მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი "ფო­კუ­სე­ბი"
ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი "ფო­კუ­სე­ბი"

ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას 24 თე­ბერ­ვალს 55 წე­ლი შე­უს­რულ­და და ვი­ნა­ი­დან და­ბა­დე­ბის დღე სუფ­რას­თან, ქე­იფ­თან, გემ­რი­ელ საკ­ვებ­სა და ტრა­დი­ცი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ცნო­ბი­ლი ილუ­ზი­ო­ნის­ტი "გურ­მა­ნის" რუბ­რი­კის­თ­ვის ჩა­მე­წე­რა, თა­ნაც მი­სი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­და­ცე­მებ­შიც მი­ნა­ხავს და ვი­ცი, რომ ზო­გი­ერ­თი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა თა­ვა­დაც კარ­გად გა­მოს­დის, პრო­დუქ­ტის ურ­თი­ერ­თ­შე­ხა­მე­ბის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­შიც ერ­კ­ვე­ვა და რჩე­ვებს ჩვენც გვაძ­ლევს. სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით ვუ­ლო­ცავთ მას იუბი­ლეს.

საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა

- კარ­გი და გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და თუ სად­მე არ მო­მე­წო­ნა, იქ მე­ო­რედ აღარც შე­ვალ. ძი­რი­თა­დად ან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი აქვთ, ან ყვე­ლა­ფე­რი - ცუ­დი, მზა­რე­ულ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი უგე­მუ­რი საჭ­მ­ლის არ "მწამს". უპი­რა­ტე­სო­ბას სა­ლა­თებს ვა­ნი­ჭებ და თვი­თო­ნაც ვამ­ზა­დებ. მა­გა­ლი­თად, ქათ­მის ფი­ლეს მო­ხარ­შავ, და­ძიძ­გ­ნი, დიდ მწვა­ნე ვაშლს წვრი­ლად დაჭ­რი, ჩაყ­რი, ცო­ტა ბე­კო­ნი, მა­ი­ო­ნე­ზი, მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით, პილ­პი­ლი არ უნ­და და მა­გა­რი რა­მე გა­მო­დის. ჩე­მებ­მა ამ სა­ლა­თას "მე­ჯიკ ზუ­რა" და­არ­ქ­ვეს (ი­ცი­ნის). კი­დევ გეტყ­ვით: კიტ­რი, სა­ლა­თის ფურ­ცე­ლი, ოხ­რა­ხუ­ში, 1 ს/კ თაფ­ლი და ერ­თი ცა­ლი ლი­მო­ნი ჩა­წუ­რუ­ლი. სა­ლათა­ში ძმარს არას­დ­როს ვუშ­ვ­რე­ბი, რად­გან პრო­დუქტს ვი­ტა­მი­ნებს აკარ­გ­ვი­ნებს. ლი­მონ­მა რომ თა­ვი­სი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ცხელ წყალ­ში ჩაგ­დე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ტა­მი­ნებს კარ­გავს. თუ გინ­და, რკი­ნა მი­ი­ღო, ვაშ­ლი აუცი­ლებ­ლად ლი­მონ­თან ერ­თად უნ­და მი­ირ­თ­ვა. ჩ ვი­ტა­მი­ნიც გერ­გე­ბა და რკი­ნა­საც იღებ. უნ­და ეცა­დო, საკ­ვებ­მა გარ­გოს, აბა, რაც არ გარ­გებს, იმით უბ­რა­ლოდ ნაყ­რ­დე­ბი. მა­გა­ლი­თად, სო­კო არა­ნა­ი­რად არ მიყ­ვარს, მძი­მეა კუ­ჭის­თ­ვი­საც, ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტის­თ­ვი­საც და არა­ფე­რი სა­სარ­გებ­ლო მას­ში არ არის.

ვი­ტა­მი­ნე­ბით სავ­სე წვე­ნი

- თუ ხვდე­ბი, რომ ცივ­დე­ბი, იღებ თი­თო ცალ გრე­იპ­ფ­რუტს, ფორ­თო­ხალ­სა და ლი­მონს. ჭრი და მათ­გან წვენს აკე­თებ, ერ­თ­მა­ნეთ­ში ურევ და ას­ხამ ერთ სუფ­რის კოვზ ნორ­მა­ლურ თაფლს, ჩაყ­რი ოთხი კაკ­ლის ლებ­ნებს, ერთ ცალ დაჭ­რილ კი­ვის. ამ სი­თხეს სამ ნა­წი­ლად გა­ყოფ და აუცი­ლებ­ლად ჭა­მის მე­რე სვამ, კუ­ჭი და ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტი რომ არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს. ყო­ველ­დღი­უ­რად ამის და­ლე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არის ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც ენერ­გი­ას გაძ­ლევს. ვი­საც ციტ­რუს­ზე ალერ­გია აქვს, ჯო­ბია, მის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვოს და ვაშ­ლი ან მი­სი წვე­ნი მი­ირ­თ­ვას. ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვაშლს კურ­კე­ბი­ა­ნად ვჭამ, მხო­ლოდ ყუნ­წს ვტო­ვებ. რო­გორც ვი­ცი, ვაშ­ლის კურ­კას რა­ღაც სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს. ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, დღე­ში ორ ვაშლს თუ მი­ი­ღებ, ექი­მის გზა და­გა­ვიწყ­დე­ბაო.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი "ფო­კუ­სე­ბი"

ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი "ფო­კუ­სე­ბი"

ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას 24 თე­ბერ­ვალს 55 წე­ლი შე­უს­რულ­და და ვი­ნა­ი­დან და­ბა­დე­ბის დღე სუფ­რას­თან, ქე­იფ­თან, გემ­რი­ელ საკ­ვებ­სა და ტრა­დი­ცი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ცნო­ბი­ლი ილუ­ზი­ო­ნის­ტი "გურ­მა­ნის" რუბ­რი­კის­თ­ვის ჩა­მე­წე­რა, თა­ნაც მი­სი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­და­ცე­მებ­შიც მი­ნა­ხავს და ვი­ცი, რომ ზო­გი­ერ­თი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა თა­ვა­დაც კარ­გად გა­მოს­დის, პრო­დუქ­ტის ურ­თი­ერ­თ­შე­ხა­მე­ბის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­შიც ერ­კ­ვე­ვა და რჩე­ვებს ჩვენც გვაძ­ლევს. სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით ვუ­ლო­ცავთ მას იუბი­ლეს.

საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა

- კარ­გი და გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და თუ სად­მე არ მო­მე­წო­ნა, იქ მე­ო­რედ აღარც შე­ვალ. ძი­რი­თა­დად ან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი აქვთ, ან ყვე­ლა­ფე­რი - ცუ­დი, მზა­რე­ულ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი უგე­მუ­რი საჭ­მ­ლის არ "მწამს". უპი­რა­ტე­სო­ბას სა­ლა­თებს ვა­ნი­ჭებ და თვი­თო­ნაც ვამ­ზა­დებ. მა­გა­ლი­თად, ქათ­მის ფი­ლეს მო­ხარ­შავ, და­ძიძ­გ­ნი, დიდ მწვა­ნე ვაშლს წვრი­ლად დაჭ­რი, ჩაყ­რი, ცო­ტა ბე­კო­ნი, მა­ი­ო­ნე­ზი, მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით, პილ­პი­ლი არ უნ­და და მა­გა­რი რა­მე გა­მო­დის. ჩე­მებ­მა ამ სა­ლათას "მე­ჯიკ ზუ­რა" და­არ­ქ­ვეს (ი­ცი­ნის). კი­დევ გეტყ­ვით: კიტ­რი, სა­ლა­თის ფურ­ცე­ლი, ოხ­რა­ხუ­ში, 1 ს/კ თაფ­ლი და ერ­თი ცა­ლი ლი­მო­ნი ჩა­წუ­რუ­ლი. სა­ლათა­ში ძმარს არას­დ­როს ვუშ­ვ­რე­ბი, რად­გან პრო­დუქტს ვი­ტა­მი­ნებს აკარ­გ­ვი­ნებს. ლი­მონ­მა რომ თა­ვი­სი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ცხელ წყალ­ში ჩაგ­დე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ტა­მი­ნებს კარ­გავს. თუ გინ­და, რკი­ნა მი­ი­ღო, ვაშ­ლი აუცი­ლებ­ლად ლი­მონ­თან ერ­თად უნ­და მი­ირ­თ­ვა. ჩ ვი­ტა­მი­ნიც გერ­გე­ბა და რკი­ნა­საც იღებ. უნ­და ეცა­დო, საკ­ვებ­მა გარ­გოს, აბა, რაც არ გარ­გებს, იმით უბ­რა­ლოდ ნაყ­რ­დე­ბი. მა­გა­ლი­თად, სო­კო არა­ნა­ი­რად არ მიყ­ვარს, მძი­მეა კუ­ჭის­თ­ვი­საც, ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტის­თ­ვი­საც და არა­ფე­რი სა­სარ­გებ­ლო მას­ში არ არის.

ვი­ტა­მი­ნე­ბით სავ­სე წვე­ნი

- თუ ხვდე­ბი, რომ ცივ­დე­ბი, იღებ თი­თო ცალ გრე­იპ­ფ­რუტს, ფორ­თო­ხალ­სა და ლი­მონს. ჭრი და მათ­გან წვენს აკე­თებ, ერ­თ­მა­ნეთ­ში ურევ და ას­ხამ ერთ სუფ­რის კოვზ ნორ­მა­ლურ თაფლს, ჩაყ­რი ოთხი კაკ­ლის ლებ­ნებს, ერთ ცალ დაჭ­რილ კივის. ამ სითხეს სამ ნა­წი­ლად გა­ყოფ და აუცი­ლებ­ლად ჭა­მის მე­რე სვამ, კუ­ჭი და ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტი რომ არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს. ყო­ველ­დღი­უ­რად ამის და­ლე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არის ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც ენერ­გი­ას გაძ­ლევს. ვი­საც ციტ­რუს­ზე ალერ­გია აქვს, ჯო­ბია, მის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვოს და ვაშ­ლი ან მი­სი წვე­ნი მი­ირ­თ­ვას. ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვაშლს კურ­კე­ბი­ა­ნად ვჭამ, მხო­ლოდ ყუნწს ვტო­ვებ. რო­გორც ვი­ცი, ვაშ­ლის კურ­კას რა­ღაც სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს. ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, დღე­ში ორ ვაშლს თუ მი­ი­ღებ, ექი­მის გზა და­გა­ვიწყ­დე­ბაო.

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია