ჩატარებული შემოწმება მოჰყავს, რომელშიც მონაწილეობას თავადაც იღებდა.

საკანდელიძის თქმით, იმისათვის, რომ ბეტონის მწარმოებელ ქარხნებს მოგება ენახათ, ბეტონის სიმტკიცე დასაშვებ ნორმაზე გაცილებით დაბალი იყო, ამის მაკონტროლებელი კი "არც იმ დროს და არც დღეს, არავინაა".

"მე და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე თბილისში ფილაბეტონის ქარხნების დირექტორები ვიყავით. 90-იან წლებში არეულობის დროს დაიწყო ბეტონის საშინელი ფალსიფიკაცია. როდესაც ჩვენ ვუშვებდით ბეტონს, მისი თვითღირებულება ანუ გასაყიდი ფასი 1 კუბური მეტრი დაახლოებით 100 ლარი იყო. მაგრამ სხვებმა დაიწყეს თაღლითობები და ბეტონის ფასი 60-50 ლარამდე დაწიეს, ამით კონკურენცია გაგვიწიეს, გააიაფეს და ხალხიც მათთან მიდიოდა, მაგრამ ბეტონი იყო ფალსიფიცირებული. ასე ხდებოდა ათი წლის განმავლობაში.

საბედნიეროდ, 2004 წელს მოგვეცა ამის შემოწმების საშუალება. როდესაც მანუჩარ მაჩაიძე საკრებულოს დეპუტატი, მშენებლობის კომისიის თავმჯდომარე გახდა, შევარჩიეთ სპეციალისტები, დავიყავით ჯგუფებად და შევესიეთ ამ ობიექტებს, ძირითადაც ვაკე-საბურთალოს რაიონში. ვამოწმებდით პირველ-მეორე სართულებს, რომელზეც დამოკიდებულია შენობების მდგრადობა, სიძლიერე და გამძლეობა. ერთ დღეში 40-მდე ობიექტი შემოწმდა, ეს პროცესი მომდევნო დღეებშიც უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი და აღარ შეგვიშვეს. სამწუხაროდ, შედეგები ზუსტად ისე იყო, რასაც ვფიქრობდი, 40-ივე ობიექტზე ბეტონის სიმტკიცე 300-ის ნაცვლად გამოვიდა 150 მარკა და უფრო ქვევით", - ამბობს ანზორ საკანდელიძე.

მისი თქმით, შემოწმებული ობიექტების დანგრევა საჭირო იყო მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ამბობს, რომ ეს საკითხი განიხილეს, მაგრამ, "რაღაც გზებით" არც შენობების შემოწმება გაგრძელდა, არც მათი დანგრევა და ყურადღებაც არავის მიუქცევია.

"შენობა უცბად კი არ ინგრევა, დროთა განმავლობაში ბზარები უჩნდება, ნელ-ნელა იწყებს დანგრევას და დაშლას, ღმერთმა დაიფაროს, მიწისვძრა რომ მოხდეს, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოუვიდეს. პირველი შემოწმების მერე 10-12 წელი გავიდა და ახლა მაინც შეამოწმონ ეს შენობები, კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს, არადა მათი შემოწმება აუცილებელია. დღესაც იგივე მდგომარეობაა, უპატრონოდაა მიგდებული ყველაფერი და სანამ პატრონი არ გამოჩნდება, არაფერი ეშველება. ამხელა შენობების ასაშენებლად ელიავას ბაზრობის მშენებლები მიჰყავთ და ბევრი მათგანი საერთოდ არ არის მშენებლობის გაგებაში", - ამბობს ანზორ საკანდელიძე.

არქიტექტორ ნიკოლოზ აბაშიძის თქმით, წლების წინ მშენებლობის დასაწყებად სამშენებლო მასალებზე ორმხრივი კონტროლი იყო, რაც უზუსტობას და საფრთხეს გამორიცხავდა, დღეს კი სამშენებლო მასალები არ კონტროლდება და არქიტექტორი ბეტონის ფალსიფიცირების და ამ მასალებით აშენებული შენობების დანგრევის საფრთხეს არ გამორიცხავს.

"რეგლამენტით ადრე იყო ასე, რომ როდესაც ბეტონი მოდიოდა ბეტონის გადამზიდი მანქანით სამშენებლო ობიექტზე, მშენებელი ვალდებული იყო ბეტონი მიეტანა ლაბორატორიაში და გამოეცადა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუ როგორ მიდიოდა მარკირების პროცესი, ანუ იყო თუ არა ის მარკა, რაც დაუკვეთა. დღეს სამშენებლო მოედანზე ასეთი მოთხოვნა აღარ არის, კონტროლის მექანიზმი ორმხრივი არაა.

მსოფლიოშიც ასეთი პრაქტიკაა, ორმაგი კონტროლი ხდება ხარისხის: ერთი - გამომშვებ ქარხანაში, მეორე კი სამშენებლო მოედანზე. ახლა სამშენებლო ადგილზე აღარ მოწმდება ქარხნიდან მიღებული მასალა, არადა ზედამხედველობის სამსახური ამას მუდმივად უნდა ამოწმებდეს", - ამბობს ნიკოლოზ აბაშიძე.

როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ახორციელებს მშენებლობის პროცესის უსაფრთხოების კონტროლს. პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს განსაზღვრავს "მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი, ხოლო საჯარიმო სანქცია დადგენილია "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 49-ე მუხლით. რაც შეეხება მშენებლობისას გამოყენებული სამშენებლო მასალის კონტროლს, მერიის არცერთ სამსახურს კანონმდებლობით ეს არ ევალება.

"სამშენებლო მასალის შემოწმება, საკუთარი ხარჯებით, შესაბამის საექსპერტო ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში, შეუძლია თვითონ მშენებელს/დამკვეთს (კეთილსინდისიერების მიხედვით) და ასევე მოქალაქეს, რომელსაც შეძენილი აქვს ფართი. რაიმე სახის სავალდებულო შემოწმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს."

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ სიუჟეტი| მეწყერსაშიში უბნები თბილისში: ზონები, სადაც საგნგაშო მდგომარეობაა

იხილეთ ასევე: "სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება" - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისში შექმნილ ურბანულ კრიზისზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია