მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "ზრდიდა" ანა სანაია დიქტატორს
როგორ "ზრდიდა" ანა სანაია დიქტატორს

ახ­ლა­ხან, თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატ­რის კვლე­ვის ცენ­ტრმა 2015 წლის ქარ­თუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა შე­ა­ჯა­მა და სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. გა­სულ წელს, ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში დად­გმუ­ლი ნი­კო­ლოზ სა­ბაშ­ვი­ლის სპექ­ტაკ­ლი - "1945" ხუთ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ხოლო მსა­ხი­ობ ანა სა­ნა­ი­ას ორი დიპ­ლო­მი ერგო: იგი გახ­და "სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი" და "სა­უ­კე­თე­სო ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რი". რო­გორც ანა ამ­ბობს, ქო­რე­ოგ­რა­ფო­ბა­ზე არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არა აქვს. უფრო მე­ტიც, მის­თვის დიდი პა­ტი­ვია ისე­თი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის გვერ­დით მისი და­სა­ხე­ლე­ბა, რო­გო­რე­ბიც არი­ან: მა­რი­ამ ალექ­სი­ძე, მა­რი­ნა ქვე­თა­ია, გია მარ­ღა­ნია და კოტე ფურ­ცე­ლა­ძე.

- 2014 წლი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ვარ, ხოლო "მო­ზარ­დში" ბოლო 4 წე­ლია, მიწ­ვე­ვით ვთა­მა­შობ. და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ სპექ­ტაკ­ლებ­ში: "კლო­უ­ნა­და", "ქა­ღალ­დის წვი­მა", "დი­დე­ბა", "1945".

- "1945"-ში მო­თხრო­ბი­ლია ჰიტ­ლე­რის ებ­რა­ე­ლებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის, ბავ­შვო­ბი­დან დიქ­ტა­ტო­რო­ბამ­დე გან­ვლი­ლი პე­რი­ო­დი და ასე­ვე, ხა­ზია გას­მუ­ლი მისი მი­უწ­ვდო­მე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. როცა ნი­კამ თა­ვი­სი და­წე­რი­ლი პი­ე­სა გა­გაც­ნოთ, რო­გორ აღიქ­ვით ის ფაქ­ტი, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა გი­წევ­დათ?

- სა­ნამ მა­სა­ლას გა­ვეც­ნო­ბო­დი, წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, თუ რას აპი­რებ­და ნიკა, მაგ­რამ პი­ე­სის წა­კი­თხვის შემ­დეგ, ყვე­ლა­ფე­რი ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო მო­მეჩ­ვე­ნა. სა­ერ­თოდ, ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის მი­მართ ჩემი ინ­ტე­რე­სის, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, ძა­ლი­ან მინ­დო­და ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნას თა­მა­ში სცე­ნა­ზე. ადა­მი­ა­ნი რა­მე­ზე და­ჟი­ნე­ბით რომ ფიქ­რობს, სურ­ვი­ლი რა­ღაც ფორ­მით აუ­ცი­ლებ­ლად აუს­რულ­დე­ბა... სხვა­თა შო­რის, ახ­ლა­ხან გა­ვე­ცა­ნი მა­სა­ლას ის­ტო­რი­ა­ში შე­სულ 27 სუ­ლის­შემ­ძვრე­ლად სა­შიშ ქალ­ბა­ტონ­ზე. ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა და მო­მინ­და, გა­სუ­ლი ორი სა­უ­კუ­ნის, მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში შე­სუ­ლი 27 სა­ში­ში ქა­ლის როლი ერთ სპექ­ტაკლში შე­ვას­რუ­ლო.

- ვიდ­რე ჰიტ­ლერ­ზე დად­გმულ სპექ­ტაკლში ითა­მა­შებ­დით, ალ­ბათ, შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლის წა­კი­თხვა მო­გიხ­დათ და შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის იყო "ჩემი ბრძო­ლა". ასეა?

- სპექ­ტაკ­ლის­თვის კარ­გად მო­ვემ­ზა­დეთ. ჯერ გა­ვე­ცა­ნით ეპო­ქას, ფონს, შემ­დეგ მისი და­ბა­დე­ბის გე­ოგ­რა­ფი­ულ ად­გილს. ჰიტ­ლე­რი ავ­სტრი­ა­ში და­ი­ბა­და და არა - გერ­მა­ნი­ა­ში. შე­ვის­წავ­ლეთ იმ პე­რი­ო­დის ავ­სტრი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც, მისი ოჯა­ხის ამ­ბა­ვიც. აქ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ცნო­ბი­ლია, რომ ჰიტ­ლე­რის დედ-მამა ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ და მათ პაპ­მა დარ­თო შე­უღ­ლე­ბის ნება. ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტია, რომ ჰიტ­ლერს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და გელი რა­უ­ბე­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე, ნა­თე­სა­ვად ეკუთ­ვნო­და. მომ­წონს ნი­კას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სცე­ნა­ზე ჩანს სწო­რედ ეს ქალი და არა - ევა ბრა­უ­ნი. თუმ­ცა, ჰიტ­ლე­რის ცხოვ­რე­ბა­ში ორი­ვე იყო. სპექ­ტაკლში ივ­რი­თი ის­მის და ესეც მომ­წონს. სხვა­თა შო­რის, მცი­რე ხანს ივ­რი­თის შე­სას­წავ­ლა­დაც ვი­ა­რე. არ მინ­დო­და, იმ ხან­მოკ­ლე დი­ა­ლო­გე­ბის დროს, რაც სპექ­ტაკლშია, მცი­რე ლაფ­სუ­სიც კი გა­პა­რუ­ლი­ყო. რაც შე­ე­ხე­ბა ჰიტ­ლე­რის დე­დას - კლა­რას, რე­ჟი­სორ­მა დე­ტა­ლუ­რად ამიხ­სნა, თუ რა­ტომ სჭირ­დე­ბო­და მისი სახე სპექ­ტაკლში, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბის დროს ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, თეს­ლი­ვით გა­ღივ­და და უფრო და უფრო მე­ტად გავ­ხსე­ნით ამ ქა­ლის ფსი­ქო­ტი­პი. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი - კლა­რა, ასე­ვე რე­ა­ლუ­რი გმი­რი, მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფი­გუ­რაა. სა­კითხს ფრო­ი­დის მი­ხედ­ვით თუ მი­ვუდ­გე­ბით, ამ ქალ­მა, შვი­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, გან­სა­ზღვრა იმ ეპო­ქის ბედი.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

როგორ "ზრდიდა" ანა სანაია დიქტატორს

როგორ "ზრდიდა" ანა სანაია დიქტატორს

ახლახან, თანამედროვე თეატრის კვლევის ცენტრმა 2015 წლის ქართული თეატრალური ცხოვრება შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა. გასულ წელს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგმული ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი - "1945" ხუთ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული, ხოლო მსახიობ ანა სანაიას ორი დიპლომი ერგო: იგი გახდა "საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი" და "საუკეთესო ქორეოგრაფიის ავტორი". როგორც ანა ამბობს, ქორეოგრაფობაზე არავითარი პრეტენზია არა აქვს. უფრო მეტიც, მისთვის დიდი პატივია ისეთი ქორეოგრაფების გვერდით მისი დასახელება, როგორებიც არიან: მარიამ ალექსიძე, მარინა ქვეთაია, გია მარღანია და კოტე ფურცელაძე.

- 2014 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში ვარ, ხოლო "მოზარდში" ბოლო 4 წელია, მიწვევით ვთამაშობ. დაკავებული ვარ სპექტაკლებში: "კლოუნადა", "ქაღალდის წვიმა", "დიდება", "1945".

- "1945"-ში მოთხრობილია ჰიტლერის ებრაელებთან თანაცხოვრების, ბავშვობიდან დიქტატორობამდე განვლილი პერიოდი და ასევე, ხაზია გასმული მისი მიუწვდომელი სიყვარულისთვის. როცა ნიკამ თავისი დაწერილი პიესა გაგაცნოთ, როგორ აღიქვით ის ფაქტი, რომ ფაქტობრივად, ორი როლის შესრულება გიწევდათ?

- სანამ მასალას გავეცნობოდი, წინასწარ ვიცოდი, თუ რას აპირებდა ნიკა, მაგრამ პიესის წაკითხვის შემდეგ, ყველაფერი ბევრად უფრო საინტერესო მომეჩვენა. საერთოდ, ებრაელი ხალხის მიმართ ჩემი ინტერესის, დამოკიდებულების გამო, ძალიან მინდოდა ებრაელი გოგონას თამაში სცენაზე. ადამიანი რამეზე დაჟინებით რომ ფიქრობს, სურვილი რაღაც ფორმით აუცილებლად აუსრულდება... სხვათა შორის, ახლახან გავეცანი მასალას ისტორიაში შესულ 27 სულისშემძვრელად საშიშ ქალბატონზე. ძალიან დამაინტერესა და მომინდა, გასული ორი საუკუნის, მსოფლიოს ისტორიაში შესული 27 საშიში ქალის როლი ერთ სპექტაკლში შევასრულო.

- ვიდრე ჰიტლერზე დადგმულ სპექტაკლში ითამაშებდით, ალბათ, შესაბამისი მასალის წაკითხვა მოგიხდათ და შეიძლება, მათ შორის იყო "ჩემი ბრძოლა". ასეა?

- სპექტაკლისთვის კარგად მოვემზადეთ. ჯერ გავეცანით ეპოქას, ფონს, შემდეგ მისი დაბადების გეოგრაფიულ ადგილს. ჰიტლერი ავსტრიაში დაიბადა და არა - გერმანიაში. შევისწავლეთ იმ პერიოდის ავსტრიის სოციალური მდგომარეობაც, მისი ოჯახის ამბავიც. აქ არაერთი საინტერესო დეტალია, რომლის მიხედვითაც, ცნობილია, რომ ჰიტლერის დედ-მამა ნათესავები იყვნენ და მათ პაპმა დართო შეუღლების ნება. ისტორიული ფაქტია, რომ ჰიტლერს ძალიან უყვარდა გელი რაუბელი, რომელიც ასევე, ნათესავად ეკუთვნოდა. მომწონს ნიკას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სცენაზე ჩანს სწორედ ეს ქალი და არა - ევა ბრაუნი. თუმცა, ჰიტლერის ცხოვრებაში ორივე იყო. სპექტაკლში ივრითი ისმის და ესეც მომწონს. სხვათა შორის, მცირე ხანს ივრითის შესასწავლადაც ვიარე. არ მინდოდა, იმ ხანმოკლე დიალოგების დროს, რაც სპექტაკლშია, მცირე ლაფსუსიც კი გაპარულიყო. რაც შეეხება ჰიტლერის დედას - კლარას, რეჟისორმა დეტალურად ამიხსნა, თუ რატომ სჭირდებოდა მისი სახე სპექტაკლში, მაგრამ მუშაობის დროს ბევრი რამ შეიცვალა, თესლივით გაღივდა და უფრო და უფრო მეტად გავხსენით ამ ქალის ფსიქოტიპი. ჩემი პერსონაჟი - კლარა, ასევე რეალური გმირი, მსოფლიო ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. საკითხს ფროიდის მიხედვით თუ მივუდგებით, ამ ქალმა, შვილისადმი დამოკიდებულებით, ნებსით თუ უნებლიეთ, განსაზღვრა იმ ეპოქის ბედი.

წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება