პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე თეოდორე - ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას
მეუფე თეოდორე - ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას

არა მხო­ლოდ ეს კონ­კრე­ტუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, არა­მედ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი უნდა იყოს ის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, _ ამის შე­სა­ხებ დღეს სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის" ეთერ­ში ადი­გე­ნის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა თე­ო­დო­რე ჭუ­ა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მღვდელმთა­ვა­რი 29 თე­ბერ­ვალს მუს­ლიმ და მარ­თლმა­დი­დე­ბელ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. კერ­ძოდ, მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ ცალ­კე სა­საფ­ლა­ოს გა­მო­ყო­ფის მო­თხოვ­ნას. მე­უ­ფე თე­ო­დო­რეს თქმით, ეკ­ლე­სია გმობს და ემიჯ­ნე­ბა ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბას. მღვდელმთა­ვარ­მა სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ეკ­ლე­სია არ ყო­ფი­ლა ჩარ­თუ­ლი ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

"მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რომ ცალ­კე სა­საფ­ლაო გა­მო­ყო­ფი­ლი­ყო და ამა­ზე მი­დი­ო­და დი­ა­ლო­გი, კა­მა­თი. რო­გორც ვიცი, ეს გარ­კვე­უ­ლი ხა­ნია გრძელ­დე­ბა. თით­ქოს მიღ­წე­უ­ლი იყო შე­თან­ხმე­ბე­ბი და გარ­კვე­უ­ლი თან­ხმო­ბა­ზე იყ­ვნენ გა­სუ­ლი. მაგ­რამ გუ­შინ არ ვიცი ვინ, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფებ­მა მო­ახ­დი­ნეს პრო­ვო­კა­ცია და ამ პრო­ვო­კა­ცი­ის შე­დე­გად მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ეს და მინ­და მო­ვუ­წო­დო, მივ­მარ­თო სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს. ვიცი, რომ საქ­მეა აღ­ძრუ­ლი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ მინ­და მივ­მარ­თო, არა მხო­ლოდ ეს კონ­კრე­ტუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, არა­მედ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი უნდა იყოს ის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა, რად­გან ჩვენ შემ­დგომ­ში თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი და მსგავ­სი ვი­თა­რე­ბა", _ გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე თე­ო­დო­რემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა რო­გორც მუს­ლიმ, ისე მარ­თლმა­დი­დე­ბელ მო­სახ­ლე­ო­ბას სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და, რათა გა­ნი­მუხ­ტოს სი­ტუ­ა­ცია. მან მი­მარ­თა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, და­წყნარ­დნენ, დაბ­რუნ­დნენ სახ­ლებ­ში და და­უბ­რუნ­დნენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის რიტმს. მიტ­რო­პო­ლიტ­მა კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზეც ისა­უბ­რა.

"გა­მო­ვარ­ჩი­ოთ სოფ­ლის რო­გორც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან, ასე­ვე მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ჩა­ვერ­თვე­ბით ჩვენ, ეპარ­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, ჩა­ერ­თოს სა­მუფ­ტო, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დავ­სხდეთ ერ­თად და მშვიდ და წყნარ ვი­თა­რე­ბა­ში შე­ვე­ცა­დოთ მოვ­ძებ­ნოთ გა­მო­სა­ვა­ლი და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დოთ არ მივ­ცეთ პრო­ვო­კა­ტო­რებს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ძა­ბონ ურ­თი­ერ­თო­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­სა და მუს­ლი­მებს შო­რის.

ჩვენ კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვაქვს მუს­ლი­მუ­რი მრევ­ლის წი­ნამ­ძღვრებ­თან, მუფ­ტებ­თან. ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხში. ვე­სა­უბ­რე ჯა­ვა­ხე­თის მუფტს და ვფიქ­რობ, რომ ჩვენ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით შევ­ძლებთ, რა­ღაც­ნა­ი­რად სიმ­შვი­დე შე­ვი­ტა­ნოთ სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში", _ აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე თე­ო­დო­რემ.

მეუფე თეოდორე - ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას

მეუფე თეოდორე - ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას

არა მხოლოდ ეს კონკრეტული დაპირისპირება უნდა იყოს გამოძიებული, არამედ გამოძიებული უნდა იყოს ის პროვოკაციები, რომელმაც ასეთი დაპირისპირება გამოიწვია, _ ამის შესახებ დღეს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" ეთერში ადიგენის ფაქტთან დაკავშირებით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ განაცხადა.

მღვდელმთავარი 29 თებერვალს მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. კერძოდ, მუსლიმი მოსახლეობის მიერ ცალკე სასაფლაოს გამოყოფის მოთხოვნას. მეუფე თეოდორეს თქმით, ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას. მღვდელმთავარმა საუბრისას აღნიშნა, რომ ეკლესია არ ყოფილა ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში.

"მართლმადიდებელი მოსახლეობა წინააღმდეგი იყო, რომ ცალკე სასაფლაო გამოყოფილიყო და ამაზე მიდიოდა დიალოგი, კამათი. როგორც ვიცი, ეს გარკვეული ხანია გრძელდება. თითქოს მიღწეული იყო შეთანხმებები და გარკვეული თანხმობაზე იყვნენ გასული. მაგრამ გუშინ არ ვიცი ვინ, მაგრამ გარკვეული ადამიანების ჯგუფებმა მოახდინეს პროვოკაცია და ამ პროვოკაციის შედეგად მოხდა დაპირისპირება. ძალიან სამწუხაროა ეს და მინდა მოვუწოდო, მივმართო სამართალდამცველ ორგანოებს. ვიცი, რომ საქმეა აღძრული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა მივმართო, არა მხოლოდ ეს კონკრეტული დაპირისპირება უნდა იყოს გამოძიებული, არამედ გამოძიებული უნდა იყოს ის პროვოკაციები, რომელმაც გამოიწვია ასეთი დაპირისპირება, რადგან ჩვენ შემდგომში თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები და მსგავსი ვითარება", _ განაცხადა მეუფე თეოდორემ.

იხილეთ ვიდეო

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა როგორც მუსლიმ, ისე მართლმადიდებელ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა განიმუხტოს სიტუაცია. მან მიმართა ადგილობრივ მოსახლეობას, დაწყნარდნენ, დაბრუნდნენ სახლებში და დაუბრუნდნენ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს. მიტროპოლიტმა კონფლიქტის მოგვარების გზებზეც ისაუბრა.

"გამოვარჩიოთ სოფლის როგორც მართლმადიდებელი მოსახლეობიდან, ასევე მუსლიმი მოსახლეობიდან რამდენიმე ადამიანი, ჩავერთვებით ჩვენ, ეპარქიის წარმომადგენლობა, ჩაერთოს სამუფტო, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები დავსხდეთ ერთად და მშვიდ და წყნარ ვითარებაში შევეცადოთ მოვძებნოთ გამოსავალი და მაქსიმალურად შევეცადოთ არ მივცეთ პროვოკატორებს იმის საშუალება, რომ დაძაბონ ურთიერთობა მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის.

ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს მუსლიმური მრევლის წინამძღვრებთან, მუფტებთან. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საკითხში. ვესაუბრე ჯავახეთის მუფტს და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ, რაღაცნაირად სიმშვიდე შევიტანოთ სოფლის მოსახლეობაში", _ აღნიშნა მეუფე თეოდორემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია