საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია"
"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია"

25 თე­ბერ­ვალს, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის მოს­კოვ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტი მისი მე­გობ­რე­ბის­თვი­საც კი მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მსოფ­ლიო დო­ნის ბა­ლე­რი­ნის ნა­ბი­ჯი გან­სა­კუთ­რე­ბით ნიკა რუ­რუ­ამ და მის­მა გუნ­დმა გა­აკ­რი­ტი­კა, არა­და, ანა­ნი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე გრი­გოლ ვა­შა­ძე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ კი­დევ კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის თა­ნა­გუნ­დე­ლად ით­ვლე­ბა. გა­ი­ყო თუ არა ვა­შა­ძი­სა და რუ­რუ­ას პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, kvirispalitra.ge სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ივე­რი­ის" დამ­ფუძ­ნე­ბელს ნიკა რუ­რუ­ას ესა­უბ­რა:

- არ ვიცი რა რე­აქ­ცია ჰქონ­და გრი­გოლ ვა­შა­ძეს ჩემ გან­ცხა­დე­ბებ­ზე, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ამა­ზე სა­ჯა­როდ თა­ვად­ვე ილა­პა­რა­კებს. მან კარ­გად იცის, რომ ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკომ­პრო­მი­სო ვარ. ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი ჩემი მე­გო­ბა­რია, მაგ­რამ მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი და უღირ­სია. მას შე­ეძ­ლო პე­და­გო­გის იუ­ბი­ლე თბი­ლის­ში, ახ­ლად­გახ­სნილ ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში გა­ე­მარ­თა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თბი­ლის­ში სხვა მო­წა­ფე­ე­ბიც ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ. ოკუ­პა­ცი­ის დღეს კი ოკუ­პან­ტთან ცეკ­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია. ეს ნიშ­ნავს, რომ პუ­ტი­ნის ნა­რა­ტი­ვებს მივ­ყვე­ბით, რად­გან პო­ლი­ტი­კა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბას მხო­ლოდ ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებს.

- თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ გრი­გოლ ვა­შა­ძეს­თან ერ­თად ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თუ მას "ივე­რი­ის" და­ტო­ვე­ბა უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს?

- გრი­გოლ ვა­შა­ძემ დიდი ხა­ნია ტაიმ-აუტი აიღო და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ფი­ზი­კუ­რა­დაც კი არ ჩნდე­ბა. ამის შე­სა­ხებ გაგ­ვაფრ­თხი­ლა კი­დეც, ის თა­ვი­სი ბიზ­ნეს­საქ­მე­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩე­ნი უკვე თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია"

"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია"

25 თებერვალს, ნინო ანანიაშვილის მოსკოვში გამართული კონცერტი მისი მეგობრებისთვისაც კი მიუღებელი აღმოჩნდა. მსოფლიო დონის ბალერინის ნაბიჯი განსაკუთრებით ნიკა რურუამ და მისმა გუნდმა გააკრიტიკა, არადა, ანანიაშვილის მეუღლე გრიგოლ ვაშაძე ოფიციალურად ჯერ კიდევ კულტურის ყოფილი მინისტრის თანაგუნდელად ითვლება. გაიყო თუ არა ვაშაძისა და რურუას პოლიტიკური ინტერესები და რა გეგმები აქვს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, kvirispalitra.ge საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებელს ნიკა რურუას ესაუბრა:

- არ ვიცი რა რეაქცია ჰქონდა გრიგოლ ვაშაძეს ჩემ განცხადებებზე, კარგი იქნება თუ ამაზე საჯაროდ თავადვე ილაპარაკებს. მან კარგად იცის, რომ ასეთ შემთხვევებში აბსოლუტურად უკომპრომისო ვარ. ნინო ანანიაშვილი ჩემი მეგობარია, მაგრამ მისი გადაწყვეტილება მიუღებელი და უღირსია. მას შეეძლო პედაგოგის იუბილე თბილისში, ახლადგახსნილ ოპერისა და ბალეტის თეატრში გაემართა. დარწმუნებული ვარ, თბილისში სხვა მოწაფეებიც ჩამოვიდოდნენ. ოკუპაციის დღეს კი ოკუპანტთან ცეკვა დაუშვებელია. ეს ნიშნავს, რომ პუტინის ნარატივებს მივყვებით, რადგან პოლიტიკასა და ხელოვნებას მხოლოდ ჩვენ წინააღმდეგ იყენებს.

- თქვენი განცხადებების შემდეგ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ერთ ორგანიზაციაში თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ თუ მას "ივერიის" დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს?

- გრიგოლ ვაშაძემ დიდი ხანია ტაიმ-აუტი აიღო და ორგანიზაციაში ფიზიკურადაც კი არ ჩნდება. ამის შესახებ გაგვაფრთხილა კიდეც, ის თავისი ბიზნესსაქმეებითაა დაკავებული. დანარჩენი უკვე თავად უნდა გადაწყვიტოს.

გაგრძელება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორ ნაწილდება ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?

ბათუმში ორსართულიანი სახლში აფეთქება მოხდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა?