სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრი ხიდაშელის არჩევანი - "მე არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას"
მინისტრი ხიდაშელის არჩევანი - "მე არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას"

პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში ვი­თარ­დე­ბა, არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია, რომ­ლის მი­ზა­ნია, დის­კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნან პრო­და­სავ­ლურ, ევ­რო­პულ, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თველ­კოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

"იმ­დე­ნი ხა­ნია ეს სა­უბ­რე­ბი უკვე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ ალ­ბათ უკვე ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. მე, არც კი ვიცი ჩვენ სი­ახ­ლე რა შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­ტა­ნოთ ამ სა­უ­ბარ­ში. ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია, ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნით - ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში, რამ­დე­ნა­დაც მათ ეს შე­უძ­ლი­ათ, დის­კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნან პრო­და­სავ­ლურ, ევ­რო­პულ, ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს...

ხი­და­შე­ლის თქმით, გოგი თო­ფა­ძის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­ზან­მი­მარ­თულ კამ­პა­ნი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

"ეს კო­ა­ლი­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მუ­რი კამ­პა­ნი­აა, ეს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი კო­ა­ლი­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბე­ბია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იდ­გეს ამ ყვე­ლაფ­რის უკან?! გოგი თო­ფა­ძეს არ აურ­ჩე­ვია "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" კო­ა­ლი­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ სუ­ბი­ექ­ტად და გოგი თო­ფა­ძე ჰო­რი­ზონტზეც კი არ არ­სე­ბობ­და, რო­დე­საც კო­ა­ლი­ცია იქ­მნე­ბო­და. თო­ფა­ძის ოც­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა თინა ხი­და­შე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ყო­ფი­ლი­ყო, ან გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ან ის მთავ­რო­ბა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც დღეს ჰყავს სა­ქარ­თვე­ლოს. ეს მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ არის, ის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დე­პუ­ტა­ტია, რო­მელ­საც აქვს ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხმა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და ამ ხმას აძ­ლევ­და უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს...

რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­რე­ჯოს არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მი­ნის­ტრი ფიქ­რობს, რომ ეს უშუ­ა­ლოდ მთა­ვარ პრო­კუ­რორ ირაკ­ლი შო­თა­ძეს ეკუთ­ვნის. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­გა­რე­ჯოს არ­ჩევ­ნე­ბი იმ­დე­ნად მარ­ტი­ვი საქ­მეა, რომ ვერ­ნა­ი­რი მხრი­დან კუდს ვერ მო­ა­ბამ. "მე მგო­ნია, რომ შო­თა­ძემ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ცუდი კუ­თხით რომ წა­ვი­დეთ – ვთქვათ, შო­თა­ძეს ვი­ღა­ცამ და­ა­ვა­ლა და ჩემი და­ჭე­რა უნ­დათ - აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, რო­მელ­საც ეს კამ­პა­ნია ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ეს იყო, რომ ჩვენც წავ­სუ­ლი­ყა­ვით ოპო­ზი­ცი­ა­ში. ვი­ღა­ცას რა­ღაც მო­მენ­ტში ნერ­ვე­ბი უმტყუ­ნებ­და. იგი­ვე სცე­ნა­რი გა­თა­მაშ­და ალა­სა­ნი­ას შემ­თხვე­ვა­ში. იგი­ვე სცე­ნა­რი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ჩვენ­თვის ნერ­ვებს უნდა ემ­ტყუ­ნა. მე ვთვლი, რომ ალა­სა­ნი­ას ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა და ვთვლი, რომ ისი­ნი არ უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ ოპო­ზი­ცი­ა­ში. ეს ად­რეც მით­ქვამს. იმ მო­მენ­ტში ეს არ იყო სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი. არ­სად არ ვა­პი­რებ წას­ვლას. დღეს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია შე­კი­თხვა - ვინ წავა. მე ნერ­ვე­ბი არ მიმ­ტყუ­ნებს, მე არ და­ვუ­ტო­ვებ სტა­ლი­ნის სუ­რა­თე­ბი­ან ოთა­ხებს ამ ქვე­ყა­ნას"- გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მინისტრი ხიდაშელის არჩევანი - "მე არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას"

მინისტრი ხიდაშელის არჩევანი - "მე არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას"

პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდში ვითარდება, არის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანია, დისკომფორტი შეუქმნან პროდასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალებს - ამის შესახებ საქართველკოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.

იხილეთ ვიდეო

"იმდენი ხანია ეს საუბრები უკვე საჯარო სივრცეში მიმდინარეობს, რომ ალბათ უკვე ყველაფერია ნათქვამი. მე, არც კი ვიცი ჩვენ სიახლე რა შეიძლება შევიტანოთ ამ საუბარში. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, ძალიან კონკრეტული ამოცანით - ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რამდენადაც მათ ეს შეუძლიათ, დისკომფორტი შეუქმნან პროდასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალებს...

ხიდაშელის თქმით, გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადებები მიზანმიმართულ კამპანიას ემსახურება, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არის მიმართული.

"ეს კოალიციის საწინააღმდეგო სისტემური კამპანიაა, ეს გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიციის საწინააღმდეგო მოქმედებებია. როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იდგეს ამ ყველაფრის უკან?! გოგი თოფაძეს არ აურჩევია "რესპუბლიკური პარტია" კოალიციის დამფუძნებელ სუბიექტად და გოგი თოფაძე ჰორიზონტზეც კი არ არსებობდა, როდესაც კოალიცია იქმნებოდა. თოფაძის ოცნება არ ყოფილა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი ყოფილიყო, ან გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ან ის მთავრობა ყოფილიყო, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს. ეს მისი გადაწყვეტილებები არ არის, ის ერთი ჩვეულებრივი დეპუტატია, რომელსაც აქვს ერთი ჩვეულებრივი ხმა საქართველოს პარლამენტში და ამ ხმას აძლევდა უმრავლესობის გადაწყვეტილებებს...

რაც შეეხება საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებას, მინისტრი ფიქრობს, რომ ეს უშუალოდ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ეკუთვნის. მისივე განმარტებით, საგარეჯოს არჩევნები იმდენად მარტივი საქმეა, რომ ვერნაირი მხრიდან კუდს ვერ მოაბამ. "მე მგონია, რომ შოთაძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ცუდი კუთხით რომ წავიდეთ – ვთქვათ, შოთაძეს ვიღაცამ დაავალა და ჩემი დაჭერა უნდათ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს კამპანია ემსახურებოდა, ეს იყო, რომ ჩვენც წავსულიყავით ოპოზიციაში. ვიღაცას რაღაც მომენტში ნერვები უმტყუნებდა. იგივე სცენარი გათამაშდა ალასანიას შემთხვევაში. იგივე სცენარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის ნერვებს უნდა ემტყუნა. მე ვთვლი, რომ ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვთვლი, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში. ეს ადრეც მითქვამს. იმ მომენტში ეს არ იყო სწორი არჩევანი. არსად არ ვაპირებ წასვლას. დღეს ძალიან პოპულარულია შეკითხვა - ვინ წავა. მე ნერვები არ მიმტყუნებს, მე არ დავუტოვებ სტალინის სურათებიან ოთახებს ამ ქვეყანას"- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."