საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკას მეუღლე დღედღეზე ელოდება პატარას..." - უჯარმაში მომხდარ შემზარავ ავარიას გადარჩენილი ერთადერთი ბიჭი სიკვდილს ებრძვის
"ნიკას მეუღლე დღედღეზე ელოდება პატარას..." - უჯარმაში მომხდარ შემზარავ ავარიას გადარჩენილი ერთადერთი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

20 თე­ბერ­ვალს, სო­ფელ უჯარ­მას­თან მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავა­რი­ას 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პულ­თა შო­რის ერ­თია შე­და­რე­ბით ასა­კო­ვა­ნი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, მათ შო­რის ორი - 7 და 12 წლის ბავ­შვე­ბი. ავა­რი­ის დროს ერ­თმა­ნეთს "ფორ­დის" მარ­კის ორი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი შე­ას­კდა. ორი­ვე მან­ქა­ნა­ში მსხდო­მი 7 ადა­მი­ა­ნი­დან ერ­თა­დერ­თი - ნიკო ნა­დი­რაშ­ვი­ლი გა­დარ­ჩა, რო­მე­ლიც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად ოჯახს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ნიკო ნა­დი­რაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი: "თი­თო­ე­უ­ლი ვაჟ­კა­ცის სი­ცო­ცხლე ხომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მძი­მე შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ფონ­ზე ძნე­ლია ქველ­მოქ­მე­დე­ბის გა­ღე­ბა, მაგ­რამ ძვირ­ფა­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბავ, მოგ­მარ­თავთ უმორ­ჩი­ლე­სი თხოვ­ნით, გა­მო­ი­ჩი­ნეთ გულ­მო­წყა­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა კა­ცის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 20 თე­ბერ­ვალს უჯარ­მა­ში, მოხ­და უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა, 7 მგზავ­რი­დან და­ი­ღუ­პა 6 (მათ შო­რის ბავ­შვე­ბი). შემ­ხვდუ­რი მან­ქა­ნი­დან მხო­ლოდ ერთი უდა­ნა­შა­უ­ლო მგზავ­რი გა­დარ­ჩა, 26 წლის ნიკა ნა­დი­რაშ­ვი­ლი (ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ებ­რძვის სიკ­ვდილს. იმ­ყო­ფე­ბა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მცხე­თა­ში, ჯეო-ჰოს­პი­ტალ­ში. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი (ღვიძ­ლი, ელენ­თა, ფილ­ტვი,თირკმე­ლი), ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია. ნი­კას ხან­ში­შე­სულ­მა მშობ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც სან­თე­ლი­ვით შეს­ცქე­რი­ან ერ­თა­დერთ ვაჟს, ბოლო რე­სურ­სე­ბი ამო­წუ­რეს, მაგ­რამ აღარ აქვთ რე­ა­ნი­მა­ცი­ის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის და­ფარ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა (საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა - დღე­ში 700 ლარი), გარ­და ამი­სა კი­დევ გა­სა­კე­თე­ბე­ლი აქვს მო­რი­გი ოპე­რა­ცი­ე­ბი. ნი­კას მე­უღ­ლე დღე­დღე­ზე ელო­დე­ბა პა­ტა­რას... იქ­ნებ ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი თა­ნად­გო­მით და ფი­ნან­სუ­რი შემ­წე­ო­ბით გა­და­ვარ­ჩი­ნოთ გა­უ­ბე­დუ­რე­ბას კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი!" - წერს ნიკა ნა­დი­რაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ფე­ის­ბუქ­ზე და ან­გა­რი­შის ნო­მერს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­ზეც მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ:

ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ან­გა­რი­ში: GE91LB0711119795084001

ბან­კის კოდი: LBRTGE22

მიმ­ღე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა: თა­მა­რი ნა­დი­რაშ­ვი­ლი

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს - ერთი ოჯა­ხი­დან ხუთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა" - რა მოხ­და უჯარ­მის ცი­ხეს­თან?!

sponsored by ContentRoom

"ნიკას მეუღლე დღედღეზე ელოდება პატარას..." - უჯარმაში მომხდარ შემზარავ ავარიას გადარჩენილი ერთადერთი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

"ნიკას მეუღლე დღედღეზე ელოდება პატარას..." - უჯარმაში მომხდარ შემზარავ ავარიას გადარჩენილი ერთადერთი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

20 თებერვალს, სოფელ უჯარმასთან მომხდარ უმძიმეს ავარიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიისას დაღუპულთა შორის ერთია შედარებით ასაკოვანი, დანარჩენები ახალგაზრდები არიან, მათ შორის ორი - 7 და 12 წლის ბავშვები. ავარიის დროს ერთმანეთს "ფორდის" მარკის ორი მიკროავტობუსი შეასკდა. ორივე მანქანაში მსხდომი 7 ადამიანიდან ერთადერთი - ნიკო ნადირაშვილი გადარჩა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

ახალგაზრდის სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახს ფინანსური დახმარება ესაჭიროება. ამის შესახებ "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს ნიკო ნადირაშვილის ბიძაშვილი: "თითოეული ვაჟკაცის სიცოცხლე ხომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ქვეყანაში შექმნილი მძიმე შეჭირვებული მდგომარეობის ფონზე ძნელია ქველმოქმედების გაღება, მაგრამ ძვირფასო საზოგადოებავ, მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, გამოიჩინეთ გულმოწყალება ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადასარჩენად.

მოგეხსენებათ, 20 თებერვალს უჯარმაში, მოხდა უმძიმესი ავტოკატასტროფა, 7 მგზავრიდან დაიღუპა 6 (მათ შორის ბავშვები). შემხვდური მანქანიდან მხოლოდ ერთი უდანაშაულო მგზავრი გადარჩა, 26 წლის ნიკა ნადირაშვილი (ჩემი ბიძაშვილი), რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში ებრძვის სიკვდილს. იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში მცხეთაში, ჯეო-ჰოსპიტალში. დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები (ღვიძლი, ელენთა, ფილტვი,თირკმელი), ჩაუტარდა ოპერაცია. ნიკას ხანშიშესულმა მშობლებმა, რომლებიც სანთელივით შესცქერიან ერთადერთ ვაჟს, ბოლო რესურსები ამოწურეს, მაგრამ აღარ აქვთ რეანიმაციის ყოველდღიური გადასახადების დაფარვის საშუალება (საკმაოდ სოლიდური თანხა - დღეში 700 ლარი), გარდა ამისა კიდევ გასაკეთებელი აქვს მორიგი ოპერაციები. ნიკას მეუღლე დღედღეზე ელოდება პატარას... იქნებ ჩვენი ერთობლივი თანადგომით და ფინანსური შემწეობით გადავარჩინოთ გაუბედურებას კიდევ ერთი ქართული ოჯახი!" - წერს ნიკა ნადირაშვილის ახლობელი ფეისბუქზე და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს, რომელზეც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

ანგარიშსწორების ანგარიში: GE91LB0711119795084001

ბანკის კოდი: LBRTGE22

მიმღების დასახელება: თამარი ნადირაშვილი

ასევე წაიკითხეთ: "საშინელი ტრაგედია ტრიალებს - ერთი ოჯახიდან ხუთი ადამიანი დაიღუპა" - რა მოხდა უჯარმის ციხესთან?!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია