პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანაში განგსტერები გაჩნდნენ, რომლებიც უკვეთენ მკვლელობებს და ამაზე პასუხს არ აგებენ"
"ქვეყანაში განგსტერები გაჩნდნენ, რომლებიც უკვეთენ მკვლელობებს და ამაზე პასუხს არ აგებენ"

ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფილ სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრ ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმამ, რო­მე­ლიც დღი­სით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე სა­საფ­ლა­ო­ზე მოხ­და, ჩვენ­ში ბევ­რს გა­ახ­სე­ნა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის შავ­ბნე­ლი 90-იანი წლე­ბი, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა მე­ფობ­და და კრი­მი­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო. კრი­მი­ნა­ლის იმ­ჟა­მინ­დელ მას­შტაბ­თან დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­და­რე­ბა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ი­მე­დო სტა­ტის­ტი­კი­სა, ფაქ­ტია, რომ გარ­და შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა, გახ­შირ­და ყო­ფი­თი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლიც.

იმ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც დამ­ნა­შა­ვე ბე­დავს ჩა­უ­საფ­რდეს ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კოსს და სას­ტი­კად გა­უს­წორ­დეს, რო­გორ იგ­რძნობს და­ცუ­ლად თავს რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე? - სწო­რედ ამ კი­თხვით იწყე­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ტერ­ვიუ ექ­სპერტ სოსო ცის­კა­რიშ­ვილ­თან: "ეს თავ­დას­ხმა, სამ­წუ­ხა­როდ, გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში განგსტე­რე­ბი გაჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც უკ­ვე­თენ მკვლე­ლო­ბებს და ამა­ზე პა­სუხს არ აგე­ბენ. ჩემი შე­ფა­სე­ბით, თავ­დას­ხმას ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­ზე აშ­კა­რად შეკ­ვე­თი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი აქვს, რო­დე­საც ვი­ღა­ცის მი­თი­თე­ბით სწო­რედ ის იყო სა­მიზ­ნე. ეს ფაქ­ტი შე­უ­რა­ცხყოფს სა­ხელ­მწი­ფოს, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, ვინ იყო დამ­კვე­თი, ვინ - შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ან რა იყო თავ­დას­ხმის მო­ტი­ვი... არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა ეს შერ­ჩეს ან ჩამ­ფიქ­რე­ბელს, ან კი­დევ შემ­სრუ­ლე­ბელს. იმე­დია, საქ­მეს დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ, ოღონდ ისე, რომ და­ი­სა­ჯონ არა მხო­ლოდ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ დამ­კვე­თე­ბიც.

და­ნა­შა­უ­ლის ზრდა, ნა­წი­ლობ­რივ შე­იძ­ლე­ბა ავ­ხსნათ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ი­თაც. რო­დე­საც ვცდი­ლობთ, გა­და­ვი­დეთ ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­ზე და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი შე­ე­ხოს ყვე­ლა სფე­როს, მათ შო­რის, ამა­საც, ეს მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს არ უნდა ნიშ­ნავ­დეს სიმ­კაც­რის შე­სუს­ტე­ბას იმ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მკაც­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში უნდა იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს. ისიც უნდა ით­ქვას, რომ ზედ­მე­ტად ზრდი­ლო­ბი­ა­ნი გახ­და ჩვე­ნი პო­ლი­ცია, ხში­რად ქუ­ჩა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­სა თუ წვრილ­მა­ნი და­ნა­შა­უ­ლი­სად­მი მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გულ­გრი­ლია.

ელე­მენ­ტა­რულ რა­მეს გა­ვიხ­სე­ნებ: რო­დე­საც ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვით მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის თავ­ზეც კი ქუ­ჩას წი­თელ შუქ­ზე ჭრი­ან და მან­ქა­ნე­ბის ზღვას მი­არ­ღვე­ვენ, პატ­რუ­ლი შე­საძ­ლოა იქვე იყოს და ამას მშვი­დად ადევ­ნებ­დეს თვალს ისე, რომ არა­ნა­ი­რი ზომა არ მი­ი­ღოს... ამ პა­ტა­რა მა­გა­ლი­თი­თაც ჩანს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მოქ­მე­დე­ბა არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი და ოპე­რა­ტი­უ­ლი. ამის გან­ზო­გა­დე­ბა უფრო სე­რი­ო­ზულ სა­მარ­თა­დარ­ღვე­ვებ­ზეც შეგ­ვიძ­ლია. ვერ ვი­ტყვი, რომ რა­ი­მე უკე­თე­სი ხდე­ბო­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც დამ­ნა­შა­ვედ სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა იყო ქცე­უ­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში თვი­თონ მოქ­მე­დებ­და სა­დის­ტუ­რი მე­თო­დე­ბით. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო სი­ფხიზ­ლეც, თუ რა­ი­მე მი­უ­ღე­ბელს წა­ვა­წყდე­ბით, უმ­რავ­ლე­სო­ბა თვალს ვა­რი­დებთ ამას და გვგო­ნია, რომ ეს ჩვენ არ გვე­ხე­ბა. როცა შეგ­ვე­ხე­ბა, უკვე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 29 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში ან გახ­დით გა­ზე­თის ხელ­მომ­წე­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ქვეყანაში განგსტერები გაჩნდნენ, რომლებიც უკვეთენ მკვლელობებს და ამაზე პასუხს არ აგებენ"

"ქვეყანაში განგსტერები გაჩნდნენ, რომლებიც უკვეთენ მკვლელობებს და ამაზე პასუხს არ აგებენ"

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმამ, რომელიც დღისით, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე მოხდა, ჩვენში ბევრს გაახსენა გასული საუკუნის შავბნელი 90-იანი წლები, როდესაც ქვეყანაში სრული განუკითხაობა მეფობდა და კრიმინალური ვითარება უკიდურესად მძიმე იყო. კრიმინალის იმჟამინდელ მასშტაბთან დღევანდელი სიტუაციის შედარება, საბედნიეროდ, არაადეკვატური იქნება, თუმცა მიუხედავად სამართალდამცავთა მიერ წარმოდგენილი საიმედო სტატისტიკისა, ფაქტია, რომ გარდა შემზარავი დანაშაულებისა, გახშირდა ყოფითი ხასიათის დანაშაულიც.

იმ ვითარებაში, როდესაც დამნაშავე ბედავს ჩაუსაფრდეს ცნობილ პოლიტიკოსს და სასტიკად გაუსწორდეს, როგორ იგრძნობს დაცულად თავს რიგითი მოქალაქე? - სწორედ ამ კითხვით იწყება "კვირის პალიტრის" ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან: "ეს თავდასხმა, სამწუხაროდ, გვაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში განგსტერები გაჩნდნენ, რომლებიც უკვეთენ მკვლელობებს და ამაზე პასუხს არ აგებენ. ჩემი შეფასებით, თავდასხმას ალექსი პეტრიაშვილზე აშკარად შეკვეთილი დანაშაულის ნიშნები აქვს, როდესაც ვიღაცის მითითებით სწორედ ის იყო სამიზნე. ეს ფაქტი შეურაცხყოფს სახელმწიფოს, განურჩევლად იმისა, ვინ იყო დამკვეთი, ვინ - შემსრულებელი ან რა იყო თავდასხმის მოტივი... არაფრით არ შეიძლება ეს შერჩეს ან ჩამფიქრებელს, ან კიდევ შემსრულებელს. იმედია, საქმეს დროულად გამოიძიებენ, ოღონდ ისე, რომ დაისაჯონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ დამკვეთებიც.

დანაშაულის ზრდა, ნაწილობრივ შეიძლება ავხსნათ სასჯელაღსრულების სისტემის ლიბერალიზაციითაც. როდესაც ვცდილობთ, გადავიდეთ ევროპულ სტანდარტებზე და დემოკრატიული პროცესი შეეხოს ყველა სფეროს, მათ შორის, ამასაც, ეს მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს სიმკაცრის შესუსტებას იმ დამნაშავეების მიმართ, რომლებიც კანონის ფარგლებში მკაცრი რეჟიმის პირობებში უნდა იხდიდნენ სასჯელს. ისიც უნდა ითქვას, რომ ზედმეტად ზრდილობიანი გახდა ჩვენი პოლიცია, ხშირად ქუჩაში მიმდინარე პროცესებისა თუ წვრილმანი დანაშაულისადმი მათი დამოკიდებულება გულგრილია.

ელემენტარულ რამეს გავიხსენებ: როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები უსაფრთხოების წესის დარღვევით მიწისქვეშა გადასასვლელების თავზეც კი ქუჩას წითელ შუქზე ჭრიან და მანქანების ზღვას მიარღვევენ, პატრული შესაძლოა იქვე იყოს და ამას მშვიდად ადევნებდეს თვალს ისე, რომ არანაირი ზომა არ მიიღოს... ამ პატარა მაგალითითაც ჩანს, რომ სამართალდამცავთა მოქმედება არ არის ადეკვატური და ოპერატიული. ამის განზოგადება უფრო სერიოზულ სამართადარღვევებზეც შეგვიძლია. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე უკეთესი ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც დამნაშავედ სახელმწიფო სისტემა იყო ქცეული და ნებისმიერი, სამართალდარღვევის შემთხვევაში თვითონ მოქმედებდა სადისტური მეთოდებით. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სიფხიზლეც, თუ რაიმე მიუღებელს წავაწყდებით, უმრავლესობა თვალს ვარიდებთ ამას და გვგონია, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. როცა შეგვეხება, უკვე გვიანი იქნება.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 29 თებერვლის ნომერში ან გახდით გაზეთის ხელმომწერი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ