სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ბაკურაძის ნათელი და კომფორტული ბინა, რომელიც თავად დააპროექტა
სალომე ბაკურაძის ნათელი და კომფორტული ბინა, რომელიც თავად დააპროექტა

თუ თქვენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი გა­ინ­ტე­რე­სებთ, "შინ" გაძ­ლევთ შანსს, ერ­თად გა­ვი­გოთ, რო­გორ გა­რე­მო­ში ცხოვ­რო­ბენ ისი­ნი, სად გრძნო­ბენ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად, რო­გო­რია მათი სა­ოც­ნე­ბო სახ­ლი. ამ­ჯე­რად სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძის თბი­ლი, ნა­თე­ლი და გე­მოვ­ნე­ბით მო­წყო­ბი­ლი ბინა და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ.

- ამ ბი­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წინ გად­მო­ვე­დი, თუმ­ცა გა­ცი­ლე­ბით ადრე შე­ვი­ტა­ნე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში სა­ბუ­თე­ბი. იმ დრო­ის­თვის დე­ი­და­ჩემ­თან ვცხოვ­რობ­დი სო­ლო­ლაკ­ში, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ად­გი­ლას, ბეთ­ლე­მის აღ­მარ­თზე. ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ, თუ მექ­ნე­ბა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას ავი­შე­ნო დიდი სახ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად ავი­შე­ნებ ძველ თბი­ლის­ში, რო­მელ­საც ერ­ქმე­ვა ჩემი სა­ხე­ლოს­ნო-სტუ­დია, შევ­ქმნი ძა­ლი­ან მყუდ­რო და ნა­თელ გა­რე­მოს, გა­ვუ­მას­პინ­ძლდე­ბი ბევრ სტუ­მარს. თუმ­ცა აქაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვგრძნობ თავს, ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩემს მე­გობ­რებს ჩემ­თან სტუმ­რო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით აქ.

მშე­ნებ­ლო­ბა-რე­მონ­ტის სა­კი­თხის მთე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე. მო­ვი­კი­თხე ახ­ლობ­ლებ­ში, მე­გობ­რებ­ში სა­უ­კე­თე­სო ხე­ლოს­ნე­ბი, საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, შევ­კრი­ბე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დი და მათ მი­ვან­დე რე­მონ­ტის სა­კი­თხი, თუმ­ცა ვა­კონ­ტრო­ლებ­დი და ყვე­ლა­ფე­რი ჩემი მო­თხოვ­ნით კეთ­დე­ბო­და. მარ­თა­ლია, სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი მე არ მი­წევ­და, ხა­რის­ხი იყო, ფე­რე­ბი თუ დი­ზა­ი­ნი, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გე­მოვ­ნე­ბით შე­ირ­ჩა. მა­შინ გა­თხო­ვი­ლი არ ვი­ყა­ვი, ამი­ტომ ჩემი მე­გობ­რე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაკ­ვა­ლი­ა­ნებ­დნენ, მათი რჩე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და ჩემი დიდი ძა­ლის­ხმე­ვით სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ვი­და ის, რა­საც ხე­დავთ. არც მი­ფიქ­რია, დი­ზა­ი­ნე­რის­თვის მი­მე­მარ­თა, მირ­ჩევ­ნია, მე გა­დავ­წყვი­ტო, რო­გორ გა­რე­მო­ში ვიბ­რძნობ თავს უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად. ძა­ლი­ან მიყ­ვარს დიდი და ნა­თე­ლი ბი­ნე­ბი, მოყ­ვი­თა­ლო, თბი­ლი გა­ნა­თე­ბით. ვგიჟ­დე­ბი ღია ფე­რებ­ზე. ძა­ლი­ან მინ­და მქონ­დეს დიდი სახ­ლი, აუ­ზით, ულა­მა­ზე­სი ტე­რა­სით და გამ­წვა­ნე­ბუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი ეზო­თი. იმე­დი მაქვს, ამ სურ­ვილს ავის­რუ­ლებ.

გაგ­რძე­ლე­ბა+ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

სალომე ბაკურაძის ნათელი და კომფორტული ბინა, რომელიც თავად დააპროექტა

სალომე ბაკურაძის ნათელი და კომფორტული ბინა, რომელიც თავად დააპროექტა

თუ თქვენ ცნობილი ადამიანების რეალური საცხოვრებელი ადგილი გაინტერესებთ, „შინ“ გაძლევთ შანსს, ერთად გავიგოთ, როგორ გარემოში ცხოვრობენ ისინი, სად გრძნობენ თავს კომფორტულად, როგორია მათი საოცნებო სახლი. ამჯერად სალომე ბაკურაძის თბილი, ნათელი და გემოვნებით მოწყობილი ბინა დავათვალიერეთ.

- ამ ბინაში დაახლოებით სამი წლის წინ გადმოვედი, თუმცა გაცილებით ადრე შევიტანე სამშენებლო კომპანიაში საბუთები. იმ დროისთვის დეიდაჩემთან ვცხოვრობდი სოლოლაკში, არაჩვეულებრივ ადგილას, ბეთლემის აღმართზე. ყოველთვის ვფიქრობ, თუ მექნება იმის საშუალება, რომ განსაკუთრებულ ადგილას ავიშენო დიდი სახლი, აუცილებლად ავიშენებ ძველ თბილისში, რომელსაც ერქმევა ჩემი სახელოსნო-სტუდია, შევქმნი ძალიან მყუდრო და ნათელ გარემოს, გავუმასპინძლდები ბევრ სტუმარს. თუმცა აქაც არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, ძალიან უყვართ ჩემს მეგობრებს ჩემთან სტუმრობა, შესაბამისად, ხშირად ვიკრიბებით აქ.

მშენებლობა-რემონტის საკითხის მთელი სირთულეები საკუთარ თავზე ავიღე. მოვიკითხე ახლობლებში, მეგობრებში საუკეთესო ხელოსნები, საქმის პროფესიონალები, შევკრიბე არაჩვეულებრივი გუნდი და მათ მივანდე რემონტის საკითხი, თუმცა ვაკონტროლებდი და ყველაფერი ჩემი მოთხოვნით კეთდებოდა. მართალია, სარემონტო მასალებზე სიარული მე არ მიწევდა, ხარისხი იყო, ფერები თუ დიზაინი, ყველაფერი ჩემი გემოვნებით შეირჩა. მაშინ გათხოვილი არ ვიყავი, ამიტომ ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ, მაკვალიანებდნენ, მათი რჩევების საფუძველზე და ჩემი დიდი ძალისხმევით საბოლოოდ გამოვიდა ის, რასაც ხედავთ. არც მიფიქრია, დიზაინერისთვის მიმემართა, მირჩევნია, მე გადავწყვიტო, როგორ გარემოში ვიბრძნობ თავს უფრო კომფორტულად. ძალიან მიყვარს დიდი და ნათელი ბინები, მოყვითალო, თბილი განათებით. ვგიჟდები ღია ფერებზე. ძალიან მინდა მქონდეს დიდი სახლი, აუზით, ულამაზესი ტერასით და გამწვანებული, ყვავილებიანი ეზოთი. იმედი მაქვს, ამ სურვილს ავისრულებ.

გაგრძელება+ფოტოგალერეა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს