მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წულუკიანი ბობოხიძეს: "შენ დაგენაცვლა ამბის მომტანი, კაკო"
წულუკიანი ბობოხიძეს: "შენ დაგენაცვლა ამბის მომტანი, კაკო"

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრ აკა­კი ბო­ბო­ხი­ძეს ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე პა­სუ­ხობს. წუ­ლუ­კი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტში ბო­ბო­ხი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, დიდ ჯი­ხა­იშ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბულ მუ­შებს ხელ­ფა­სე­ბი არ მი­უ­ღი­ათ.

"მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­და" - გა­რე­დან რომ შე­ხე­და ნა­ცი­ო­ნა­ლის გამ­ჭრი­ა­ხე თვალ­მა, შენ და­გე­ნაც­ვლა ამ­ბის მომ­ტა­ნი, კაკო. ობი­ექ­ტი კი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. რა­საც მე ვე­ძა­ხი დას­რუ­ლე­ბას, თვა­რა აბა თქვენ რა­საც ეძა­ხით დას­რუ­ლე­ბას კი ვიცი - დღე­საც ვას­წო­რებ შენი რჩე­უ­ლი, შენი ნა­ფე­რე­ბი და ქვეყ­ნი­დან თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯით გაქ­ცე­უ­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ნა­შე­ნებ-ნა­ფე­რებ-ნა­რუ­დუ­ნებ თბი­ლი­სის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის გაგ­რი­ლე­ბა-კონ­დი­ცი­რე­ბა-სა­ხუ­რავ-სა­ნი­აღ­ვრე-პარ­კინ­გებს. ისე, ჩე­მებ­მა შა­ნიძ­ნებ­ში იცი­ან და მეც გა­მო­ვი­ყე­ნებ ამ გა­მოთ­ქმას - ნე­ტაი, იმის ტურა მქნა და გა­მა­გე­ბი­ნა, შენი ნა­ფე­რე­ბი და კი­ევ­ში გაქ­ცე­უ­ლი რომ თბი­ლი­სის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს აშე­ნებ­და და მუ­შე­ბი სა­ხუ­რა­ვი­დან ცვი­ოდ­ნენ (ხელ­ფასს ვინ და­ე­ძებ­და), მა­შინ რამე თქვი, კაკო? არა?! ხოხ, შე­გირ­ცხვა ცხვირ-პირი, კაკო!

ჰოდა, რაკი ობი­ექ­ტი ჯერ არ ჩა­ბა­რე­ბუ­ლა და შე­სა­ბა­მი­სად არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო (ეს რო­მე­ლია, იცი, აი, ვა­შა­ძე რომ იყო უფ­რო­სი, ის) ვერ გა­და­უხ­დის სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას დარ­ჩე­ნილ თან­ხას. მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბა ხომ იცი, აი ის უნდა გა­ფორმ­დეს.

რო­დის გა­ფორმ­დე­ბა? როცა და­ვი­ნა­ხავ, რომ დას­რულ­და. მე რა­საც დას­რუ­ლე­ბას ვე­ძა­ხი, თვა­რა, შენი ჭი­რი­მე, წვი­მა რომ სა­ხუ­რა­ვი­დან მილ­ში კი არ მი­დის, კე­დელ­ზე ჩა­მო­დის და ჩა­მო­წანწკარ­დე­ბა და შტეფ­სე­ლი­დან კომ­პი­უ­ტერს რომ გა­მორ­თავ და შტეფ­სე­ლიც კედ­ლი­დან გა­მო­დის და სახ­ლში მოგ­ყვე­ბა, ეს დას­რუ­ლე­ბა არ არის, კაკო", - წერს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

ამას­თან წუ­ლუ­კი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის მი­უ­ხე­და­ვა­დაც შე­უძ­ლია სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას, რომ თა­ვის მუ­შებს ხელ­ფა­სი ჩა­უ­რი­ცხოს. "296.825 ლარი მაქვს ჩა­რი­ცხუ­ლი და რო­გორ ვერ მო­ნა­ხა სა­კუ­თა­რი მუ­შის­თვის გა­და­სახ­დე­ლი ხელ­ფა­სი? 10.025 ლარი დამ­რჩა ჩა­სა­რი­ცხი და იმას რომ გა­მო­ას­წო­რებს, რაც ზე­ვით წე­რია, მერე გა­და­ვუხ­დი, კაკო. მუშა რო­დის იყო ამ­გვარ კომ­პა­ნი­ას აინ­ტე­რე­სებ­და, ძლივს აა­შე­ნა 9 თვე­ში 4 თვე­ში ასა­შე­ნე­ბე­ლი (ხო, ხო, არ და­მი­ბა­რე­ბია ცი­ხე­ში ჩაგ­სვამ-მეთ­ქი, საპ­რო­ცე­სოს მო­გა­ნატ­რებ-მეთ­ქი, გლ­დან­ში ცო­ცხით სა­კანს დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტს და­გაგ­ვე­ვი­ნებ-მეთ­ქი, თვა­რა ეგე­ბა­და კი და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა 4 თვე­შიც). ასეა თუ ისეა, სა­კუ­თარ საქ­მეს მი­ხე­დე, კაკო. ჰო, და კი­დევ, გახ­სნა­ზე გე­პა­ტი­ჟე­ბი. მინ­და, ვნა­ხო, დიდ ჯი­ხა­იშ­ში რა რე­ი­ტინ­გი გაქვს, კაკო. ბავ­შვმაც თუ იცის, ეს მა­ინ­ტე­რე­სებს", - წერს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

წულუკიანი ბობოხიძეს: "შენ დაგენაცვლა ამბის მომტანი, კაკო"

წულუკიანი ბობოხიძეს: "შენ დაგენაცვლა ამბის მომტანი, კაკო"

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ აკაკი ბობოხიძეს ფეისბუქის პირად გვერდზე პასუხობს. წულუკიანი პარლამენტში ბობოხიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, დიდ ჯიხაიშში, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასები არ მიუღიათ.

"მშენებლობა დასრულდა" - გარედან რომ შეხედა ნაციონალის გამჭრიახე თვალმა, შენ დაგენაცვლა ამბის მომტანი, კაკო. ობიექტი კი არ დასრულებულა. რასაც მე ვეძახი დასრულებას, თვარა აბა თქვენ რასაც ეძახით დასრულებას კი ვიცი - დღესაც ვასწორებ შენი რჩეული, შენი ნაფერები და ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯით გაქცეული იუსტიციის მინისტრის ნაშენებ-ნაფერებ-ნარუდუნებ თბილისის იუსტიციის სახლის გაგრილება-კონდიცირება-სახურავ-სანიაღვრე-პარკინგებს. ისე, ჩემებმა შანიძნებში იციან და მეც გამოვიყენებ ამ გამოთქმას - ნეტაი, იმის ტურა მქნა და გამაგებინა, შენი ნაფერები და კიევში გაქცეული რომ თბილისის იუსტიციის სახლს აშენებდა და მუშები სახურავიდან ცვიოდნენ (ხელფასს ვინ დაეძებდა), მაშინ რამე თქვი, კაკო? არა?! ხოხ, შეგირცხვა ცხვირ-პირი, კაკო!

ჰოდა, რაკი ობიექტი ჯერ არ ჩაბარებულა და შესაბამისად არ დასრულებულა, სერვისების განვითარების სააგენტო (ეს რომელია, იცი, აი, ვაშაძე რომ იყო უფროსი, ის) ვერ გადაუხდის სამშენებლო კომპანიას დარჩენილ თანხას. მიღება-ჩაბარება ხომ იცი, აი ის უნდა გაფორმდეს.

როდის გაფორმდება? როცა დავინახავ, რომ დასრულდა. მე რასაც დასრულებას ვეძახი, თვარა, შენი ჭირიმე, წვიმა რომ სახურავიდან მილში კი არ მიდის, კედელზე ჩამოდის და ჩამოწანწკარდება და შტეფსელიდან კომპიუტერს რომ გამორთავ და შტეფსელიც კედლიდან გამოდის და სახლში მოგყვება, ეს დასრულება არ არის, კაკო", - წერს იუსტიციის მინისტრი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ამასთან წულუკიანი აღნიშნავს, რომ ამ დარჩენილი თანხის მიუხედავადაც შეუძლია სამშენებლო კომპანიას, რომ თავის მუშებს ხელფასი ჩაურიცხოს. "296.825 ლარი მაქვს ჩარიცხული და როგორ ვერ მონახა საკუთარი მუშისთვის გადასახდელი ხელფასი? 10.025 ლარი დამრჩა ჩასარიცხი და იმას რომ გამოასწორებს, რაც ზევით წერია, მერე გადავუხდი, კაკო. მუშა როდის იყო ამგვარ კომპანიას აინტერესებდა, ძლივს ააშენა 9 თვეში 4 თვეში ასაშენებელი (ხო, ხო, არ დამიბარებია ციხეში ჩაგსვამ-მეთქი, საპროცესოს მოგანატრებ-მეთქი, გლდანში ცოცხით საკანს დირექტორის კაბინეტს დაგაგვევინებ-მეთქი, თვარა ეგებადა კი დაესრულებინა 4 თვეშიც). ასეა თუ ისეა, საკუთარ საქმეს მიხედე, კაკო. ჰო, და კიდევ, გახსნაზე გეპატიჟები. მინდა, ვნახო, დიდ ჯიხაიშში რა რეიტინგი გაქვს, კაკო. ბავშვმაც თუ იცის, ეს მაინტერესებს", - წერს წულუკიანი.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე