პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში - ესთეტიკური მედიცინა, როგორც ბიზნესი
ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში - ესთეტიკური მედიცინა, როგორც ბიზნესი

PALITRANEWS - ის გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს­პერ­სო­ნამ" ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში პლას­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ფუ­ძემ­დე­ბელს, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორ ივა კუ­ზა­ნოვს უმას­პინ­ძლა.

რო­გორ და­ფუძნ­და პირ­ვე­ლი ეს­თე­ტი­კუ­რი კლი­ნი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში და არ­სე­ბობს თუ არა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ივა კუ­ზა­ნო­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ამას მკი­თხვე­ლი გა­და­ცე­მის ბეჭ­დუ­რი ვერ­სი­ი­დან შე­ი­ტყობს.

- ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია რო­გორც ბიზ­ნე­სი. დღეს უკვე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ბიზ­ნე­სი შედ­გა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც ვი­თარ­დე­ბა.

- დიახ, ნამ­დვი­ლად შედ­გა. რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კა მუ­შა­ობს წარ­მა­ტე­ბუ­ლად. ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო 90-იან წლებ­ში, ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ოდ­ში. მა­შინ 31-ე სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნამ ახა­ლი კლი­ნი­კა გა­ა­კე­თა. იმ კლი­ნი­კა­ში ჩვე­ნი სურ­ვი­ლით გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს და მოგ­ვცეს გან­ყო­ფი­ლე­ბა. ეს არ იყო კერ­ძო გან­ყო­ფი­ლე­ბა, მაგ­რამ უკვე იქი­დან და­ი­წყო ბიზ­ნეს ნა­ბი­ჯე­ბი. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ინ­გრა ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო. შუქი არ ჰქონ­დათ, ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ იყო, მით უმე­ტეს, უგეგ­მო ოპე­რა­ცი­ე­ბის. იქ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცეს: სი­ნათ­ლეც იყო. მა­შინ ეს იყო ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კა თბი­ლის­ში.

- კერ­ძო კლი­ნი­კის გახ­სნის იდეა რო­გორ გაჩ­ნდა?

- კლი­ნი­კა­ში იწვა პა­ცი­ენ­ტი, ვის­თან ერ­თა­დაც მო­ვი­ფიქ­რეთ, რომ შე­იძ­ლე­ბო­და კერ­ძო კლი­ნი­კის გახ­სნა. ლე­ჩკომ­ბი­ნატ­ში, ვა­კე­ში გავ­ხსე­ნით კლი­ნი­კას "მედ­ლა­ი­ნი". საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით იმუ­შა­ვა კლი­ნი­კამ, სა­ნამ სხვა ად­გი­ლას არ გა­და­ვი­და და მა­შინ მე და ჩემი პარტნი­ო­რი გან­ვცალ­კევ­დით. მე და ჩემი შვი­ლე­ბი გად­მო­ვე­დით ამ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა. არა მხო­ლოდ ეს­თე­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, სქე­სის შეც­ვლა. ან მკერ­დის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის დროს მოკ­ვე­თი­ლი მკერ­დის აღ­დგე­ნა. სა­ხის აღ­დგე­ნა დამ­წვრო­ბის შემ­დეგ. ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის დროს, რო­დე­საც ქვე­და ყბა მოს­ცილ­დე­ბა. ასე­თი ოპე­რა­ცი­ე­ბიც კეთ­დე­ბა ამ კლი­ნი­კა­ში.

- მა­ინ­ტე­რე­სებს პირ­ვე­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც თქვენ გა­ა­კე­თეთ, რო­გორც ვიცი, თი­თის მი­კე­რე­ბა იყო.

- სწო­რი კი­თხვაა. ზო­გი­ერთს ჰგო­ნია, რომ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია სი­ლა­მა­ზის ქი­რურ­გი­აა. სრუ­ლე­ბით არა. პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია შე­ი­ცავს: რე­კონ­სტრუქ­ცი­ულ, აღ­დგე­ნით და ეს­თე­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას. პირ­ვე­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია 1987 წელს ჩა­ვა­ტა­რეთ. თითი მი­ვა­კე­რეთ პა­ცი­ენტს, რო­მელ­მაც სა­წარ­მო­ში თითი და­კარ­გა. ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით შეს­რულ­და. ამის შემ­დეგ გა­კეთ­და 1200 მი­კე­რე­ბა მო­წყვე­ტი­ლი თი­თე­ბის, მტევ­ნე­ბის, ფე­ხე­ბის, მაგ­რამ ეს იყო ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოდ. მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო და ხარ­ჯებს სა­ხელ­მწი­ფო ფა­რავ­და. ხელ­ფასს გვიხ­დი­და სა­ხელ­მწი­ფო.

- სქე­სის შეც­ვლის პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია რო­დის გა­ა­კე­თეთ?

- ეს ოპე­რა­ცია უკვე 31-ე ქარ­ხა­ნა­ში რომ გა­და­ვე­დით, მა­შინ გა­კეთ­და. 1994-95 წლე­ბი იყო.

- და ვინ შე­იც­ვა­ლა სქე­სი?

- სა­ხელს ვერ ვი­ტყვი. ახლა ის თბი­ლის­ში არ ცხოვ­რობს, ამე­რი­კა­შია და ოჯა­ხი ყავს. მას მოს­კოვ­ში გა­უ­კე­თეს პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია, მო­ა­ცი­ლეს მკერ­დი. ქალი იყო. ჰქონ­და ნე­ბარ­თვა და პას­პორ­ტი შე­უც­ვა­ლეს. შეც­ვლი­ლი პას­პორ­ტით შე­მო­ვი­და ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში და თქვა, რომ უნ­დო­და აღედ­გი­ნა ყვე­ლა­ნა­ი­რი მა­მა­კა­ცუ­რი ორ­გა­ნო. ეს იყო პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში და იმ მე­თო­დით, რომ­ლი­თაც მსოფ­ლი­ო­ში არ კეთ­დე­ბო­და.

- მა­ში­ნაც უფა­სოდ გა­კეთ­და ეს ოპე­რა­ცია?

- დიახ.

- დღეს რა ღირს ასე­თი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა?

- და­ახ­ლო­ე­ბით, 15 ათა­სი ლარი. ეს ჩვენ­თან. ამე­რი­კა­ში იგი­ვე ოპე­რა­ცია ღირს და­ახ­ლო­ე­ბით, 100 ათა­სი.

- პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია მხო­ლოდ თქვე­ნი კლი­ნი­კე­ბის ბა­ზა­ზე კეთ­დე­ბა. თბი­ლის­ში სტა­ტის­ტი­კა რო­გო­რია?

- თბი­ლის­ში, 500-დან 600-მდე ოპე­რა­ცია გვაქვს წე­ლი­წად­ში.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში - ესთეტიკური მედიცინა, როგორც ბიზნესი

ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში - ესთეტიკური მედიცინა, როგორც ბიზნესი

PALITRANEWS - ის გადაცემა ”ბიზნესპერსონამ” ამჯერად საქართველოში პლასტიკური მედიცინის ფუძემდებელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ივა კუზანოვს უმასპინძლა.

როგორ დაფუძნდა პირველი ესთეტიკური კლინიკა საქართველოში და არსებობს თუ არა წარუმატებელი ოპერაციების ჩამონათვალი ივა კუზანოვის საქმიანობაში, ამას მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.

- ძალიან მაინტერესებს პლასტიკური ქირურგია როგორც ბიზნესი. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ეს ბიზნესი შედგა და საკმაოდ წარმატებულადაც ვითარდება.

- დიახ, ნამდვილად შედგა. რამდენიმე კლინიკა მუშაობს წარმატებულად. ყველაფერი დაიწყო 90-იან წლებში, ძალიან მძიმე პერიოდში. მაშინ 31-ე საავიაციო ქარხანამ ახალი კლინიკა გააკეთა. იმ კლინიკაში ჩვენი სურვილით გადაგვიყვანეს და მოგვცეს განყოფილება. ეს არ იყო კერძო განყოფილება, მაგრამ უკვე იქიდან დაიწყო ბიზნეს ნაბიჯები. იმ პერიოდში საქართველოში დაინგრა ყველაფერი, ყველა საავადმყოფო. შუქი არ ჰქონდათ, ოპერაციების გაკეთების შესაძლებლობა არ იყო, მით უმეტეს, უგეგმო ოპერაციების. იქ ამის შესაძლებლობა მოგვცეს: სინათლეც იყო. მაშინ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა თბილისში.

- კერძო კლინიკის გახსნის იდეა როგორ გაჩნდა?

- კლინიკაში იწვა პაციენტი, ვისთან ერთადაც მოვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა კერძო კლინიკის გახსნა. ლეჩკომბინატში, ვაკეში გავხსენით კლინიკას ”მედლაინი”. საკმაოდ წარმატებით იმუშავა კლინიკამ, სანამ სხვა ადგილას არ გადავიდა და მაშინ მე და ჩემი პარტნიორი განვცალკევდით. მე და ჩემი შვილები გადმოვედით ამ კლინიკაში, სადაც ნებისმიერი ოპერაცია კეთდება. არა მხოლოდ ესთეტიკური ოპერაციები, ურთულესი ოპერაციები. მაგალითად, სქესის შეცვლა. ან მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის დროს მოკვეთილი მკერდის აღდგენა. სახის აღდგენა დამწვრობის შემდეგ. ავთვისებიანი სიმსივნის დროს, როდესაც ქვედა ყბა მოსცილდება. ასეთი ოპერაციებიც კეთდება ამ კლინიკაში.

- მაინტერესებს პირველი პლასტიკური ოპერაცია, რომელიც თქვენ გააკეთეთ, როგორც ვიცი, თითის მიკერება იყო.

- სწორი კითხვაა. ზოგიერთს ჰგონია, რომ პლასტიკური ქირურგია სილამაზის ქირურგიაა. სრულებით არა. პლასტიკური ქირურგია შეიცავს: რეკონსტრუქციულ, აღდგენით და ესთეტიკურ ქირურგიას. პირველი პლასტიკური ოპერაცია 1987 წელს ჩავატარეთ. თითი მივაკერეთ პაციენტს, რომელმაც საწარმოში თითი დაკარგა. ოპერაცია წარმატებით შესრულდა. ამის შემდეგ გაკეთდა 1200 მიკერება მოწყვეტილი თითების, მტევნების, ფეხების, მაგრამ ეს იყო ყველაფერი უფასოდ. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ხარჯებს სახელმწიფო ფარავდა. ხელფასს გვიხდიდა სახელმწიფო.

- სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია როდის გააკეთეთ?

- ეს ოპერაცია უკვე 31-ე ქარხანაში რომ გადავედით, მაშინ გაკეთდა. 1994-95 წლები იყო.

- და ვინ შეიცვალა სქესი?

- სახელს ვერ ვიტყვი. ახლა ის თბილისში არ ცხოვრობს, ამერიკაშია და ოჯახი ყავს. მას მოსკოვში გაუკეთეს პირველი ოპერაცია, მოაცილეს მკერდი. ქალი იყო. ჰქონდა ნებართვა და პასპორტი შეუცვალეს. შეცვლილი პასპორტით შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში და თქვა, რომ უნდოდა აღედგინა ყველანაირი მამაკაცური ორგანო. ეს იყო პირველი ოპერაცია საქართველოში და იმ მეთოდით, რომლითაც მსოფლიოში არ კეთდებოდა.

- მაშინაც უფასოდ გაკეთდა ეს ოპერაცია?

- დიახ.

- დღეს რა ღირს ასეთი ოპერაციის გაკეთება?

- დაახლოებით, 15 ათასი ლარი. ეს ჩვენთან. ამერიკაში იგივე ოპერაცია ღირს დაახლოებით, 100 ათასი.

- პლასტიკური ოპერაცია მხოლოდ თქვენი კლინიკების ბაზაზე კეთდება. თბილისში სტატისტიკა როგორია?

- თბილისში, 500-დან 600-მდე ოპერაცია გვაქვს წელიწადში.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია