სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტიტანიკის" გადარჩენილი მგზავრების ტრაგიკული ბედი
"ტიტანიკის" გადარჩენილი მგზავრების ტრაგიკული ბედი

XX სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ტრა­გე­დია მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს მწერ­ლე­ბის, რე­ჟი­სო­რე­ბის, მკვლე­ვა­რე­ბი­სა თუ ის­ტო­რი­კო­სე­ბის წარ­მო­სახ­ვას. თით­ქოს 1500 და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნის სული ითხოვს მომ­ხდარ­ში გარ­კვე­ვას და სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლის დას­მას კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზე­ბის კვლე­ვა­ში...

1912 წელს "ტი­ტა­ნი­კი" ყვე­ლა­ზე დიდი ტრანსკონ­ტი­ნენ­ტუ­რი სამ­გზავ­რო ლა­ი­ნე­რი იყო. 1912 წლის 15 აპ­რილს თა­ვის პირ­ვე­ლი­ვე რე­ის­ში აის­ბერგთან შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად ჩა­ი­ძი­რა ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში. მის ბორტზე ეკი­პა­ჟის წევ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და 2200 მგზავ­რი, რო­მელ­თა­გან გა­დარ­ჩა 705. ჩა­ძირ­ვის მო­მენ­ტში წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა არა­უ­მე­ტეს მი­ნუს ორი გრა­დუ­სი იყო ცელ­სი­უ­სით და ბევ­რი სხე­უ­ლის გა­და­ცი­ვე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

თა­ნა­მედ­რო­ვე მწე­რალ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტმა ენ­დრიუ უილ­სონ­მა გა­მო­უშ­ვა წიგ­ნი "ტი­ტა­ნი­კის ჩრდი­ლი". მას­ში ავ­ტო­რი კი­დევ ერთხელ აღ­წერს "ტი­ტა­ნი­კის" და­ღუპ­ვას, რა­მაც წა­რუშ­ლე­ლი შავი ლაქა და­ტო­ვა ამ სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი 705 ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, წერ­ტი­ლი და­უს­ვა სიმ­დიდ­რის, ფუ­ფუ­ნე­ბის და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის ხა­ნას მათ ცხოვ­რე­ბა­ში.

დღეს­დღე­ო­ბით "ტი­ტა­ნი­კის" არ­ცერ­თი მგზავ­რი ცო­ცხა­ლი აღარ არის. ბოლო გა­დარ­ჩე­ნი­ლი, მილ­ვა­ი­ნა დინი 2009 წელს გარ­და­იც­ვა­ლა 97 წლის ასაკ­ში. ტრა­გე­დი­ის მო­მენ­ტში ის მხო­ლოდ 9 თვის გახ­ლდათ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას არა­ფე­რი ახ­სოვ­და, მაგ­რამ ის­ტო­რი­ულ ხო­მალ­დზე მისი ყოფ­ნის ფაქ­ტმა, ამ ქა­ლის ცხოვ­რე­ბა (გან­სა­კუთ­რე­ბით 1985 წლის შემ­დეგ, როცა "ტი­ტა­ნი­კი" იპო­ვეს) უც­ნა­უ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი და დატ­ვირ­თუ­ლი გა­ხა­და. ტრა­გე­დი­ის თვითმხილ­ველ­ნი იხ­სე­ნებ­დნენ, რომ დახ­რჩო­ბის­თვის გან­წი­რულ­თა ყვი­რი­ლი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე სდევ­და მათ. ზოგს ეს ფუტკრე­ბის გუნ­დის ბზუ­ი­ლის­გან წარ­მოქ­მნილ გუ­გუნს აგო­ნებ­და, ზოგი კი ინ­გლი­სის თას­ზე სა­ფეხ­ბურ­თო მატჩზე 100 ათა­სი გულ­შე­მატ­კივ­რის ღრი­ალს ადა­რებ­და მას.

ჯო­ზეფ ბრი­უს ის­მეი (პირ­ვე­ლი კლა­სის მგზავ­რი, კა­ი­უ­ტე­ბი #52, 54, 56, ბი­ლე­თი #112058), კომ­პა­ნია "უაით სთარ ლა­ი­ნის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ შერ­ცხვე­ნი­ლი დარ­ჩა. გემ­ზე სა­ხო­მალ­დო კომ­პა­ნია "უაით სთარ ლა­ი­ნის" დი­რექ­ტორ-განმკარ­გუ­ლებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ჯო­ზეფ ბრი­უს ის­მე­ის ეკა­ვა. სწო­რედ ის იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი "ტი­ტა­ნი­კის" კონ­სტრუ­ი­რე­ბა­ზე და სწო­რედ მან გა­და­წყვი­ტა უარი ეთ­ქვა 48 ცალ სა­მაშ­ვე­ლო კარ­ჭაპ­ზე, ფი­ნან­სე­ბის და­ზოგ­ვის მიზ­ნით. გა­მოთ­ვლე­ბით, ამ კარ­ჭა­პე­ბით შე­საძ­ლო იქ­ნე­ბო­და კი­დევ 1500 ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა, ანუ თით­ქმის ყვე­ლა და­ღუ­პუ­ლის...

რო­გორ ცხოვ­რობ­და მთე­ლი ამ მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ასე თუ ისე დამ­ნა­შა­ვე იყო ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვა­ში? ცნო­ბი­ლია, რომ იგი თან­და­თან ას­კე­ტად იქცა, ხოლო თუ სად­მე გამ­გზავ­რე­ბა უხ­დე­ბო­და, ყო­ველ­თვის მა­ტა­რე­ბელს ირ­ჩევ­და, სა­დაც მთელ კუ­პეს უკ­ვე­თავ­და. ურ­თი­ერ­თობ­და მხო­ლოდ უსახ­ლკა­რო­ებ­თან, რო­მელ­თაც პო­უ­ლობ­და ქა­ლა­ქის პარ­კებ­ში და ესა­უბ­რე­ბო­და. მაგ­რამ დი­რექ­ტორ-განმკარ­გუ­ლებ­ლის სიმ­დაბ­ლეს აძ­ლი­ე­რებს კი­დევ ერთი ფაქ­ტი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, არ­სე­ბუ­ლი წე­სის - "პირ­ველ რიგ­ში ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი" - მი­უ­ხე­და­ვად, მან თა­ვის­თვის ნახა ად­გი­ლი კარ­ჭაპ­ში და გა­დარ­ჩა. ხოლო როცა გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი გემ­მა "კარ­პა­ტი­ამ" აიყ­ვა­ნა, მან თა­ვის­თვის ცალ­კე კა­ი­უ­ტა მო­ი­თხო­ვა, მა­შინ როცა სხვე­ბი ია­ტაკ­სა თუ მა­გი­დებ­ზე გან­ლაგ­დნენ.

კა­ტას­ტრო­ფას გა­დარ­ჩე­ნილ­თა ფსი­ქი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თო პოსტტრავ­მა­ტუ­ლი სინ­დრო­მი. აქ შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ 17 წლის ჯეკ ტე­ი­ე­რი, რო­მე­ლიც, ის­მე­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სხვებს ეხ­მა­რე­ბო­და კარ­ჭა­პებ­ში ჩას­ხდო­მა­ში, თა­ვად კი უარი გა­ნა­ცხა­და. მან გა­დარ­ჩე­ნა იმით მო­ა­ხერ­ხა, რომ ყი­ნუ­ლო­ვან წყალ­ში გა­დახ­ტა და გა­დაბ­რუ­ნე­ბულ კარ­ჭაპს ჩა­ე­ჭი­და. სამ­შობ­ლო­ში ის გმი­რად დაბ­რუნ­და, რო­მელ­საც მთე­ლი ქვე­ყა­ნა ეთაყ­ვა­ნე­ბო­და. წლე­ბის მან­ძილ­ზე, მას თან­და­თან გა­ნუ­ვი­თარ­და გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი დეპ­რე­სია, ხოლო როცა "ტი­ტა­ნი­კის" კა­ტას­ტრო­ფის მო­რიგ წლის­თავ­ზე დედა გარ­და­ეც­ვა­ლა (მა­მა­მი­სი კა­ტას­ტრო­ფის დროს და­ი­ღუ­პა), ხოლო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში შვი­ლიც და­ე­ღუ­პა, ჯეკ­მა ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა. ის იყო ერთ-ერთი იმ 10 ადა­მი­ა­ნი­დან, ვინც ლა­ი­ნე­რის და­ღუპ­ვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე.

იმ სა­ში­ნელ ღა­მეს გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი­დან ბევ­რს ჰქონ­და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ზოგს ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლო­ბა­მაც მო­უ­წია. ერთ-ერთი ასე­თი აღ­მოჩ­ნდა მუნ­ჯი კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი დო­რო­თი გიბ­სო­ნი. მომ­ხდა­რი­დან ერთი თვის შემ­დეგ მის­მა პრო­დი­უ­სერ­მა და მე­გო­ბარ­მა ჟულ ბრუ­ლი­ა­ტურ­მა გა­და­ი­ღო ფილ­მი "ტი­ტა­ნი­კი­დან გა­დარ­ჩე­ნილ­ნი", რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რი, ბუ­ნებ­რი­ვია დო­რო­თი გახ­და. კადრში ის იმა­ვე კა­ბა­ში ჩან­და, რაც ტრა­გე­დი­ის დღეს ეცვა და მან ლა­მის თა­ვი­დან გა­ნი­ცა­და გა­და­ტა­ნი­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა და­ღუ­პულ მგზავ­რებ­თან ერ­თად. ეს გახ­და მისი უკა­ნას­კნე­ლი როლი, ამის შემ­დეგ მან ვე­ღარ შეძ­ლო თა­მა­ში.

წიგნ­ში "ტი­ტა­ნი­კის ჩრდი­ლი" მო­ყო­ლი­ლია ცოლ-ქმარ გორ­დო­ნე­ბის - სერ კოს­მო და­ფის და ლი­უ­სი­ლის ბე­დის შე­სა­ხებ. სწო­რედ მო­დე­ლი­ე­რი ლი­უ­სი­ლი იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი სი­ტყვა "ში­კის" ავ­ტო­რი. წყვი­ლი გა­დარ­ჩა კარ­ჭა­პით, რო­მე­ლიც 65 ადა­მი­ან­ზე იყო გათ­ვლი­ლი, მაგ­რამ იქ მხო­ლოდ 12 იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ­ბო­ბენ, რომ კოს­მო დაფი იმით გა­დარ­ჩა, რომ თი­თე­ულ მე­ზღვა­ურს 5-5 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი გა­და­უ­ხა­და, რომ მათ ის და მისი ცოლი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ნე­რი­დე­ბი­ნათ ჩა­ძირ­ვის პრო­ცეს­ში მყო­ფი "ტი­ტა­ნი­კის­გან". მაგ­რამ ამით გორ­დო­ნებ­მა სხვებს მო­უს­პეს გა­დარ­ჩე­ნის შან­სი. გა­დარ­ჩე­ნის შემ­დეგ პირ­ვე­ლი­ვე დღეს მე­უღ­ლე­ე­ბი ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მო­წყო­ბილ სა­ღა­მო­ზე მი­ვიდ­ნენ, სა­დაც ნა­ბა­ხუ­სე­ვი ლი­უ­სი­ლი საკ­მა­ოდ და­უ­ფიქ­რებ­ლად აღ­წერ­და მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას. ამ შემ­თხვე­ვის გამო სერ გორ­დო­ნი სო­ცი­ა­ლურ გა­რი­ყუ­ლად იქცა. წყვი­ლი მალე და­შორ­და ერ­თმა­ნეთს. ლი­უ­სი­ლის სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სი კი მალე დას­რულ­და, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნის უჭ­კუ­ო­ბამ და ფი­ნან­სურ­მა უმეც­რე­ბამ გა­ა­კოტ­რა.

"ტი­ტა­ნი­კის" გემ­ბან­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და 143 ქალი, ვინც პირ­ვე­ლი კლა­სით მგზავ­რობ­და და მათი ბი­ლე­თე­ბი 875 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი ღირ­და. ამ ქა­ლე­ბი­დან და­ი­ღუ­პა 4, მათ­გან სამ­მა უარი გა­ნა­ცხა­და კარ­ჭაპ­ში ჩაჯ­დო­მა­ზე. ხოლო იმათ­გან, ვინ მე­სა­მე კლა­სის კა­ი­უ­ტე­ბის ბი­ლე­თე­ბი იყი­და 12-12 გირ­ვან­ქად, და­ი­ღუ­პა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი.

ალ­ბათ, ცდე­ბი­ან ისი­ნი, ვინც თვლის, რომ სიკ­ვდი­ლი არ არ­ჩევს ადა­მი­ა­ნებს სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით: კომ­პა­ნია "უაით სთარ ლა­ი­ნის" მიერ და­ღუ­პულ­თა გვა­მე­ბის სა­ძებ­ნად გაგ­ზავ­ნილ­მა გემ­მა, ხმე­ლეთ­ზე გა­და­ას­ვე­ნა მხო­ლოდ ისი­ნი, ვინც პირ­ვე­ლი კლა­სით მგზავ­რობ­და, და­ნარ­ჩე­ნებ­მა კი სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი ზღვის ფსკერ­ზე ჰპო­ვეს.

"ტი­ტა­ნიკ­მა" წყლის ქვეშ წა­ი­ყო­ლა ასო­ბით იმ დრო­ის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ამათ­გან ერთ-ერთი იყო მი­ლი­ო­ნე­რი ჯონ ჯე­ი­კობ აქ­ტო­რი. მის სხე­ულ­თან ერ­თად ფსკე­რი­დან ამო­ი­ღეს ოქ­როს სა­ა­თი, ბე­ჭე­დი ბრი­ლი­ან­ტით, რომ­ლის ფა­სიც დღე­ვან­დე­ლი კურ­სით 57 ათა­სი დო­ლა­რია, მა­მა­კა­ცის პე­რან­გის სა­კინ­ძე­ბი და 2500 დო­ლა­რი ნაღ­დი ფული. მი­ლი­ო­ნე­რის სა­ხელს და­ღუპ­ვის შემ­დეგ წარ­მოთ­ქვამ­დნენ რო­გორც გმი­რი­სას - მან ხომ უარი გა­ნა­ცხა­და კარ­ჭაპ­ში ჩაჯ­დო­მა­ზე. ჯე­ი­კობ აქ­ტო­რის შე­სა­ხებ ხმა­უ­რი მას შემ­დეგ ატყდა, რაც მი­ლი­ო­ნე­რის ან­დერ­ძი გახ­და ცნო­ბი­ლი. უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლის თა­ნახ­მად, მისი 19 წლის ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე მად­ლე­ნი მთელ ქო­ნე­ბას კარ­გავ­და გან­მე­ო­რე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ჩანს, მი­ლი­ო­ნე­რი არ აპი­რებ­და ასე მალე იმ­ქვეყ­ნად გამ­გზავ­რე­ბას.

ტრა­გე­დი­ის პირ­ველ წლებ­ში მად­ლე­ნი ჩან­და ნიუ-იორ­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მან მა­ინც მო­ა­ხერ­ხა ახა­ლი ქმრის პოვ­ნა, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა უიღ­ბლო აღ­მოჩ­ნდა. მისი მომ­დევ­ნო მა­მა­კა­ცი, ვის­თა­ნაც ხან­გრძლი­ვი რო­მა­ნი ჰქონ­და, იყო იტა­ლი­ე­ლი მოკ­რი­ვე, რო­მე­ლიც მას სის­ტე­მა­ტუ­რად სცემ­და. ბე­დის­წე­რა სას­ტი­კი იყო მად­ლე­ნი­სად­მი, ისე­ვე რო­გორ სხვა გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი­სად­მი, თით­ქოს შურს იძი­ებ­და გა­დარ­ჩე­ნის გამო. მად­ლე­ნი 1940 წელს გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად მარ­ტო. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მან თავი მო­იკ­ლა. სიკ­ვდი­ლის წინ ის ხში­რად იმე­ო­რებ­და: "ტი­ტა­ნიკ­მა და­ან­გრია ჩემი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა".

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
0

ცხოვრება სასტიკი და სამართლიანია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება

"ტიტანიკის" გადარჩენილი მგზავრების ტრაგიკული ბედი

"ტიტანიკის" გადარჩენილი მგზავრების ტრაგიკული ბედი

XX საუკუნის ყველაზე გახმაურებული ტრაგედია მოსვენებას არ აძლევს მწერლების, რეჟისორების, მკვლევარებისა თუ ისტორიკოსების წარმოსახვას. თითქოს 1500 დაღუპული ადამიანის სული ითხოვს მომხდარში გარკვევას და საბოლოო წერტილის დასმას კატასტროფის მიზეზების კვლევაში...

1912 წელს "ტიტანიკი" ყველაზე დიდი ტრანსკონტინენტური სამგზავრო ლაინერი იყო. 1912 წლის 15 აპრილს თავის პირველივე რეისში აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა ატლანტის ოკეანეში. მის ბორტზე ეკიპაჟის წევრებთან ერთად იმყოფებოდა 2200 მგზავრი, რომელთაგან გადარჩა 705. ჩაძირვის მომენტში წყლის ტემპერატურა არაუმეტეს მინუს ორი გრადუსი იყო ცელსიუსით და ბევრი სხეულის გადაცივების შედეგად დაიღუპა.

თანამედროვე მწერალმა და ჟურნალისტმა ენდრიუ უილსონმა გამოუშვა წიგნი "ტიტანიკის ჩრდილი". მასში ავტორი კიდევ ერთხელ აღწერს "ტიტანიკის" დაღუპვას, რამაც წარუშლელი შავი ლაქა დატოვა ამ საშინელ ტრაგედიას გადარჩენილი 705 ადამიანის ცხოვრებაში, წერტილი დაუსვა სიმდიდრის, ფუფუნების და პრივილეგიების ხანას მათ ცხოვრებაში.

დღესდღეობით "ტიტანიკის" არცერთი მგზავრი ცოცხალი აღარ არის. ბოლო გადარჩენილი, მილვაინა დინი 2009 წელს გარდაიცვალა 97 წლის ასაკში. ტრაგედიის მომენტში ის მხოლოდ 9 თვის გახლდათ. რასაკვირველია, მას არაფერი ახსოვდა, მაგრამ ისტორიულ ხომალდზე მისი ყოფნის ფაქტმა, ამ ქალის ცხოვრება (განსაკუთრებით 1985 წლის შემდეგ, როცა "ტიტანიკი" იპოვეს) უცნაურად პოპულარული და დატვირთული გახადა. ტრაგედიის თვითმხილველნი იხსენებდნენ, რომ დახრჩობისთვის განწირულთა ყვირილი ცხოვრების ბოლომდე სდევდა მათ. ზოგს ეს ფუტკრების გუნდის ბზუილისგან წარმოქმნილ გუგუნს აგონებდა, ზოგი კი ინგლისის თასზე საფეხბურთო მატჩზე 100 ათასი გულშემატკივრის ღრიალს ადარებდა მას.

ჯოზეფ ბრიუს ისმეი (პირველი კლასის მგზავრი, კაიუტები #52, 54, 56, ბილეთი #112058), კომპანია "უაით სთარ ლაინის" აღმასრულებელი დირექტორი გადარჩა, მაგრამ შერცხვენილი დარჩა. გემზე სახომალდო კომპანია "უაით სთარ ლაინის" დირექტორ-განმკარგულებლის თანამდებობა ჯოზეფ ბრიუს ისმეის ეკავა. სწორედ ის იყო პასუხისმგებელი "ტიტანიკის" კონსტრუირებაზე და სწორედ მან გადაწყვიტა უარი ეთქვა 48 ცალ სამაშველო კარჭაპზე, ფინანსების დაზოგვის მიზნით. გამოთვლებით, ამ კარჭაპებით შესაძლო იქნებოდა კიდევ 1500 ადამიანის გადარჩენა, ანუ თითქმის ყველა დაღუპულის...

როგორ ცხოვრობდა მთელი ამ მომდევნო წლების განმავლობაში პიროვნება, რომელიც ასე თუ ისე დამნაშავე იყო ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვაში? ცნობილია, რომ იგი თანდათან ასკეტად იქცა, ხოლო თუ სადმე გამგზავრება უხდებოდა, ყოველთვის მატარებელს ირჩევდა, სადაც მთელ კუპეს უკვეთავდა. ურთიერთობდა მხოლოდ უსახლკაროებთან, რომელთაც პოულობდა ქალაქის პარკებში და ესაუბრებოდა. მაგრამ დირექტორ-განმკარგულებლის სიმდაბლეს აძლიერებს კიდევ ერთი ფაქტი. როგორც აღმოჩნდა, არსებული წესის - "პირველ რიგში ქალები და ბავშვები" - მიუხედავად, მან თავისთვის ნახა ადგილი კარჭაპში და გადარჩა. ხოლო როცა გადარჩენილები გემმა "კარპატიამ" აიყვანა, მან თავისთვის ცალკე კაიუტა მოითხოვა, მაშინ როცა სხვები იატაკსა თუ მაგიდებზე განლაგდნენ.

კატასტროფას გადარჩენილთა ფსიქიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების შედეგად დადგინდა რამდენიმე საერთო პოსტტრავმატული სინდრომი. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ 17 წლის ჯეკ ტეიერი, რომელიც, ისმეისგან განსხვავებით, სხვებს ეხმარებოდა კარჭაპებში ჩასხდომაში, თავად კი უარი განაცხადა. მან გადარჩენა იმით მოახერხა, რომ ყინულოვან წყალში გადახტა და გადაბრუნებულ კარჭაპს ჩაეჭიდა. სამშობლოში ის გმირად დაბრუნდა, რომელსაც მთელი ქვეყანა ეთაყვანებოდა. წლების მანძილზე, მას თანდათან განუვითარდა გახანგრძლივებული დეპრესია, ხოლო როცა "ტიტანიკის" კატასტროფის მორიგ წლისთავზე დედა გარდაეცვალა (მამამისი კატასტროფის დროს დაიღუპა), ხოლო მეორე მსოფლიო ომში შვილიც დაეღუპა, ჯეკმა ვენები გადაიჭრა. ის იყო ერთ-ერთი იმ 10 ადამიანიდან, ვინც ლაინერის დაღუპვის შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

იმ საშინელ ღამეს გადარჩენილებიდან ბევრს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ზოგს ფსიქიატრიულ კლინიკებში მკურნალობამაც მოუწია. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა მუნჯი კინოს მსახიობი დოროთი გიბსონი. მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ მისმა პროდიუსერმა და მეგობარმა ჟულ ბრულიატურმა გადაიღო ფილმი "ტიტანიკიდან გადარჩენილნი", რომლის მთავარი გმირი, ბუნებრივია დოროთი გახდა. კადრში ის იმავე კაბაში ჩანდა, რაც ტრაგედიის დღეს ეცვა და მან ლამის თავიდან განიცადა გადატანილი საშინელება დაღუპულ მგზავრებთან ერთად. ეს გახდა მისი უკანასკნელი როლი, ამის შემდეგ მან ვეღარ შეძლო თამაში.

წიგნში "ტიტანიკის ჩრდილი" მოყოლილია ცოლ-ქმარ გორდონების - სერ კოსმო დაფის და ლიუსილის ბედის შესახებ. სწორედ მოდელიერი ლიუსილი იყო პოპულარული სიტყვა "შიკის" ავტორი. წყვილი გადარჩა კარჭაპით, რომელიც 65 ადამიანზე იყო გათვლილი, მაგრამ იქ მხოლოდ 12 იმყოფებოდა. ამბობენ, რომ კოსმო დაფი იმით გადარჩა, რომ თითეულ მეზღვაურს 5-5 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, რომ მათ ის და მისი ცოლი რაც შეიძლება სწრაფად განერიდებინათ ჩაძირვის პროცესში მყოფი "ტიტანიკისგან". მაგრამ ამით გორდონებმა სხვებს მოუსპეს გადარჩენის შანსი. გადარჩენის შემდეგ პირველივე დღეს მეუღლეები ერთ-ერთ რესტორანში მოწყობილ საღამოზე მივიდნენ, სადაც ნაბახუსევი ლიუსილი საკმაოდ დაუფიქრებლად აღწერდა მომხდარ ტრაგედიას. ამ შემთხვევის გამო სერ გორდონი სოციალურ გარიყულად იქცა. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს. ლიუსილის სამოდელო ბიზნესი კი მალე დასრულდა, რადგან ქალბატონის უჭკუობამ და ფინანსურმა უმეცრებამ გააკოტრა.

"ტიტანიკის" გემბანზე იმყოფებოდა 143 ქალი, ვინც პირველი კლასით მგზავრობდა და მათი ბილეთები 875 გირვანქა სტერლინგი ღირდა. ამ ქალებიდან დაიღუპა 4, მათგან სამმა უარი განაცხადა კარჭაპში ჩაჯდომაზე. ხოლო იმათგან, ვინ მესამე კლასის კაიუტების ბილეთები იყიდა 12-12 გირვანქად, დაიღუპა ნახევარზე მეტი.

ალბათ, ცდებიან ისინი, ვინც თვლის, რომ სიკვდილი არ არჩევს ადამიანებს სოციალური სტატუსის მიხედვით: კომპანია "უაით სთარ ლაინის" მიერ დაღუპულთა გვამების საძებნად გაგზავნილმა გემმა, ხმელეთზე გადაასვენა მხოლოდ ისინი, ვინც პირველი კლასით მგზავრობდა, დანარჩენებმა კი სამუდამო განსასვენებელი ზღვის ფსკერზე ჰპოვეს.

"ტიტანიკმა" წყლის ქვეშ წაიყოლა ასობით იმ დროის ყველაზე მდიდარი და წარმატებული ადამიანი. ამათგან ერთ-ერთი იყო მილიონერი ჯონ ჯეიკობ აქტორი. მის სხეულთან ერთად ფსკერიდან ამოიღეს ოქროს საათი, ბეჭედი ბრილიანტით, რომლის ფასიც დღევანდელი კურსით 57 ათასი დოლარია, მამაკაცის პერანგის საკინძები და 2500 დოლარი ნაღდი ფული. მილიონერის სახელს დაღუპვის შემდეგ წარმოთქვამდნენ როგორც გმირისას - მან ხომ უარი განაცხადა კარჭაპში ჩაჯდომაზე. ჯეიკობ აქტორის შესახებ ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც მილიონერის ანდერძი გახდა ცნობილი. უკანასკნელი სურვილის თანახმად, მისი 19 წლის ორსული მეუღლე მადლენი მთელ ქონებას კარგავდა განმეორებითი ქორწინების შემთხვევაში. ჩანს, მილიონერი არ აპირებდა ასე მალე იმქვეყნად გამგზავრებას.

ტრაგედიის პირველ წლებში მადლენი ჩანდა ნიუ-იორკის საზოგადოებაში. მან მაინც მოახერხა ახალი ქმრის პოვნა, მაგრამ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. მისი მომდევნო მამაკაცი, ვისთანაც ხანგრძლივი რომანი ჰქონდა, იყო იტალიელი მოკრივე, რომელიც მას სისტემატურად სცემდა. ბედისწერა სასტიკი იყო მადლენისადმი, ისევე როგორ სხვა გადარჩენილებისადმი, თითქოს შურს იძიებდა გადარჩენის გამო. მადლენი 1940 წელს გარდაიცვალა სრულიად მარტო. ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა. სიკვდილის წინ ის ხშირად იმეორებდა: "ტიტანიკმა დაანგრია ჩემი ნერვული სისტემა".

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ