პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკან, დედამიწაზე 340 დღის შემდეგ - ამერიკელი ასტრონავტის რეკორდი და შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან
უკან, დედამიწაზე 340 დღის შემდეგ - ამერიკელი ასტრონავტის რეკორდი და შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან

კოს­მოს­ში თით­ქმის ერ­თწ­ლი­ა­ნი მი­სი­ის შემ­დეგ დე­და­მი­წა­ზე ორი ას­ტრო­ნავ­ტი დაბ­რუნ­და. კაფ­სუ­ლა, რო­მელ­მაც დე­და­მი­წა­ზე და­აბ­რუ­ნა ამე­რი­კე­ლი სკოტ კელი, რუსი ინ­ჟი­ნე­რი მი­ხე­ილ კორ­ნი­ენ­კო და დაბ­რუ­ნე­ბის მი­სი­ის რუსი მე­თა­უ­რი სერ­გეი ვოლ­კო­ვი, გუ­შინ ყა­ზა­ხე­თის კოს­მოდ­რომ­ზე და­ეშ­ვა.

რუს­მა და ამე­რი­კელ­მა ას­ტრო­ნავ­ტებ­მა კოს­მოს­ში 340 დღე გა­ა­ტა­რეს, რაც ამე­რი­კუ­ლი რე­კორ­დია. კე­ლიმ თით­ქმის გა­ა­ორ­მა­გა წი­ნა­მორ­ბე­დის, მა­იკლ ლო­პეს-ალეგ­რას რე­კორ­დი - 215 დღე (2006-2007 წელი). კოს­მოს­ში დარ­ჩე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კორ­დი რუს კოს­მო­ნავტს ვა­ლე­რი პო­ლი­ა­კოვს ეკუთ­ვნის. 1994-95 წლებ­ში მან 438 დღე გა­ა­ტა­რა კოს­მოს­ში.

მი­სია #YearInSpace-ის კოს­მო­ნავ­ტებ­მა მთე­ლი წელი გა­ა­ტა­რეს ფან­ტას­ტი­კუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­სა და სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში კოს­მოს­ში. NASA-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თო ჯამ­ში, მათ 400-მდე ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რეს ერთი წლის მან­ძილ­ზე. მი­სია #YearInSpace-ის მი­ზანს იმის გა­მოკ­ვლე­ვაც წარ­მო­ად­გენ­და, რო­გორ აი­სა­ხე­ბა კოს­მოს­ში დიდი ხნით გა­ჩე­რე­ბა ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ზე. ამას­თან, რა ფსი­ქო­ლო­გი­ურ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს ადა­მი­ან­ში კოს­მოს­ში ხან­გრძლი­ვი დარ­ჩე­ნა. ამას NASA სკოტ კე­ლი­სა და მისი ტყუ­პის­ცა­ლი ძმის, ასე­ვე კოს­მო­ნავ­ტის მარკ კე­ლის მა­გა­ლით­ზე და­აკ­ვირ­დე­ბა. მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ მარ­კის ქცე­ვას დე­და­მი­წა­ზე და სკო­ტი­სას - კოს­მოს­ში. ახლა კი მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ასა­ხუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­და­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მი­ე­ცე­მათ.

კოს­მო­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ას­ტრო­ნავ­ტებს სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ, რის შემ­დე­გაც ამე­რი­კელ სკოტ კე­ლის ჰი­უს­ტონ­ში გა­ამ­გზავ­რე­ბენ, სა­დაც მას ნასა-ს მეც­ნი­ე­რე­ბი და­აკ­ვირ­დე­ბი­ან.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ შთამ­ბეჭ­და­ვი ფო­ტო­ე­ბი კოს­მო­სი­დან

უკან, დედამიწაზე 340 დღის შემდეგ - ამერიკელი ასტრონავტის რეკორდი და შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან

უკან, დედამიწაზე 340 დღის შემდეგ - ამერიკელი ასტრონავტის რეკორდი და შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან

კოსმოსში თითქმის ერთწლიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე ორი ასტრონავტი დაბრუნდა. კაფსულა, რომელმაც დედამიწაზე დააბრუნა ამერიკელი სკოტ კელი, რუსი ინჟინერი მიხეილ კორნიენკო და დაბრუნების მისიის რუსი მეთაური სერგეი ვოლკოვი, გუშინ ყაზახეთის კოსმოდრომზე დაეშვა.

რუსმა და ამერიკელმა ასტრონავტებმა კოსმოსში 340 დღე გაატარეს, რაც ამერიკული რეკორდია. კელიმ თითქმის გააორმაგა წინამორბედის, მაიკლ ლოპეს-ალეგრას რეკორდი - 215 დღე (2006-2007 წელი). კოსმოსში დარჩენის საერთაშორისო რეკორდი რუს კოსმონავტს ვალერი პოლიაკოვს ეკუთვნის. 1994-95 წლებში მან 438 დღე გაატარა კოსმოსში.

მისია #YearInSpace-ის კოსმონავტებმა მთელი წელი გაატარეს ფანტასტიკური ფოტოების გადაღებასა და საინტერესო ექსპერიმენტებში კოსმოსში. NASA-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, მათ 400-მდე ექსპერიმენტი ჩაატარეს ერთი წლის მანძილზე. მისია #YearInSpace-ის მიზანს იმის გამოკვლევაც წარმოადგენდა, როგორ აისახება კოსმოსში დიდი ხნით გაჩერება ადამიანის სხეულზე. ამასთან, რა ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანში კოსმოსში ხანგრძლივი დარჩენა. ამას NASA სკოტ კელისა და მისი ტყუპისცალი ძმის, ასევე კოსმონავტის მარკ კელის მაგალითზე დააკვირდება. მთელი წლის მანძილზე აკვირდებოდნენ მარკის ქცევას დედამიწაზე და სკოტისას - კოსმოსში. ახლა კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაში ასახული ცვლილებების ერთმანეთთან შედარების საშუალებაც მიეცემათ.

კოსმოსიდან დაბრუნებულ ასტრონავტებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ამერიკელ სკოტ კელის ჰიუსტონში გაამგზავრებენ, სადაც მას ნასა-ს მეცნიერები დააკვირდებიან.

დაათვალიერეთ შთამბეჭდავი ფოტოები კოსმოსიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა