სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძღოლის ანბანი - რჩევები დამწყებთათვის
მძღოლის ანბანი - რჩევები დამწყებთათვის

საგ­ზაო წე­სე­ბის გა­სა­თა­ვი­სებ­ლად ზოგს წლე­ბი სჭირ­დე­ბა, ზო­გი­ერ­თი კი ინ­ტუ­ი­ცი­ის წყა­ლო­ბით მა­ლე­ვე უღებს ალ­ღოს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "გზის ენა" ყვე­ლას­თვის ერ­თია, ის ივ­სე­ბა და­უ­წე­რელ კა­ნო­ნებ­თან და სა­სარ­გებ­ლო წვრილ­მა­ნებ­თან შე­ჩე­ხე­ბით, არას­ტან­დარ­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით მი­ღე­ბუ­ლი დას­კვნე­ბის შე­დე­გად და, როცა თქვენ ვერ პო­უ­ლობთ პა­სუხს კი­თხვა­ზე "რო­გორ?", გზა თა­ვად გკარ­ნა­ხობთ მას, უბ­რა­ლოდ, თქვენ უნდა ის­წავ­ლოთ მისი ენა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს წიგ­ნი­დან, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­ქვათ "მძღო­ლის ან­ბა­ნი". აქ მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბაა. მას­ში მოყ­ვა­ნი­ლია ტერ­მი­ნე­ბი და და­უ­წე­რე­ლი წე­სე­ბი იმ მიზ­ნით, რომ ისი­ნი გა­სა­გე­ბი გახ­დეს ყვე­ლა მძღო­ლის­თვის, ხოლო ეს ცოდ­ნა ყვე­ლა ავ­ტომფლო­ბელს და­ა­კავ­ში­რებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს მათ ისა­უბ­რონ "გზის ენა­ზე".

1. ავ­ტო­მან­ქა­ნით მოძ­რა­ო­ბი­სას და­ი­ცა­ვით უსაფრ­თხო და გო­ნივ­რუ­ლი დის­ტან­ცია, არ შე­იძ­ლე­ბა ბამ­პე­რით თით­ქმის "ვე­ხე­ბო­დეთ" წინ მი­მა­ვალ ავ­ტოს.

2. უსაფრ­თხო დის­ტან­ცია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. მის გან­სა­სა­ზღვრად სა­ჭი­როა მო­ძებ­ნოთ მო­ე­და­ნი, სა­დაც შეძ­ლებთ თქვე­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნის უსაფრ­თხო დის­ტან­ცი­ის გან­სა­ზღვრას. ამის­თვის უნდა მო­ახ­დი­ნოთ სა­მუხ­რუ­ჭე მან­ძი­ლის გა­მოთ­ვლა სხვა­დას­ხვა სიჩ­ქა­რე­ზე, (60-80-100 კმ/სთ-დან). ამას­თან, მან­ძილს უნდა და­ვუ­მა­ტოთ დრო, რაც ჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას რე­აქ­ცი­ი­სათ­ვის. რე­აქ­ცი­ის დრო მო­ი­ცავს დრო­ის მო­ნაკ­ვეთს წარ­მოქ­მნი­ლი დაბ­რკო­ლე­ბი­სა (სა­შიშ­რო­ე­ბის) და მძღო­ლის სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბას შო­რის. სწრა­ფი რე­აქ­ცი­ის უნა­რი ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტია მძღო­ლის­თვის და იგი ყვე­ლას­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია.

და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სას რე­აქ­ცი­ის დრო სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბის და ასა­კის მძღო­ლე­ბი­სათ­ვის ვა­რი­რებს 0.5-2.0 წა­მებს შო­რის. მა­გა­ლი­თად, 80 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნა 1 წამ­ში გა­დის 22.2 მეტრს, შე­სა­ბა­მი­სად, თუ მძღო­ლის რე­აქ­ცი­ის დრო 1 წა­მია, საფრ­თხის წარ­მოქ­მნის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნა 22.2 მეტ­რის გავ­ლას მო­ას­წრებს, მა­ნამ, სა­ნამ მუხ­რუ­ჭე­ბი მოვა მოქ­მე­დე­ბა­ში. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, წა­მის მე­ა­თე­დი უკვე გზის 2.22 მეტ­რია. თუ გა­იხ­სე­ნებთ, რომ ბევ­რი საგ­ზაო შემ­თხვე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ვერ მოხ­და სულ რა­ღაც 1 მეტ­რი მან­ძი­ლის გამო, მიხ­ვდე­ბით თუ რა­ო­დენ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს წა­მის მე­ა­თედ­საც კი.

3. თუ თქვენ მი­უ­ახ­ლოვ­დით ად­გილს, სა­დაც შე­ნე­ლე­ბუ­ლია ნა­კა­დის სიჩ­ქა­რე (საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ავტო, საგ­ზაო შემ­თხვე­ვა და ა.შ.) გა­ა­ტა­რეთ ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლია გად­მო­ვი­დეს "თქვენს ზოლ­ში" და შემ­დეგ მი­ყე­ვით მას. თუ თი­თო­ე­უ­ლი მძღო­ლი და­ი­ცავს ზრდი­ლო­ბის ამ

და­უ­წე­რელ წესს, მა­შინ ყვე­ლა მათ­გა­ნი ბევ­რად ადრე და­ტო­ვებს შე­ნე­ლე­ბუ­ლი ნა­კა­დის არე­ალს, ვიდ­რე ეს მოხ­დე­ბო­და "პირ­ვე­ლო­ბის წყურ­ვი­ლით" შე­პყრო­ბი­ლი მძღო­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი სა­ცო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

4. თუ მოძ­რა­ობთ აღ­მარ­თში, მოძ­რა­ო­ბის შე­ნე­ლე­ბი­სას არ შე­ჩერ­დეთ წინ მი­მა­ვა­ლი ავ­ტოს­გან ძა­ლი­ან ახ­ლოს. გა­მოც­დი­ლი მძღო­ლის მან­ქა­ნაც კი დაძ­ვრი­სას მცი­რე­დით უკან და­გორ­დე­ბა. ეს და კი­დევ სხვა სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი წა­ი­კი­თხეთ ბრო­შუ­რა­ში "ავ­ტომ­რჩე­ვე­ლი", ჟურ­ნალ "ავ­ტო­ბილ­დის" მარ­ტის ნო­მერ­თან ერ­თად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მძღოლის ანბანი - რჩევები დამწყებთათვის

მძღოლის ანბანი - რჩევები დამწყებთათვის

საგზაო წესების გასათავისებლად ზოგს წლები სჭირდება, ზოგიერთი კი ინტუიციის წყალობით მალევე უღებს ალღოს. მიუხედავად ამისა, "გზის ენა" ყველასთვის ერთია, ის ივსება დაუწერელ კანონებთან და სასარგებლო წვრილმანებთან შეჩეხებით, არასტანდარტული სიტუაციების გაანალიზებით მიღებული დასკვნების შედეგად და, როცა თქვენ ვერ პოულობთ პასუხს კითხვაზე "როგორ?", გზა თავად გკარნახობთ მას, უბრალოდ, თქვენ უნდა ისწავლოთ მისი ენა. გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან, რომელსაც შეიძლება დავარქვათ "მძღოლის ანბანი". აქ მოყვანილი ფაქტები ჩვეულებრივი ავტომფლობელების გამოცდილების გაზიარებაა. მასში მოყვანილია ტერმინები და დაუწერელი წესები იმ მიზნით, რომ ისინი გასაგები გახდეს ყველა მძღოლისთვის, ხოლო ეს ცოდნა ყველა ავტომფლობელს დააკავშირებს და შესაძლებლობას მისცემს მათ ისაუბრონ "გზის ენაზე".

1. ავტომანქანით მოძრაობისას დაიცავით უსაფრთხო და გონივრული დისტანცია, არ შეიძლება ბამპერით თითქმის "ვეხებოდეთ" წინ მიმავალ ავტოს.

2. უსაფრთხო დისტანცია ინდივიდუალურია. მის განსასაზღვრად საჭიროა მოძებნოთ მოედანი, სადაც შეძლებთ თქვენი ავტომანქანის უსაფრთხო დისტანციის განსაზღვრას. ამისთვის უნდა მოახდინოთ სამუხრუჭე მანძილის გამოთვლა სხვადასხვა სიჩქარეზე, (60-80-100 კმ/სთ-დან). ამასთან, მანძილს უნდა დავუმატოთ დრო, რაც ჭირდება კონკრეტულ პიროვნებას რეაქციისათვის. რეაქციის დრო მოიცავს დროის მონაკვეთს წარმოქმნილი დაბრკოლებისა (საშიშროების) და მძღოლის საპასუხო ქმედებას შორის. სწრაფი რეაქციის უნარი ერთ-ერთი გადამწყვეტია მძღოლისთვის და იგი ყველასთვის ინდივიდუალურია.

დამუხრუჭებისას რეაქციის დრო სხვადასხვა გამოცდილების და ასაკის მძღოლებისათვის ვარირებს 0.5-2.0 წამებს შორის. მაგალითად, 80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა 1 წამში გადის 22.2 მეტრს, შესაბამისად, თუ მძღოლის რეაქციის დრო 1 წამია, საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში ავტომანქანა 22.2 მეტრის გავლას მოასწრებს, მანამ, სანამ მუხრუჭები მოვა მოქმედებაში. გამომდინარე აქედან, წამის მეათედი უკვე გზის 2.22 მეტრია. თუ გაიხსენებთ, რომ ბევრი საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება ვერ მოხდა სულ რაღაც 1 მეტრი მანძილის გამო, მიხვდებით თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს წამის მეათედსაც კი.

3. თუ თქვენ მიუახლოვდით ადგილს, სადაც შენელებულია ნაკადის სიჩქარე (საგზაო სამუშაოები, მწყობრიდან გამოსული ავტო, საგზაო შემთხვევა და ა.შ.) გაატარეთ ავტომანქანა, რომელიც იძულებულია გადმოვიდეს "თქვენს ზოლში" და შემდეგ მიყევით მას. თუ თითოეული მძღოლი დაიცავს ზრდილობის ამ

დაუწერელ წესს, მაშინ ყველა მათგანი ბევრად ადრე დატოვებს შენელებული ნაკადის არეალს, ვიდრე ეს მოხდებოდა "პირველობის წყურვილით" შეპყრობილი მძღოლების მიერ შექმნილი საცობის შემთხვევაში.

4. თუ მოძრაობთ აღმართში, მოძრაობის შენელებისას არ შეჩერდეთ წინ მიმავალი ავტოსგან ძალიან ახლოს. გამოცდილი მძღოლის მანქანაც კი დაძვრისას მცირედით უკან დაგორდება. ეს და კიდევ სხვა სასარგებლო რჩევები წაიკითხეთ ბროშურაში "ავტომრჩეველი", ჟურნალ "ავტობილდის" მარტის ნომერთან ერთად.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია